FM97.5 / LIVE

მუსლიმ მოქალაქეს ადიგენის საკრებულომ მიწა არ დაურეგისტრირა

მთავარისიახლე, სამართალი 06.06.2016
სოფელ ჭელის მცხოვრებს, იური ჯიმშერაძეს, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებლომ მიწის ნაკვეთის რეგისტრაციაზე უარი უთხრა.

მუსლიმ მოქალაქეს ადიგენის საკრებულომ მიწა არ დაურეგისტრირა

იური ჯიმშერაძეს ადიგენის საკრებულომ საბოლოო გადაწყვეტილება დღეს, 6 ივნისს აცნობა.

როგორც ჯიმშერაძე აცხადებს, მისი საცხოვრებელი სახლის მომიჯნავედ, მიწის ნაკვეთი, რომელსაც წლების განმავლობაში იყენებდა, საკრებულომ არ დაურეგისტრირა. წარმომადგენლობით ორგანოში კონკრეტული მიზეზი არ აუხსნიათ.

„გაურკვეველი მიზეზების გამო მიწა წამართვეს“, – ამბობს იური ჯიმშერაძე.

ჯიმშერაძე ამბობს, რომ საკრებულოს წევრები სოფელში ვითარების გასარკვევად არც ასულან, როგორც ამას 17 მაისს, კომისიის სხდომაზე დაჰპირდნენ: „ამდენი ხანია, განცხადება შეტანილი მაქვს მიწის თაობაზე და ერთხელ არ გამოჩენილან სოფელში. ეს გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღეს“.

იური ჯიმშერაძე ფიქრობს, რომ საკრებულომ ეს გადაწყვეტილება მისი პოლიტიკური და რელიგიური შეხედულებების გამო მიიღო: „ეს არის მეცამეტე რაიონი, აქ კანონები და სამართალი არ მოქმედებს, აქ მოქმედებს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების სიძულვილი“.

მუსლიმი მოქალქე ადიგენში დარჩენასა და მიწს ნაკვეთის დასაბრუნებლად ბრძოლას აღარ აპირებს: „სხვა გზა აღარ დამიტოვეს, ამითი მიზანი ჩემი განადგურებაა, ავდგები და წავალ აქედან. ხულოში სახლის ნანგრევები მაქვს, იმას აღვადგენ და ვიცხოვრებ ჩემს ოჯახთან ერთად“.
ადიგენის საკრებულოში, განგვიმარტეს, რომ ერთადერთი მიზეზი, რატომაც ჯიმშერაძეს მიწის ნაკვეთი არ დაურეგისტრირეს, ადგილობრივების მოთხოვნაა.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგლის განმარტებით, რამდენიმე დღის წინ, ადგილობრივებისგან მათ კიდევ ერთი წერილობითი განცხადება მიიღეს, სადაც ისინი ტერიტორიაზე საფეხბურთო მოედნის მოწყობას ითხოვდნენ.

„31 კაცი აწერდა ხელს და კატეგორიულად მოითხოვდა ტერიტორიაზე მოედნის გაკეთებას, რა ჩვენი ბარლია. ჩვენ ჯიმშერაძეს ხალხთან კომუნიკაცია შევთვაზეთ, მაგრამ ვერ მოახერხა მათთან დალაპარაკება, ახლა თავის თავს დააბრალოს“, -განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თამაზ ძაძამიამ.

ჭელის მკვიდრამა, იური ჯიმშერაძემ, ადგილობრივ თვითმართველობას მიწის ნაკვეთის დასარეგისტრირებლად ცხრა თვის წინ მიმართა, თუმცა მისივე თქმით, საკრებულომ საკითხის განხილვა, მხოლოდ რვა თვის შემდეგ დაიწყო.

ჯიმშერაძე ამბობს, რომ მიწის ნაკვეთს 1980 წლიდან ამუშავებდა და ეს მისი ოჯახის შემოსავლის ერთ-ერთი წყარო იყო.

[ლუბა გიორგაძე, ადიგენი]


06.04.2020 ‘ეროვნული გამოცდის ფორმატი ან თარიღი არ შეიცვლება’ - მინისტრი

30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

08.04.2020 ბორჯომში ბაზარი და ხილ–ბოსტნეულის მაღაზიები დაიკეტა

08.04.2020 ‘ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მომართვიანობა 25%-ით გაიზარდა’ – NGO ახალციხეში

08.04.2020 ქართული წარმოების პირბადეების გაყიდვა იწყება – რა ფასად და სად შეიძენთ

07.04.2020 დაიხურება თუ არა ახალციხის ბაზარი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

იური ჯიმშერაძემ სასამართლოდან სარჩელი უკან გამოიხმო
იური ჯიმშერაძის სარჩელი საკრებულოს წინააღმდეგ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა
დავა მიწის ნაკვეთზე მუსლიმ მოქალაქესა და საკრებულოს შორის
იური ჯიმშერაძე სადავო მიწაზე სასამართლოში მეორედ ჩივის
ადიგენის გამგებელს თანამშრომლების რელიგიური ნიშნით შერჩევაში ადანაშაულებენ
‘ადგილი უკანონოდ გამოუყვეს, მაგისი სიძე დეპუტატია’ – დავა მიწის ნაკვეთის გამო
ადიგენის საკრებულომ ოპოზიციას ფრაქციის შექმნაზე უარი უთხრა