ცხოვრება დროებით საცხოვრებელში და მოხსნილი დახმარება

მთავარისიახლე, საზოგადოება 13.06.2016
„აუცილებელია კიბო მქონდეს, რომ სახელმწიფო დამეხმაროს?“ – ახალციხეში, ყოფილი კომისარიატის შენობაში შესახლებულ 4 ოჯახს სოციალური დახმარება მოუხსნეს.

ცხოვრება დროებით საცხოვრებელში და მოხსნილი დახმარება

39 წლის მაია ლაცაბიძე, ოთხი წელია ახალციხეში, ყოფილი კომისარიატის შენობაში ორ შვილთან ერთად ცხოვრობს. ამბობს, რომ წლების განმავლობაში თავს სოციალური დახმარების მეშვეობით ირჩენდა, ახლა კი ისიც მოუხსნეს. ბანკიდან აღებული ვალის გადაუხდელობის გამო კი შესაძლოა საქმე სასამართლომდე მივიდეს.

მისი თქმით, დახმარების მოხსნის მიზეზი, მისი თურქეთში წასვლა გახდა: „ჯანმრთელობის პრობლემები მაქვს. თვენახევრის წასული ვიყავი, რომ 28 ათასი ქულა მომივიდა. სოციალური მომსახურების სააგენტოში დავრეკე და ვთხოვე, რომ ხელის მოსაწერად ჩამოვიდოდი, მაგრამ არ დამელოდნენ და დახმარება გამიუქმეს. წინასწარ მქონდა აღებული 600 ლარი და ახლა დაბრუნებას მთხოვენ, რა გავაეკთო არ ვიცი. მეუბნებიან სასამართლოს გადაგცემთო“.

თურქეთიდან დაბრუნების შემდეგ მაიამ სააგენტოში განცხადება ისევ შეიტანა. სააგენტოში განუმარტეს, რომ დახმარებას ვერ აღებდა იმის გამო, რომ საზღვარზე გადმოპარული იყო.

„ბეჭედი არ გაქვს ჩარტყმულიო. უკან, სარფში ჩავედი,ისევ გადავედი საზღვარზე და ვთხოვე ქართველ მესაზღვრეებს ბეჭედი ჩაერტყათ. ახალციხეში რომ ჩამოვედი, მითხრეს რამდენჯერმე გადასულხარ საზღვარზე და დახმარებას ვინ მოგცემსო. მე მათ დასარწმუნებლად გადავედი, მეჩვენებინა, რომ არაფერი დამირღვევია, ეს კი ჩემს საწინააღმდეგოდ გამოიყენეს. ახლა 78 ათასი ქულა მაქვს და დახმარებას მხოლოდ ბავშვებზე ვიღებ“, – ამბობს მაია და ამატებს, რომ როგორც საზღვარზე განუმარტეს,– „საქართველოში გადმოსვლის დროს ბეჭდის ჩარტყმა აუცილებელი არ იყო“.

სოციალური მომსახურების სააგენტოში განმარტავენ, რომ ლაცაბიძეების დახმარების მოხსნის მიზეზი ნამდვილად ოჯახის ერთ–ერთი წევრის მიერ საზღვრის გადაკვეთა გახდა.

„დახმარებას მხოლოდ ბავშვები იღებენ. რაც შეეხება საზღვრის კვეთას, რადგან ოჯახმა არ შეატყობინა წინასწარ სააგენტოს, რეგისტრაციიდან მოიხსნენ. მათ უნდათ წარმოედგინათ ცნობა, რა მიზნით იმყოფებოდნენ უცხოეთში და რამდენი ხნით, თუ ექიმთან იყო, ამის დადასტურება ხომ ნამდვილად შეუძლია“, – აცხადებენ სოციალური მომსახურების სააგენტოში.

ლაცაბიძეების მსგავსად, სოციალური დახმარება მოუხსნეს მეზობლად მცხოვრებ ფოთოლა კირვალიძესაც. როგორც იგი ამბობს, გადამოწმების დროს პირველად 15.000 ქულა მოუვიდა, მეორედ 90.000.

