FM97.5 / LIVE

საკრებულომ 2013 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

მთავარიეკონომიკა 27.12.2012
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღევანდელ სხდომაზე მომავალი წლის ადგილობრივი ბიუჯეტი დაამტკიცა, რომელიც 5,568,100 ლარით განისაზღვრა

საკრებულომ 2013 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის ბოლო #19 სხდომაზე მომავალი წლის ადგილობრივი ბიუჯეტი დამტკიცდა. საკრებულოს წევრებიდან 2013 წლის ბიუჯეტის არსებული სახით დამტკიცებას მხოლოდ ერთმა დეპუტატმა არ დაუჭირა მხარი. ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე მაკა სუდაძე ამბობს, რომ ბიუჯეტთან დაკავშირებით გარკვეული შენიშვნები აქვს.

”განხილვის პროცესში, სხვადასხვა წინადადებები იყო წამოყენებული. იგივე, არასამთავრობო სექტორის თანადაფინანსებასა და ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით, რომლებიც საბოლოო ბიუჯეტის პროექტში ვეღარ ვნახე. თუმცა, სავარაუდოდ 2013 წლის იანვრიდან იქნება გარკვეული სუბსიდიები, რომლებიც ამ ხარვეზებს შეავსებს. ბიუჯეტს აქვს დადებითი მხარეებიც, სოციალური პაკეტი მნიშვნელოვნად გაზრდილია”, - ამბობს მაკა სუდაძე.

2013 წლის ბიუჯეტის პროექტში გარკვეული შენიშვნები ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელს, ბესიკ ხითარიშვილსაც აქვს. მისი თქმით, როცა იგი აღნიშნულ თანამდებობაზე დაინიშნა, მომავალი წლის ბიუჯეტი განხილვა უკვე დაწყებული იყო.

”შესაბამისად, მაქვს ძალიან ბევრი შენიშვნა, რომელსაც მომავალი წლიდან დავუბრუნდებით და შეძლებისდაგვარად შევეცდებით, ის პრობლემები, რომლებიც არსებულ ბიუჯეტში დავინახე შესწორდეს”, - ამბობს ბესიკ ხითარიშვილი.

პროექტში ჯერ ასახული არაა ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერები, რომელიც ბიუჯეტში სავარაუდოდ მომავალი წლის იანვარ-თებერვალში აისახება.

”როგორც საბიუჯეტო პროცესი ითვალისწინებს ბიუჯეტის პირვანდელი ვარიანტი არ რჩება წლის ბოლომდე, ის ყოველთვის შეიძლება შეიცვალოს გარკვეული პრიორიტეტებისა და ახალი პროგრამების დამატებასთან დაკავშირებით. ასევე, იქნება ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი ტრანსფერები მიზნობრივი პროექტების განსახორციელებლად”, - განმარტავს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელი გაგა ივანიძე.

ამ ეტაპზე ბიუჯეტში თანხები შემდეგნაირად არის გადანაწილებული: თავდაცვა, წესრიგი და უსაფრთხოებისათვის 380 ათასი ლარია გათვალისწინებული. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია 1,113, 700 ლარით განისაზღვრება, რაშიც გათვალისწინებულია შიდა გზების მოვლა შენახვის ხარჯებისთვის 150 ათასი ლარი, დასუფთავების ღონისძიებებისთვის 530 ათასი ლარი, გარე-განათების რეაბილიტაცია და ექსპლუატაციაში ელექტროენერგიისა და მოვლა-შენახვის ხარჯებისთვის კი 350 ათასი ლარი.

საპროექტო, სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისთვის 3 000 ლარია განკუთვნილი. სკოლამდელი განათლების ხელშეწყობისთვის 612 ათასი ლარი.

კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობა და სპორტი მილიონ სამი ათასი ლარით არის წარმოდგენილი. აქედან 98 ათასი ლარი ააიპ სასპორტო სკოლას, 148 ათასი ლარი კი კულტურის დაწესებულებების გაერთიანებას მოხმარდება. 2013 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში კულტურული ღონისძიებებისთვის 50 ათასი ლარია გათვალისწინებული.

