FM97.5 / LIVE

”უნიმედი სამცხეს” მედ-პერსონალი ტოვებს

მთავარი 27.12.2012
”უნიმედი სამცხეს” სამშობიარო განყოფილება ორმა სანიტარმა დატოვა. ისინი ამბობენ, რომ გადაწყვეტილება ხელფასის შემცირების გამო მიიღეს

”უნიმედი სამცხეს” მედ-პერსონალი ტოვებს
მაია ზაზაძემ სამსახურიდან წასვლის განცხადება 27 დეკემბერს, 12 საათზე ”უნიმედი სამცხეს” ხელმძღვანელის სახელზე დაწერა. ზაზაძის მოთხოვნა საავადმყოფოს ხელმძღვანელობამ იმ დღესვე დააკმაყოფილა.

”წასვლა დაბალი ხელფასის გამო გადავწყვიტე. აქამდე 128 ლარი გვქონდა და ახლა 50 ლარი დაგვიტოვეს, 31 დეკემბერსაც ვიმორიგევებ და წავალ. საქმე მეტი გვაქვს, ანაზღაურება ცოტა. მიზერულ თანხად არ მიღირს ამხელა განყოფლების დალაგება, გარდა ამისა, ”პერედაჩებიც” ჩვენ უნდა ვზიდოთ და მშობიარეებსაც ღამე ვუთიოთ”,- ამბობს იგი.

დაბალი ხელფასის გამო დატოვა სამსახური ხატია თუმანიშვილმაც. თუმანიშვილმა განცხადება, დეკემბრის დასაწყისში დაწერა.

”სწავლის გაგრძელებას ვაპირებ და სამსახურიდან ამიტომ წამოვედი, თუმცა გადაწყვეტილების მიღებაზე ხელფასის შემცირებამ მნიშვნელოვნად იმოქმედა”, - ამბობს იგი.

სამშობიარო განყოფილებაში ამბობენ, რომ სამსახურიდან წასვლას სხვა თანამშრომლებიც გეგმავენ.

”ისეთ პირობებს გვიქმნიან, ჩვენი ნებით მივდივართ. ვის უნდა მივმართოთ? ყველგან ასეთი სიტაციაა. რაც არ უნდა გავაკეთოთ, აზრი არ აქვს, ყველაფერი “ზემოდან” წყდება”, - აცხადებენ თანამშრომლები.

შეგახსენებთ, რომ ხელფასების შემცირება და საკადრო ცვლილებები მას შემდეგ დაიწყო, რაც ახალციხის რაიონული საავადმყოფო სადაზღვევო კომპანია ”ალდაგი ბისიაის” შვილობილი კომპანიის ’”ჩემი ოჯახის კლინიკის” მმართველობაში გადავიდა.

თუ აქამდე მედპერსონალი ანაზღაურებას შესრულებული სამუშაოს მიხედვით ღებულობდა, ახლა მათი თქმით, მიუხედავად იმისა ბევრს იმუშავებენ თუ ცოტას, ხელფასს მაინც უცვლელი რაოდენობით, ფიქსირებულს მიიღებენ. ფიქსირებული ხელფასი კი საავადმყოფოს თანამშრომლების თქმით, ხელმძღვანელებმა არასწორად გაანაწილეს.

შეგახსენებთ, რომ ”უნიმედი სამცხემ” 30 ნოემბერს ყოფილი პოლიკლინიკის 14 თანამშრომელიც გაათავისუფლა.

”სამხრეთის კარიბჭე” ვითარების გასარკვევად ”ჩემი ოჯახის კლინიკის” პრესცენტრს დაუკავშირდა. თუმცა უშედეგოდ, საავადმყოფოს ხელმძღვანელობისგან ამ დრომდე პასუხი ვერ მივიღეთ.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

13.01.2020 რომელ საგანში გაუჭირდათ მასწავლებლებს გამოცდის ჩაბარება

13.01.2020 რომელი ფაკულტეტები იქნება უფასო სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

16.01.2020 სამცხე–ჯავახეთში გაზრდილი პენსია 30 223 ასაკით პენსიონერმა აიღო

16.01.2020 შშმ პირთა ღონისძიება ‘ტალიტა კუმში’

16.01.2020 დავით სერგეენკოს განცხადება c ჰეპატიტის ვადაგასულ წამლებთან დაკავშირებით

16.01.2020 NDI – წინა წლებთან შედარებით ეკლესიის რეიტინგი მკვეთრად შემცირდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხის საავადმყოფოში შემცირებებს ელოდებიან
ახალციხის საავადმყოფოდან თანამშრომლები ისევ შეამცირეს
ახალციხის საავადმყოფო და გამგეობა ტომოგრაფიის აპარატზე დავობენ
ახალი მფლობელი და მეტი პრობლემა ახალციხის საავამდყოფოში
ექიმები ახალციხის საავადმყოფოდან ’ალდაგი ბისიაის’გასვლას ითხოვენ
ახალციხის საავადმყოფოდან მედპერსონალი გაათავისუფლეს [Video]
„უნიმედი სამცხეს“ თანამშრომლები სამი თვის უხელფასობას აპროტესტებენ