FM97.5 / LIVE

თავდაცვის სამინისტროს შეთავაზება ახალგაზრდებს! [R]

მთავარისიახლე, რეკლამა 06.06.2016
საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მიღება დაიწყო

თავდაცვის სამინისტროს შეთავაზება ახალგაზრდებს! [R]

თუ ხართ წვევამდელი ან 18-დან 35-წლამდე ახალგაზრდა და გავლილი გაქვთ სამხედრო სავალდებულო ან სამხედრო საკონტრაქტო სამსახური, თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთ შანსს გთავაზობთ, გახდეთ საქართველოს ჯარისკაცი და ღირსეულად ემსახუროთ ქვეყანას; შეიქმნათ სამხედრო კარიერა და მიიღოთ მაღალი თანამდებობრივი სარგო წოდების, თანამდებობისა და სამხედრო სტაჟის გათვალისწინებით.

2016წლის 31 მაისიდან შეიარაღებულ ძალებში თავდაცვის სამინისტრო იწვევს მოქალაქეებს და მათ საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის გავლას სთავაზობს.

საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში კანდიდატები 4-წლიანი კონტრაქტით მიიღებიან. კონტრაქტორის ხელფასი 950 ლარს შეადგენს. სამხედრო საკონტრაქტო სამსახურში მყოფი პირის თანამდებობრივი სარგოს რაოდენობა იზრდება წოდების, თანამდებობისა და სამხედრო სტაჟის გათვალისწინებით.

ისინი უზრუნველყოფილნი იქნებიან თანამედროვე აღჭურვილობით, მაღალი დონის უფასო სამედიცინო მომსახურებით, ასევე მათი და მათი ოჯახების სოციალური და სამართლებრივი დაცვით.

საკონტრაქტო სამხედრო სამსახური კარიერული ზრდის საშუალებასაც იძლევა. სამხედრო მოსამსახურეს ასევე შეუძლია პროფესიული მომზადების დონე უცხოელი და ქართველი ინსტრუქტორების დახმარებით აიმაღლოს, აითვისოს უცხო ენა და მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო ოპერაციებში.

იმისთვის, რომ გახდეს რეკრუტი, მოქალაქე აბარებს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ტესტს; ასევე გადის სამხედრო სამედიცინო კომისიას. რეკრუტი ირიცხება საწყისი საბრძოლო მომზადების 10-კვირიან კურსზე (Bჩთ –Bასიც ჩომბატ თრაინინგ). შერჩეული კანდიდატებისთვის საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი დაიწყება 2016 წლის 19 სექტემბერს. სპეციალურ პროგრამაზე ჩარიცხვის დღიდან რეკრუტი უზრუნველყოფილია კვებით, სამხედრო ფორმით (საველე აღჭურვილობით), სამედიცინო და საყოფაცხოვრებო მომსახურებითა და განთავსებით.

10-კვირიანი კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში რეკრუტი ქვედანაყოფში თანამდებობაზე ინიშნება.

საწყისი საბრძოლო მომზადების სპეციალურ კურსზე რეკრუტი ელემენტარულ სამხედრო უნარ-ჩვევებს ეუფლება და მომზადებას სამხედრო დისციპლინებში გადის.

საბუთების მიღება წარმოებს 2016 წლის 31 მაისიდან, 10:00 საათიდან 14:00 საათამდე, ეროვნულ სასწავლო ცენტრ "კრწანისში“. მისამართი: გარდაბნის რაიონი, სოფელი კრწანისი

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომრებზე: ტელ: 595 050685; 595 050673.

განცხადების ჩაბარებისას მოქალაქემ თან უნდა იქონიოს:

1. პირადობის მოწმობა (დედანი და ასლი);
2. ფოტოსურათი 3X4 _ 2 ცალი;
3. სამხედრო ბილეთის ან მიწერის მოწმობის ასლი;
4. ჯანმრთელობის ცნობა;
5. სპორტული ფორმა (ფეხსაცმელი);

საკონტრაქტო სამსახურისათვის კანდიდატების შერჩევის პერიოდში მოქალაქეს აქვს კანდიდატის სტატუსი, რომლის დროსაც წარმოადგენს საბუთებს პირადი საქმის შესადგენად:

1. ნამსახურების ნუსხა (გაიცემა სამხედრო განყოფილებაში);
2. გასაწვევი პირის განცხადება;
3. ანკეტა (შეივსება სამხედრო განყოფილებაში);
4. ავტობიოგრაფია (ხელნაწერი და დაბეჭდილი);
5. დაბადების მოწმობის ასლი;
6. პირადობის მოწმობის ასლი;
7. განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის მოწმობის ასლი;
8. ქორწინების (განქორწინების) მოწმობის ასლი;
9. შვილების დაბადების მოწმობის ასლი;
10. ოჯახის წევრების პირადობის მოწმობის ასლები;
11. მართვის მოწმობის ასლი (არსებობის შემთხვევაში);
12. ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (სამხედრო ჰოსპიტლის მიერ გაცემული);
13. ცნობა პროფილაქტიკური აცრების შესახებ (,MMR _ წითელა, წითურა, ყბაყურა: თD-ტეტანუსი-დიფტერია);
14. ცნობა ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ (ლაბორატორიულად შემოწმებული);
15. ცნობა ნასამართლობის შესახებ;
16. ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან (სახელმწიფო გასაცემლების შესახებ);
17. შრომის წიგნაკის ასლი (არსებობის შემთხვევაში);
18. მიღებული სერტიფიკატის ასლი;
19. სამხედო ბილეთი ან წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობა (ასლი და დედანი);
20. ფოტოსურათი 3X4 _ 4 ცალი (ფერადი და ელექტრონული ვერსია CD).

[sknews.ge]


14.10.2019 ნანა მასწავლებელი

14.10.2019 მასწავლებლობის მაძიებელთათვის რეგისტრაცია დაიწყო

11.10.2019 ბორჯომში სკოლა 58–მა მასწავლებელმა დატოვა

07.10.2019 პენსიონერი მასწავლებლები ახალციხის მერიამ დაასაჩუქრა [ფოტო]

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

15.10.2019 რამდენმა მასწავლებელმა დატოვა სკოლა სამცხე–ჯავახეთში?

15.10.2019 ცხაურის გარეშე დარჩენილი სანიაღვრე არხი ახალციხეში [ფოტო]

15.10.2019 ახალციხეში ცენტრალური ქუჩების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს ®

15.10.2019 აწყვიტაში ლოდების ჩამოცვენის საკითხს მერია სწავლობს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

30.09.2019 'ახალციხელი წიქარა' - გურამ სუდაძის ხელნაკეთი ტრაიციკლი

მსგავს თემაზე

შეიარაღებულ ძალებში წვევამდელების მიღება განახლებული წესით დაიწყო
  სამხედრო საკონტრაქტო მოსამსახურეებს ქართველი და ამერიკელი ინსტრუქტორები   გაწვრთნიან
საინფორმაციო კამპანია საკონტრაქტო სამსახურის შესახებ
ახალციხეში რეკრუტების საბრძოლო მომზადების კურსის გამოშვების ცერემონია გაიმართა
თავდაცვის სამინისტრო სამხედრო  სავალდებულო სამსახურში აღარ გაიწვევს
სავალდებულო სამხედრო სამსახურის არგავლის გამო შესაძლოა, საჯარო სამსახურში დასაქმება შეიზღუდოს
სამხედრო სამსახურში საშემოდგომო გაწვევა დაიწყო