ახალციხის მუნიციპალიტეტში არსებული თოჯინების სახელმწიფო თეატრი და დრამატული თეატრი დაფინანსდება 78 ათასი ლარით, რაც პრემიერების დადგმას მოხმარდება. კონკრეტულად, თოჯინების თეატრს 18 ათასი ლარი, სახელმწიფო დრამატულ თეატრს კი 60 ათასი ლარი მოხმარდება. ასევე, გათვალისწინებულია სამუსიკო და სამხატვრო სკოლების სუბსიდიები.

ააიპ ახალციხის ციხის დაფინანსება ადგილობრივი ბიუჯეტიდან მომავალ წელს 400 ათასი ლარით განისაზღვრება.

ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამებისათვის კი ბიუჯეტში 650 ათასი ლარია გათვალისწინებული. რაც გასულ წელთან შედარებით, დაახლოებით, 100 ათასი ლარითაა გაზრდილი. 105 ათასი ლარია განკუთვნილი ჯანდაცვის პროგარმებისთვის.

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისთვის ერთჯერადი დახმარებისთვის 5 ათასი ლარია გამოყოფილი. მზრუნველობამოკლებულთა უფასო სასადილოს დაფინანსება 80 ათასი ლარით არის განსაზღვრული.

სტიქიით დაზარალებულთა ოჯახების სამშენებლო მასალით დახმარების პროგრამისთვის 40 ათასი ლარია გათვალისწინებული. ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დამხარება 16 ათასი ლარით განისაზღვრება. აღნიშნული თანხით მათ აღდგომისა და ახალი წლის დღესასწაულებზე ერთჯერადად ნობათი გადაეცემათ.

ქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტის 20 თეთრიანი ღირებულების შესანარჩუნებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2013 წელს 22 ლარია გამოყოფილი.

ასევე ბიუჯეტში გათვალისწინებულია ასლარიანი დახმარება ყოველ ახალშობილზე, რისთვისაც 36 ათასი ლარია გამოყოფილი. გეგმიური მშობიარობის ხარჯების დაფინანსება მიმდინარე წლისგან განსხვავებით შეიცვალა, 2013 წელს 50 პროცენტით დაფინანსდება, რისთვისაც 120 ათასი ლარია განკუთვნილი. რაც შეეხება გეგმიური საოპერაციო და სასწრაფო-გადაუდებელი ოპერაციებს, ამისთვის 200 ათასი ლარია განსაზღვრული. ორივე შემთხვევაში ოპერაციების 50 პროცენტი დაფინანსდება, თუმცა, გეგმიური ოპერაციის დროს მაქსიმალური ზღვარი არაუმეტეს ათასი ლარი, ხოლო სასწრაფო-გადაუდებელი ოპერაციის შემთხვევაში მაქსიმუმ ორი ათასი ლარი დაფინანსდება.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


18.09.2019 ლევან ბერძენიშვილი ახალციხეში საჯარო ლექციას გამართავს

18.09.2019 ახალქალაქის სკოლებში ოთხ მანდატურს დაამატებენ

17.09.2019 წითელი ყელსახვევების საქმეზე აუდიტმა დასკვნა დადო, თუმცა სკოლებისთვის ცნობილი არ არის

16.09.2019 ‘თავისუფლებაზე ორიენტირებული სწავლება’ - ახალი სკოლის მოდელი

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.09.2019 დღეს მესხეთის თეატრში წარმოდგენას მარჯანიშვილის თეატრი გამართავს

19.09.2019 ახალციხის ცენტრში ნაცემ ქალს ტვინის შერყევა აქვს

19.09.2019 ახალციხეში სოციალურად დაუცველ ოჯახს ადგილობრივები დაეხმარნენ

18.09.2019 ნაცემ ქალს გამოკვლევები უტარდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

19.09.2019 მზეთამზიელი გულნაზი

17.09.2019 სოფელი გულსუნდა – 'წინ კლდეები, უკან მტკვარი' [ფოტო]

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

მსგავს თემაზე

ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 358 ათასი ლარით გაიზარდა
ბორჯომის ბიუჯეტი 10 მილიონ ლარამდე გაიზარდა
2015 წლის ბიუჯეტს არასამთავრობოები ეცნობიან
ასპინძაში მომავალი წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს
ადიგენის ბიუჯეტი ტრანსფერზეა დამოკიდებული
საკრებულომ ბიუჯეტზე არასამთავრობოების კრიტიკა გაითვალისწინა
სამცხე–ჯავახეთში მომავალი წლის ბიუჯეტები დამტკიცდა