FM97.5 / LIVE

ასპინძის, ბორჯომისა და ახალქალაქის ხმებისთვის ‘ნაციონალებიდან’ ტარიელ ლონდარიძე იბრძოლებს

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 11.06.2016
სამცხე–ჯავახეთში მყოფმა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა დღეს, 11 ივნისს, ასპინძისა და ბორჯომის მაჟორიტარობის კანდიდატად ტარიელ ლონდარიძე წარადგინეს.

ასპინძის, ბორჯომისა და ახალქალაქის ხმებისთვის  ‘ნაციონალებიდან’ ტარიელ ლონდარიძე იბრძოლებს

ასპინძისა და ბორჯომის, ასევე ახალქალაქის ხუთი სოფლის (აზავრეთი, კოჭიო, პტენა, ბარალეთი, და ჩუნჩხა) მაჟორიტარობის კანდიდატად ტარიელ ლონდარიძე ვარძიაში წარადგინეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების შემდეგ შეკრებილ მხარდამჭერებს ტარიელ მონდარიძემ მიმართა. ლონდარიძეს იმედი აქვს, რომ ისე გაიმარჯვებს ბორჯომსა და ახალქალაქის სოფლებში ახლა, როგორც ეს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ასპინძაში შეძლო.

„დღევანდელმა მთავრობამ საარჩევნო ოლქები მთლიანად დაჩეხა. მიუხედავად მათი ხრიკებისა, ჩვენ მაინც მოვახერხებთ გამარჯვებას და სქართველოს გათავისუფლებას რუსი ოლიგარქის ბატონობისაგან“, – განაცხადა ლონდარიძემ.

ასპინძის, ბორჯომისა და ახალქალაქის ხმებისთვის  ‘ნაციონალებიდან’ ტარიელ ლონდარიძე იბრძოლებს ვარძიაში, ღია ცის ქვეშ შეკრებილ მხარდამჭერებს მიმათა „ნაციონალური მოძრაობის“ ახალმა წევრმა სერგი კაპანაძემაც: „ვიცით, რომ ხელისუფლება ყველაფერზე წამსვლელია, თუმცა ჩვენ წყნარად და მშვიდად ვიმოქმედებთ და ამ ბრძოლას მივიყვანთ გამარჯვებამდე. ეს არის ერთადერთი გზა 4 წლის განმავლობაში დაპაუზებული საქართველო ამოქმედდეს“.

ტარიელ ლონდარიძის წარდგენას ასპინძის, ბორჯომისა და ახალქალაქის მცხოვრებლები ესწრებოდნენ.

„არ ვიცი რა მიზეზით, მაგრამ ჩვენმა ხელისუფლებამ ოლქები ასე დაგვიყო. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი კანდიდატი ასპინძელია, მას ბორჯომშიც ბევრი იცნობს და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენს იმედებს გაამართლებს“, – გვითხრა ბორჯომის მკვიდრმა ვახტანგ ქვატაძემ.

ასპინძის, ბორჯომისა და ახალქალაქის ხმებისთვის  ‘ნაციონალებიდან’ ტარიელ ლონდარიძე იბრძოლებს ტარიელ ლონდარიძე „ნაციონალური მოძრაობიდან“ ბოლო ოთხი წელია პარლამენტში ასპიმძას წარმოადგენს.

შეგახსენებთ, რომ დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა დავით ბაქრაძემ, ნიკა მელიამ, ასევე პარტიის ახალმა სახეებმა ოთარ კახიძემ და სერგი კაპანაძემ, სამცხე–ჯავახეთში, ორი მაჟორიტარი წარადგინეს. ადიგენსა და ახალციხეში ვაჟა ჩიტაშვილი და ასპინძაში, ბორჯომსა და ახალქალაქის ნაწილში ტარიელ ლონდარიძე.

რაც შეეხება ნინოწმინდასა და ახალქალაქის დარჩენილ ნაწილს, ვინ იქნება აქ მაჟორიტარობის კანდიდატი, ჯერ უცნობია.

[ლუბა გიორგაძე, ასპინძა]


23.09.2020 საფეხური: ბორჯომის ბაღებში სწავლის დაწყების ნებართვას ელოდებიან [აუდიო]

21.09.2020 სამცხე-ჯავახეთის 20 სკოლაში 25 ვაკანტური ადგილია

21.09.2020 ახალქალაქის 8 სოფელში მცირე ბიბლიოთეკები მოეწყო

18.09.2020 1046 სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად სომხეთში დაბრუნდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

27.09.2020 მართლმადიდებელი ეკლესია ჯვართამაღლებას აღნიშნავს

27.09.2020 სოხუმის დაცემიდან 27 წელი გავიდა

26.09.2020 რუსთავთან ავარიისას დაშავებულ 6 წლის ბავშვს ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა

26.09.2020 ახალციხეში ავარიის შედეგად დაშავებული მძღოლის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

23.09.2020 SKამბები: 'მრავალგვაროვანი' კლდე [აუდიო]

22.09.2020 როცა მუდმივად ეძებ - ახალგაზრდა არქეოლოგი ახალციხიდან [ვიდეო]

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

მსგავს თემაზე

ტარიელ ლონდარიძე: „ოლქების გაერთიანება ამომრჩევლის უკმაყოფილებას იწვევს“
'ნაციონალებმა' სამცხე–ჯავახეთის მაჟორიტარები დაასახელეს
'ნაცმოძრაობამ' ახალქალაქი–ნინოწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა
ტარიელ ლონდარიძე - ”ვირჩევთ მომავალს!”
‘ნაციონალებმა’ ახალქალაქსა და ნინოწმინდაში მაჟორიტარი შეარჩიეს
'ნაციონალები' ასპინძისა და ბორჯომის მაჟორიტარს წარადგენენ
არჩევნების შედეგები – ასპინძა [სრული]