FM97.5 / LIVE

საქართველომ დამოუკიდებლობის დღე იზეიმა [R]

მთავარისიახლე, რეკლამა 06.06.2016
„ეს დღე ჩვენია და ყოველ 26 მაისს ყველანი ერთად ვეტყვით არას ოკუპაციას, ვიდრე ამის საჭიროება იქნება", – თინათინ ხიდაშელი.

საქართველომ დამოუკიდებლობის დღე იზეიმა [R]

26 მაისს საქართველომ დამოუკიდებლობის დღე ოცდამეხუთედ აღნიშნა. 432-მა კურსდამთავრებულმა საზეიმო ფიცი წელს, პირველად, თბილისის გარდა საქართველოს ხუთ რეგიონში, კახეთში, სამეგრელოში, სამცხე-ჯავახეთში, იმერეთსა და აჭარაში დადო. საქართველოს უმაღლეს მთავარსარდალს პატაკი გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ ჩააბარა.

თბილისში ფიცის დადების ცერემონიალში წელს, ასევე პირველად, საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელ ორკესტრთან ერთად დიდი ბრიტანეთის საპარაშუტო-სადესანტო პოლკის, აშშ-ის საჰაერო ძალების და ლატვიის შეიარაღებული ძალების ეროვნული ორკესტრები მონაწილეობდნენ.

საქართველოს მოსახლეობას და შეიარაღებულ ძალებს დამოუკიდებლობის დღე ქვეყნის პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მიულოცეს.

ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას და საქართველოს მოსახლეობას სიტყვით საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მიმართა. თინათინ ხიდაშელმა ყურადღება ეროვნული დღესასწაულის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

„26 მაისი ჩვენია და დღევანდელი დღესასწაული, უპირველესად, იმ ქალების და კაცების, იმ ჯარისკაცების და მოქალაქეების დამსახურებაა, რომელთა თავგანწირვის შესახებ დიდი ხნის განმავლობაში მოვუყვებით ჩვენს შვილებს. ეს დღე ჩვენია და ყოველ 26 მაისს ყველანი ერთად ვეტყვით „არას“ ოკუპაციას, ვიდრე ამის საჭიროება იქნება. „არას“ ვეტყვით პროპაგანდას, ფუჭ ნოსტალგიებს, აგრესიას და უახლეს ტრაგიკულ წარსულს. ეს დღე ჩვენია და ყოველ 26 მაისს ყველანი ერთად დავამტკიცებთ ჩვენი ქვეყნის ერთგულებას, ყოველთვის, როცა ამის საჭიროება იქნება... ჩვენ ვიბრძოლებთ ძლიერი, უკეთესი, ბედნიერი და ევროპული საქართველოსთვის, _ განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

მინისტრმა განსაკუთრებული მადლობა ქართველ ჯარისკაცებს და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეებს გადაუხადა: „დღეს, პირველად, აქ დგას ნატოს ქართული ასეული და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო ისტორიული მომენტი, რომელიც ჩვენს ბუნებრივ ისტორიულ ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ოჯახში დაგვაბრუნებს. მე განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა ამ ბიჭებს, ამ მიღწევისთვის, ამ შესაძლებლობისთვის და ამ სტატუსისთვის, რომელიც სულ უფრო გვაახლოებს ევროპულ საქართველოსთან.”

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თბილისში თავისუფლების მოედანზე სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა მოეწყო. მათ შორის იყო აშშ-ის შეიარაღებული ძალების მთავარი საბრძოლო ტანკი „აბრამსი“ და ქვეითთა საბრძოლო მანქანა „ბრედლი. სამხედრო ტექნიკა ასევე გამოიფინა თელავში, მარნეულში, მცხეთაში, გორში, ახალციხეში, ფოთში, ზუგდიდსა და ბათუმში. ხოლო რუსთავში, ფეხბურთის სტადიონზე სამხედრო ტექნიკის გამოფენის პარალელურად, მოსახლეობას შესაძლებლობა ჰქონდა, ბრიტანელი სამხედროების ავიაშოუსთვის ედევნებინა თვალი.

ოფიციალური ცერემონიალის დასრულების შემდეგ თავდაცვის მინისტრმა თბილისის ცენტრალურ უბანში გამართული საზეიმო ღონისძიებები დაათვალიერა, მოსახლეობას შეხვდა და რუსთაველის გამზირზე შეკრებილ საზოგადოებას დამოუკიდებლობის დღე პირადად მიულოცა.

„ყველას ვულოცავ და რაც შეიძლება სწრაფად დამდგარიყოს ის დღე ჩვენს ქვეყანაში, როდესაც მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა იქნება ბედნიერი, იქნება წარმატებული, იქნება დასაქმებული და ქვეყანა იქნება უსაფრთხო", – განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

[sknews.ge]


22.10.2019 სახალხო დამცველის შეხვედრა ახალციხის უნივერსიტეტში

22.10.2019 FLEX - ის გაცვლით პროგრამაში მოსახვედრად სამცხე–ჯავახეთიდან 83 მოსწავლე იბრძვის

18.10.2019 ბორჯომელი ბაკურ გელაშვილი საქართველოში ოთხ საუკეთესო მასწავლებელს შორის მოხვდა

18.10.2019 ზარზმაში საჯარო სკოლა გაიხსნა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.10.2019 ‘საპნის ყიდვასაც რექტორთან ვათანხმებდით’ - ობსერვატორიის თანამშრომლები ილიაუნზე

22.10.2019 ნინო ლომჯარია ახალციხეში განსახლებულ დევნილებს შეხვდა

22.10.2019 7 თვეში სამცხე–ჯავახეთში საპენსიო სისტემა 4 720 ადამიანმა დატოვა

22.10.2019 ნიჯგორში აღადგენენ გზას, რომელიც წყლის სისტემის მშენებლობისას დაზიანდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

მსგავს თემაზე

საქართველოს შეიარაღებული ძალები 25 წლისაა [R]
Noble Partner 2016 -ის  გახსნა [R]
ვარძიაში ახალწვეულებმა სამხედრო ფიცი დადეს [Video]
15 მარტს  საქართველოში ქართული არტილერიის დღე აღინიშნა
დამოუკიდებლობის დღეს  ვარძიაში წვევამდელების ფიცის დადების ცერემონია გაიმართება
ახალციხეში ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრის კურსდამთავრებულებს დიპლომები გადასცეს
ორფოლოში მრავალეროვნული სწავლება „Agile Spirit 2016“ დასრულდა[Photo]