„გასული წლის აგვისტოში მომიხსნეს. არ ვიცი რა ნახეს მაღალი ქულები რომ დაწერეს. ერთი მანქანა გვყავს, რომელიც ჩემმა მეუღლემ ნათესავისგან ითხოვა. ეს ყველაფერი პირველ გადამოწმებაზე ჩაიწერეს და ქულა დაბალი მოგვივიდა, მაგრამ მალევე მეორე აგენტი მოვიდა შემოწმებაზე და გვითხრა ხელახლა უნდა გადაგამოწმოთ, რაღაც შეცდომააო“,– ამბობს ფოთოლა კირვალიძე.

კირვალიძეები ყოფილი კომისარიატის შენობაში ოთხი წელია ცხოვრობენ.

„რით ვირჩინოთ თავი. ძალიან ცუდ დღეში ვართ“, – ამბობს ფოთოლა.

სოციალური მომსახურების სააგენტოში განმარტავენ, რომ მაღალი ქულების ერთერთი მნიშვნელოვანი მიზეზი ის არის, რომ ოჯახის წევრები ახალგაზრდები და შრომისუნარიანები არიან.

„დეკლარაციაში მიწის ნაკვეთი, უცხოური ავტომობილი ფიქსირდება, გარდა ამისა არცთუ დაბალი გადასახადები აქვთ გადახდილი. ორი წელი მანქანას ვინ გათხოვებს და თუ გათხოვებს ალბათ აკეთებ ამ მანქანით რაღაცას“, – ამბობს სოციალური მომსახურების სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ტატა გამყრელიძე.

შეგახსენებთ, რომ სოციალური დახმარება მოუხსნეს, ყოფილი ტუბ–დისპანსერში შესახლებულ 65 წლის ნანა ნემსაძესაც.

როგორც „სამხრეთის კარიბჭეს“ სოციალური მომსახურების სააგენტოში მიმდინარე წლის მარტში განუმარტეს. ბოლო ათი თვის განმავლობაში დახმარება რეგიონის მასშტაბით 405 ოჯახს მოუხსნეს.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


16.01.2017 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2017 შემცირებული თანამშრომლები და ხელფასები მესხეთის თეატრში

13.01.2017 არალში სკოლის მშენებლობისთვის ტენდერი მეორედ გამოცხადდება

13.01.2017 ბავშვებს და უფროსებს, რომლებმაც განათლება ვერ მიიღეს, სკოლაში დაბრუნება შეეძლებათ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

16.01.2017 ახალციხის თემი ნინოწმინდის ბავშვთა სახლს ესტუმრა

16.01.2017 NDI: ახალციხელებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხი სამუშაო ადგილებია

15.01.2017 19 იანვრამდე საქართველოში უნალექო ამინდი შენარჩუნდება

14.01.2017 შემცირებული თანამშრომლები და ხელფასები მესხეთის თეატრში

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.01.2017 სომეხთა სამოციქულო ეკლესიამ ქრისტეშობა იზეიმა [Video]

28.12.2016 გზა მცირე მეწარმეობიდან ევროპული ბაზრისაკენ [Video]

29.11.2016 ხელოვნება ხის ფესვებით [Video]

29.11.2016 რა ღონისძიებები ტარდება ჯანსაღი პროდუქტის მისაღებად ფერმაში [Video]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთში სოციალური დახმარება 405 ოჯახს  შეუწყდა
ოჯახს, რომელიც პროტესტის ნიშნად შვილს სააგენტოში ტოვებდა, დახმარება არ ექნება
5 ლარი – მარტოხელა პენსიონერის ერთადერთი შემოსავალი
შშმ ძმის ერთადერთ მომვლელს სოციალური დახმარება მოუხსნეს

ვის მოუხდა ამჯერად თავის მართლება ორშაბათის თათბირზე
ოთხსულიანი ოჯახი დროებით საცხოვრებელში