FM97.5 / LIVE

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართვა ნებისმიერ პაციენტს შეეძლება

მთავარისიახლე, საზოგადოება 06.06.2016
10 ივნისიდან C ჰეპატიტის პროგრამაში ჩართვის კრიტერიუმები უქმდება. ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, საქართველოში C ჰეპატიტით დაავადებული აბსოლუტურად ყველა ადამიანი მკურნალობის დაუყოვნებლივ დაწყებას შეძლებს. -

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართვა ნებისმიერ პაციენტს შეეძლება
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დღემდე ეს მხოლოდ მძიმე დაავადების ნიშნების მქონე პაციენტებისთვის იყო ხელმისაწვდომი და მიღწეულია მნიშვნელოვანი შედეგი, რომელიც დავით სერგეენკოს და მთელი მისი გუნდის ძალიან დიდი შრომის შედეგია.

„მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ ამ მართლაც მნიშვნელოვანი შედეგისთვის.პროგრამის დაწყებიდან დღემდე, მკურნალობის პროცესში 10 ათასზე მეტი პაციენტიაჩართული და ასევე ძალიან დადებითია ის, რომ განკურნებული ადამიანების მაჩვენებელითანდათან უფრო მატულობს. ნამდვილად მისასალმებელია, რომ საქართველოში,შესაძლებელია C ჰეპატიტი მთლიანად იქნას დაძლეული. მკურნალობის თითქმისაბსოლუტური მაჩვენებელია და ვფიქრობ, ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოსშედეგია”, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, კიდევ ერთი სიახლეა ის, რომ თუ აქამდე პაციენტს განაცხადის შეტანიდან მკურნალობის დაწყებამდე საშუალოდ ორი თვე სჭირდებოდა, ეს პროცესი ორ კვირამდე შემცირდება.

„პოზიტიური სიახლეა ისიც, რომ თუკი არსებული კონტრაქტი პირველ ეტაპზე ითვალისწინებდა მხოლოდ 5 000 ყველაზე მძიმე მდგომარეობის მქონე პაციენტის მკურნალობას და შემდგომ წელიწადში 20 000 პაციენტის მკურნალობას, ეს პროცესი უკვე შეიცვალა. 5001-ე პაციენტმა ჯერ კიდევ შარშან, ნოემბერში მიიღო მკურნალობა. დღეის მდგომარეობით, პროგრამაში 9 000-ზე მეტი პაციენტია ჩართული, ანუ რეალურად მეორე ფაზა უკვე ნოემბერში დაიწყო“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

პროგრამაში ჩასართავად პაციენტებმა უნდა მიმართონ C ჰეპატიტის სერვის ცენტრს ან სოციალური მომსახურების სააგენტოს ოფისებს.

[sknews.ge]


12.11.2018 ლია გიგაური ახალციხეში სტუდენტებს სამოქალაქო ინტეგრაციის შესახებ ესაუბრა

12.11.2018 ეროვნული გამოცდების ტესტების ფორმატი იცვლება

06.11.2018 სან დიეგოს უნივერსიტეტის წარმომადგენლები ახალციხეში უფროსკლასელებს შეხვდნენ

05.11.2018 რა პრობლემების მოგვარება სთხოვეს უნივერსიტეტის რექტორს სტუდენტებმა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.11.2018 აბასთუმნის ტუბსაავადმყოფოს ახალი დირექტორი ჰყავს

12.11.2018 ახალციხელი ბექა ბერძენიშვილი სამბოში მსოფლიო ვიცე–ჩემპიონი გახდა

11.11.2018 ადიგენში სერაპიონ ზარზმელის დღე იზეიმეს [Video, Photo]

11.11.2018 აწყურთან ავარიისას დაშავებული ორი პაციენტი საავადმყოფოდან გაეწერა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

დღეიდან C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართვა ნებისმიერს შეუძლია
ახალი პრეპარატი C ჰეპატიტის წინააღმდეგ
C ჰეპატიტის მკურნალობის მსურველთათვის რეგისტრაცია იწყება
ხვალ 34 პაციენტი C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტს მიიღებს
სამშობიარო, რომელსაც წელიწადში 500 მშობიარეზე ნაკლები ჰყავს, ჯანდაცვის პროგრამაში ვერ ჩაერთვება
საქართველოში C ჰეპატიტის ახალი კამპანია „STOP C“ იწყება
პრემიერი: მომავალი 4 წლის განმავლობაში საქართველოში C ჰეპატიტი აღმოიფხვრება