FM97.5 / LIVE

ვაჟა ჩიტაშვილი: ჩვენ დავკარგეთ 4 წელი, მაგრამ არ დაგვიკარგავს იმედი

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 11.06.2016
ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარობის კანდიდატმა, „ნაციონალური მოძრაობიდან“ ვაჟა ჩიტაშვილმა ამომრჩეველს 4 წლის წინანადელი და ახლანდელი ახალციხის შედარება სთხოვა.

ვაჟა ჩიტაშვილი: ჩვენ დავკარგეთ 4 წელი, მაგრამ არ დაგვიკარგავს იმედი

მას შემდეგ, რაც დავით ბაქრაძემ ოფიციალურად წარადგინა, ამომრჩეველს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ვაჟა ჩიტაშვილმა მიმართა.

„მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ ამ მხარდაჭერისთვის, რამეთუ თქვენ გწამთ და გჯერათ, რომ ჩვენთან ერთად, მიმდინარე წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, ერთად გავიმარჯვებთ“, – განაცხადა მაჟორიტარობის კანდიდატმა.

მან მოსახლეობას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დროს ახალციხეში გაკეთებული საქმეები გაახსენა და დაჰპირდა, რომ მისი არჩევის შემთხვევაში ახალციხესა და ადიგენში უფრო მეტი რამ გაკეთდება.

„მოდით დავფიქრდეთ, 2012 წლამდე ახალციხეში რა ხდებოდა? შენდებოდა რაბათი, ქალაქი, შენდებოდა საცხოვრებელი ბინები, ადმინისტრაციული შენობები, შენდებოდა სასტუმროები, სკვერები და სწარაფად მიმდინარეობდა სოფლების გაზიფიცირება. ახლა რა კეთდება? ჩვენ დავკარგეთ 4 წელი, მაგრამ არ დაგვიკარგავს იმედი“,– განაცხადა ვაჟა ჩიტაშვილმა.

ჩიტაშვილის თქმით, მას არჩევნებში გამარჯვების იმედი ახალციხისა და ადიგენის მოსახლეობასთან ერთად აქვს.

შეგახსენებთ, დღეს, 11 ივნისს, სამცხე–ჯავახეთში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები დავით ბაქრაძე, ნიკა მელია და პარტიის ახალი სახე, ვანო მერაბიშვილის ადვოკატი ოთო კახიძე იმყოფებიან. მათ შოთა რუსთაველის ძეგლის წინ შეკრებულ ამომრჩევლებს ვაჟა ჩიტაშვილი ოფიციალურად წარუდგინეს. ამ დღიდან პარტიამ საარჩევნო კამპანია დაიწყო.

ჩიტაშვილი მოსახლეობას დავით ბაქრაძემ წარუდგინა. მან განაცხადა, რომ ვაჟა ჩიტაშვილი, რომელიც ამჟამად პარლამენტში ახალციხეს წარმოადგენს, 4 წლის წინაც ამ სკვერში წარადგინეს და ეს კარგად აქვთ დაცდილი.

[ვარლამ წიკლაური, ახალციხე]


18.09.2020 1046 სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად სომხეთში დაბრუნდება

18.09.2020 1920 წელი: მესხეთ-ჯავახეთში ახალი სკოლები არსდება

15.09.2020 საფეხური: როგორ იცავენ რეკომენდაციებს ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

15.09.2020 ქალაქ ახალციხის სკოლებში 366 პირველკლასელი მივიდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.09.2020 როგორი ამინდია მოსალოდნელი დასვენების დღეებში სამცხე–ჯავახეთში

18.09.2020 ახალქალაქის მერიასთან სოფელ ოლავერდის მოსახლეობამ აქცია გამართა

18.09.2020 ნინოწმინდის მერიაში შვიდ პოზიციაზე 30 განაცხადი შევიდა

18.09.2020 ახალციხელი სპორტსმენი უკრაინაში საერთაშორისო ტურნირში იბრძოლებს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

03.09.2020 SKამბები: თუთუნიდან – სოფლის დაცლამდე [აუდიო]

26.08.2020 SKამბები: წირელი პეტროსიანები [აუდიო]

მსგავს თემაზე

'ნაციონალებმა’ ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარი წარადგინეს
'ნაციონალები' ასპინძისა და ბორჯომის მაჟორიტარს წარადგენენ
‘ნაციონალები’ ხვალ სამცხე–ჯავახეთის მაჟორიტარებს წარადგენენ
„ევროპული საქართველოს“ ახალციხის მერობის კანდიდატი ვაჟა ჩიტაშვილია
ენმ-ს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა წინასაარჩევნო კამპანია მერაბიშვილის სოფლიდან დაიწყო
დავით ბაქრაძემ ახალციხეში მაჟორიტარი კანდიდატი წარადგინა
მაჟორიტარები მეორე ტურისთვის ემზადებიან