FM97.5 / LIVE

მოსალოდნელმა მიწისძვრამ ახალციხელებიც შეაშინა [Video]

მთავარისაზოგადოება 26.12.2012
გავრცელებული ინფორმაციით საქართველოში 2-დან 3 საათამდე ძლიერი მიწისძვრა იყო მოსალოდნელი, რამაც მოსახლეობაში პანიკა გამოიწვია

მოსალოდნელმა მიწისძვრამ ახალციხელებიც შეაშინა [Video]

სეისმოლოგების განმარტებით წინასწარ მიწისძვრის პროგნოზირება შეუძლებელია, ამდენად, პანიკის საფუძველი არ არსებობს. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციამ მოსახელობაში პანიკა მაინც გამოიწვია. რის გამოც ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებიდან მშობლებმა ბავშვები გამოიყვანეს. სასწავლო პროცესი ჩაიშალა ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტშიც.

- “ლექციების მსვლელობის დროს, ერთ-ერთმა ჩემმა კურსელმა საჯაროდ გააკეთა განცხადება, რომ მოსალოდნელი იყო ძლიერი მიწისძვრა, ამიტომ უნივერსიტეტის შენობა დავტოვეთ”, - ამბობს სტუდენტი ლანა ლონდარიძე.

გავრცელებული ინფრომაციის გამო შენობებიდან გამოვიდნენ სხვადასხვა საჯარო დაწესებულების თანამშრომლებიც. ხალხმრავლობა იყო ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზეც.

- “გვითხრეს, რომ მოსალოდნელი იყო ძლიერი მიწისძვრა, ამიტომ შენობა დაგვატოვებინეს, დღეს სასწავლო პროცესიც ჩიაშალა”, - ამბობს ია დალალიშვილი.

შეგახსენებთ, რომ მოსალოდნელი მიწისძვრის შესახებ ინფრომაცია ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ გაავრცელა. ვარაუდობდნენ, რომ 14:00-15:00 საათამდე საქართველოს მაშტაბით ძლიერი მიწისძვრა იყო მოსალოდნელი. თუმცა, აღმოჩნდა, რომ აღნიშნული ინფრომაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდა. მაგრამ მოსახლეობაში პანიკა ერთი საათის შმდეგაც იგრძნობოდა.



[ნინო გოგოლაძე, ახალციხე]


18.10.2019 ბორჯომელი ბაკურ გელაშვილი საქართველოში ოთხ საუკეთესო მასწავლებელს შორის მოხვდა

18.10.2019 ზარზმაში საჯარო სკოლა გაიხსნა

17.10.2019 განათლების სამინისტრო ესეების კონკურსს აცხადებს

16.10.2019 სამცხე-ჯავახეთში კომპიუტერი 200–მდე წარჩინებულ მოსწავლეს გადაეცემა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.10.2019 ევროპა მაგარია! სოციალური რეკლამა [ვიდეო]

21.10.2019 ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე მძლეოსნობაში შეჯიბრი მიმდინარეობს

20.10.2019 ზაკის სკოლის მასწავლებელი: სამინისტრო საქვაბის მშენებლობაზე ნებართვის გაცემას აჭიანურებს

20.10.2019 ბორჯომში ანსამბლ 'ადილეის' კონცერტი გაიმართება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

მსგავს თემაზე

პანიკის საფუძველი არ არსებობს
მიწისძვრა საქართველოში 5.9 მაგნიტუდას უტოლდება
ახალციხეში 4.3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
საქართველოში 5.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოს საზღვართან, სომხეთის ტერიტორიაზე მიწისძვრა მოხდა
17 ნოემბერს საქართველოში ძლიერი წვიმა და ქარბუქია მოსალოდნელი