FM97.5 / LIVE

‘გზას თუ არ გვიკეთებენ, ‘ვალინკები’ მაინც მოგვცენ’ – პროტესტი დანიელაშვილის ქუჩაზე

მთავარისიახლე, საზოგადოება 07.06.2016
სადარბაზოებში შევარდნილი წყალი, დატბორილი და ატალახებული უბანი – ახალციხეში, დანიელაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს, გაწვიმების ეშინიათ.

‘გზას თუ არ გვიკეთებენ, ‘ვალინკები’ მაინც მოგვცენ’ – პროტესტი დანიელაშვილის ქუჩაზე

წლებია ადგილობრივები ხელისუფლებისგან ქუჩის მოასფალტებას ითხოვენ, თუმცა უშედეგოდ.

„აგერ რამდენიმე დღის წინ იყვნენ მოსული და რავიცი. ვუთხარი ვალინკები მაინც მოგვიტანეთ, გზას თუ არ გვიკეთებთ–მეთქი“, – გვეუბნება დანიელაშვილის ქუჩის ერთ–ერთი მცხოვრები.

აქ გზის შეკეთებას თაობები ალბათ ბოლო 35 წელიწადია ელოდებიან. ამბობენ, რომ მოუწესრიუგებელი გზისა და სანიაღვრე არხის არ არსებობის გამო ყოველი გაწვიმებისას წყალი სადარბაზოსა და სარდაფში შესდით.

„40 წელია აქ ვცხოვრობ და 40 წელია ამ დღეში ვართ. მთელი ქალაქი რომ მოიაროთ, ასეთ ტალახს ვერსად ნახავთ“, – ამბობს დანიელაშვილის ქუჩაზე მცხოვრები ანჟიკ აკოფიანი.

მოსახლეობა ქალაქის მერიისგან ყურადღებას ითხოვს. ამბობენ, რომ თვითმმართველობის არჩევნებამდე მერია პრობლემების მოგვარებას დაჰპირდათ. მათივე თქმით, 120–მა მოსახლემ მერს ხმა ამ დაპირების იმედად მისცა.

„ახლა არჩევნებზე საერთოდ არ მივიდივართ. მიზეზი?! მიზეზი ის არის, რომ ამ პრობლემას არ გვიგვარებენ“, – ამბობენ დანიელაშვილის ქუჩის განაწყენებული მცხოვრებლები.

ახალციხის მერიის საზოგადობასთან ურთიერთობის სამსახურში განმარტავენ, რომ ქალაქის მერიას საპროექტო წინადადება მზად აქვს: „გამოცხადდება ტენდერი და დანიელაშვილის ქუჩაზე ასფალტო–ბეტონის გზა დაიგება“.

თუმცა, როგორც მერიაში ამბობენ, როდის გამოაცხადებენ ტენდერს, ჯერ უცნობია.

‘გზას თუ არ გვიკეთებენ, ‘ვალინკები’ მაინც მოგვცენ’ – პროტესტი დანიელაშვილის ქუჩაზე

‘გზას თუ არ გვიკეთებენ, ‘ვალინკები’ მაინც მოგვცენ’ – პროტესტი დანიელაშვილის ქუჩაზე

‘გზას თუ არ გვიკეთებენ, ‘ვალინკები’ მაინც მოგვცენ’ – პროტესტი დანიელაშვილის ქუჩაზე

‘გზას თუ არ გვიკეთებენ, ‘ვალინკები’ მაინც მოგვცენ’ – პროტესტი დანიელაშვილის ქუჩაზე

‘გზას თუ არ გვიკეთებენ, ‘ვალინკები’ მაინც მოგვცენ’ – პროტესტი დანიელაშვილის ქუჩაზე

[ვარლამ წიკლაური, ახალციხე]


22.02.2020 პირველკლასელთა რეგისტრაცია მარტში დაიწყება

21.02.2020 სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტმა ავტორიზაცია გაიარა

19.02.2020 შრომატევადი და დაძლეული საქმე - მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლები სამცხე-ჯავახეთიდან

13.02.2020 ჟვანიას სკოლამ ახალციხეში 'სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის' კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.02.2020 ფარავანჰესის დაცლის გამო, მდინარის სიახლოვეს გადაადგილება აიკრძალა

23.02.2020 ‘ტაო’ ქუთაისის ‘არესს’ შეხვდა

23.02.2020 მთავრობა ირანთან ფრენებს აუქმებს

23.02.2020 ‘რაც საჭირო იქნება, გავაკეთებთ’ - პრემიერი ირანთან ფრენების შეზღუდვაზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

15.02.2020 თისელის ამბებს გიყვებით [ფოტო]

14.02.2020 გორგული – გორებს შორის მოქცეული სოფლის ისტორია [ფოტო/ვიდეო]

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

‘არჩევნებზე ხმას არ ვაღირსებთ’ - დატბორილი დანიელაშვილის ქუჩა [Photo]
დანიელაშვილის ქუჩას ვენეციას ადარებენ
ახალციხეში, დანიელაშვილის ქუჩაზე სახლები დაიტბორა
დანიელაშვილის ქუჩაზე ალვის ხეებს მოჭრიან
დანიელაშვილის ქუჩაზე მცხოვრებლებს გაწვიმების ეშინიათ [Photo]
დანიელაშვილის ქუჩაზე ალვის ხეებს ჭრიან
დანიელაშვილის ქუჩაზე მცხოვრებ 50-მდე ოჯახს საფრთხე ემუქრება