FM97.5 / LIVE

დღეიდან C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართვა ნებისმიერს შეუძლია

მთავარისიახლე, საზოგადოება 10.06.2016
10 ივნისიდან C ჰეპატიტის პროგრამაში ჩართვის კრიტერიუმები უქმდება. ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ბრიფინგზე განაცხადა;

დღეიდან C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართვა ნებისმიერს შეუძლია
C ჰეპატიტით დაავადებულ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს დამატებითი კრიტერიუმის გარეშე შეუძლია ისარგებლოს C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამით. პაციენტს შესაძლებობა ექნება ღვიძლის დაზიანების ხარისხის მიუხედავად, C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტები უსასყიდლოდ მიიღოს.

„10 ივნისიდან ვაუქმებთ პაციენტის ჩართულობის კრიტერიუმს. მოგეხსენებათ, ეს კრიტერიუმი იყო მხოლოდ ყველაზე მძიმე კლინიკური მდგომარეობა. ეს კრიტერიუმი აღარ იარსებებს", – განაცხადა რამდენიმე დღის წინ ჯანდაცვის მინისტრმა ბრიფინგზე.

მისი განმარტებით, მიუხედავად თავისი დაავადების ფაზისა, ან სიმძიმისა შეეძლება ამ პროექტში ყოველგვარი შეფერხების გარეშე ჩაერთოს.

"ამასთან, მეორე მნიშვნელოვანი სიახლის თანახმად, თუკი აქამდე პაციენტს განაცხადის შეტანიდან მკურნალობის დაწყებამდე საშუალოდ ორი თვე სჭირდებოდა, ჩვენ ამ პროცესს ორი კვირის ფარგლებში ვამცირებთ. კიდევ ერთი პოზიტიური სიახლეა ის, რომ თუკი არსებული კონტრაქტი პირველ ეტაპზე ითვალისწინებდა მხოლოდ 5 000 ყველაზე მძიმე მდგომარეობის მქონე პაციენტის მკურნალობას და შემდგომ 20 000 პაციენტის მკურალობას, ეს პროცესი უკვე შეიცვალა. 5001-ე პაციენტმა ჯერ კიდევ შარშან ნოემბერში მიიღო მკურნალობა. დღეის მდგომარეობით, პროგრამაში 9 000-ზე მეტი პაციენტია ჩართული, ანუ რეალურად მეორე ფაზა უკვე ნოემბერში დაიწყო“, - ამბობს სერგეენკო.

[sknews.ge]


18.04.2019 მოსწავლეების თვალით დანახული პრობლემები – კონფერენცია ახალციხეში

17.04.2019 აზავრეთის სკოლის მოსწავლეებმა სწავლა განაახლეს

16.04.2019 მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის თავისუფალი დასწრება გაუქმდა

15.04.2019 მეორე კვირაა მოსწავლეები აზავრეთის სკოლაში არ დადიან – პროტესტი გრძელდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.04.2019 მოსწავლეების თვალით დანახული პრობლემები – კონფერენცია ახალციხეში

18.04.2019 სამცხე–ჯავახეთში ყოველ მესამე და შემდგომ ბავშვზე დახმარებას აღარ მიიღებენ

17.04.2019 ქაღალდი, მინა, პლასტმასი და მეტალი – ნარჩენების დახარისხება სავალდებულო ხდება

17.04.2019 ‘ვანის ქვაბებს’ ილიაუნის და ფლორენციის უნივერსიტეტის მეცნიერები შეისწავლიან

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართვა ნებისმიერ პაციენტს შეეძლება
ახალი პრეპარატი C ჰეპატიტის წინააღმდეგ
საქართველოში C ჰეპატიტის ახალი კამპანია „STOP C“ იწყება
C ჰეპატიტის პრეპარატის პირველი პარტია საქართველოში მიმდინარე კვირის ბოლოს შემოვა
მსჯავრდებულ ქალებს C ჰეპატიტის გამოკვლევა ჩაუტარდათ
ხვალ 34 პაციენტი C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტს მიიღებს
C ჰეპატიტის სამკურნალოდ პაციენტების რეგისტრაცია იწყება