FM97.5 / LIVE

ომბუდსმენი: საჯარო სექტორში დასაქმებული 53109 ადამიანიდან მხოლოდ 112–ია შშმ პირი

მთავარისიახლე, საზოგადოება 14.06.2016
ომბუდსმენის განცხადებით, სახელმწიფოს არ აქვს შემუშავებული შშმ პირთა დასაქმების პოლიტიკა, შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო და პროგრამები, რაც ხელს უშლის მათ დამოუკიდებელ ცხოვრებასა და საზოგადოებაში ინკლუზიას.

ომბუდსმენი: საჯარო სექტორში დასაქმებული 53109 ადამიანიდან მხოლოდ 112–ია შშმ პირი

2016 წლის 13 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა სამთავრობო უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ 2015 წლის საპარლამენტო ანგარიშის თავი წარუდგინა.

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ 2015 წლის განმავლობაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზების მიმართულებით არსებული მნიშვნელოვანი გამოწვევები მისაწვდომობის, დამოუკიდებელი ცხოვრების, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლებისა და დასაქმების შეზღუდულ შესაძლებლობებს უკავშირდებოდა.

სახალხო დამცველი ერთ–ერთ უმთავრეს პრობლემად „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ გაეროს კონვენციის სათანადოდ იმპლემენტაციის, ასევე კონვენციის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირების საკითხებს განიხილავს.

"სიტუაციის ანალიზი ცხადყოფს, რომ საქართველოში კონვენციის იმპლემენტაციის ორგანო პრაქტიკულად არ ფუნქციონირებს, შესაბამისად, მისი დანერგვის პროცესი მნიშვნელოვანი შეფერხებით ხორციელდება", - ვკითხულობთ ანგარიშში.

ანგარიშში ფართოდ არის მიმოხილული შშმ პირთათვის ფიზიკური გარემოს, სატრანსპორტო საშუალებების და საგზაო ინფრასტრუქტურის მისაწვდომობის კუთხით არსებული მდგომარეობა. განსაკუთრებული ყურადღება მახვილდება მისაწვდომობის საკანონმდებლო რეგულაციების მნიშვნელოვან ხარვეზებზე, რაც აღსრულებისა და ზედამხედველობის მექანიზმის არარსებობას უკავშირდება.

"ინფორმაციაზე თანაბარი წვდომის უფლების რეალიზებასთან მიმართებით კვლავ პრობლემურად ფასდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სამაუწყებლო კომპანიების მხრიდან საინფორმაციო, გასართობი და სხვა სახის სატელევიზიო პროგრამების, ფილმების მათთვის მისაწვდომი ფორმით მიწოდების საკითხი", – ამბობს უჩა ნანუაშვილი.

ომბუდსმენის განცხადებით, 2015 წელს სამწუხარო პრაქტიკას წარმოადგენდა სპორტულ, კულტურულ და გასართობ ღონისძიებებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განსაკუთრებული საჭიროებების უგულებელყოფა. ისევე როგორც შშმ პირთა მიმართ სტიგმისა და შეურაცხმყოფელი დამოკიდებულების, სიძულვილის ენის შემცველი განცხადებების სიხშირე. სახალხო დამცველმა მოუწოდა ყველა პირს, განსაკუთრებით მაღალი საჯარო თანამდებობის პირებს, თავი შეიკავონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების მიმართ სტიგმისა და დისკრიმინაციის შემცველი დამოკიდებულების გამომხატველი განცხადებებისაგან.

"სახელმწიფოს წინაშე არსებულ ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევად კვლავაც სახელდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვა, სათანადო საცხოვრებლის უფლების რეალიზება და დასაქმება. სახელმწიფოს არ აქვს შემუშავებული ამ პირთა დასაქმების პოლიტიკა, შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო და პროგრამები, რაც ხელს უშლის მათ დამოუკიდებელ ცხოვრებასა და საზოგადოებაში ინკლუზიას. აღნიშნულს ადასტურებს ის ფაქტიც, რომ საჯარო სექტორში დასაქმებულ 53 109 ადამიანიდან მხოლოდ 112 არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი", – ვკითხულობთ ომბუდსმენის ანგარიშში.

ამავე ანგარიშის მიხედვით, ხარვეზებით ხორციელდებოდა ინკლუზიური საგანმანათლებლო პროცესი. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მნიშვნელოვანი ნაწილი, განსაკუთრებით რეგიონებში, არ არის ჩართული აღნიშნულ პროცესში. ამასთან გამოწვევაა სწავლების ხარისხი და უწყვეტობა.

"კვლავ პრობლემად რჩება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჯანმრთელობის უფლების სრულფასოვანი რეალიზება. ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მოქმედების მიუხედავად, არ ხდება ამ პირთა განსაკუთრებული საჭიროებების გათვალისწინება, მწვავეა შშმ პირთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის საკითხი", – ნათქვამია დოკუმენტში.

ზემოაღნიშნულ პრობლემების აღმოფხვრის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების ეფექტურად რეალიზების მიზნით, საქართველოს სახალხო დამცველმა კონკრეტული რეკომენდაციებით მიმართა შესაბამის სახელმწიფო უწყებას.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.06.2020 ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი აქვს

01.06.2020 პირველი ივნისიდან ყველა სახის სავაჭრო ობიექტი გაიხსნა

01.06.2020 წაღვერში მილიონ ლარად რეაბილიტირებულ კულტურის სახლში წყალი ჩავიდა

31.05.2020 ‘ყოველი მეოთხე ადამიანი გვეღუპება თამბაქოს მოხმარებით, აქედან 300 ბავშვია’ - სტურუა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სახალხო დამცველი შშმ პირთა  დასაქმების მდგომარეობას საგანგაშოდ აფასებს
დღეს შშმ პირთა უფლებების დაცვის დღეა
შშმ პირთა უფლებების კონვენციის ანგარიშის განიხილვა
NGO-ები: შშმ პირები კვლავ რჩებიან საზოგადოების ყველაზე უჩინარ ჯგუფად
მთავრობამ ‘შშმ პირთა უფლებების შესახებ’ კანონპროექტი დაამტკიცა - რა წერია დოკუმენტში
EMC პარლამენტს შშმ პირთა კონვენციის რატიფიცირებისკენ მოუწოდებს
კვირის აქცენტი: პრობლემები და მიღწევები ინკლუზიურ  განათლებაში [Video]