FM97.5 / LIVE

სახურავის საქმეზე მსჯავრდებულთან საპროცესო გაფორმდა

მთავარისიახლე, სამართალი 06.06.2016
შპს „სამცხე XXI“-ს ხელმძღვანელს გურამ ფარცახაშვილსა პროკურატურას შორის საპროცესო გარიგება შედგა;

სახურავის საქმეზე მსჯავრდებულთან საპროცესო გაფორმდა

შპს „სამცხე XXI“-ს ხელმძღვანელმა გურამ ფარცახაშვილმა, რომელსაც გამოძიება 33 400 ლარის მითვისებას ედავებოდა და პატიმრობა 8 წლით ჰონდა მისჯილი, ბრალი აღიარა.

საპროცესო გარიგების მიხედვით, ფარცახაშვილს პატიმრობა 2 წლითა და ექვსი თვით, ასევე, პირობითი მსჯავრი 6 წლით მიესაჯა; გარდა ამისა მას ჯარიმა 5 000 ლარი დაეკისრა.

საპროცესო გარიგება ფარცახაშვილთან იმ ეტაპზე გაფრომდა, როცა საქმეს სააპელაციო სასამართლო იხილავდა. გარიგება ბრალდების მხარესა და მას შორის 20 მაისს გაფორმდა.

შეგახსენებთ, ფარცახაშვილის საქმე ახალციხეში, ასპინძის ქუჩა N28–ში მდებარე კორპუსის სახურავის შეკეთების სამუშაოებს ეხებოდა.

გურამ ფარცახაშვილი და ასევე, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის ყოფილი სპეციალისტები რევაზ მერაბიშვილი და გიორგი ქასრაშვილი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა 2014 წლის 11 აპრილს დააკავა.

საქმის მასალების მიხედვით, 2013 წლის 17 ივლისს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გამოცხადებულ ელექტრონული ტენდერში ქ. ახალციხეში საცხოვრებელი კორპუსის სახურავების სარემონტო სამუშაოების შესრულებაზე, გამარჯვებულად გამოცხადდა შპს „სამცხე XXI.”. ტენდერის პირობების თანახმად, შესრულებულ სამუშაოებზე კონტროლი ევალებოდა ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის განყოფილების სპეციალისტებს, რევაზ მერაბიშვილსა და გიორგი ქასრაშვილს, რომლებმაც შეადგინეს ყალბი მონაცემების ამსახველი სამუშაოების მიღება-ჩაბარებისა და შესრულებული სამუშაოების აქტები, სადაც არ იქნა ასახული შესრულებული სამუშაოს შესახებ რეალური მონაცემები, რომლის საფუძველზეც შესრულებულად ნაჩვენები იქნა 54 800 ლარის სამუშაოები, ხოლო ფაქტობრივად კი საწარმოს დირექტორის გიორგი ფარცახაშვილის მიერ მითვისებული იქნა 33 400 ლარი.

აღნიშნულ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე, 341 და 182-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7 დან 11 წლამდე.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.11.2019 ‘მე ვირჩევ თანასწორობას’ - საინფორმაციო კამპანია სამცხე-ჯავახეთში

20.11.2019 ბაღინაშვილის ქუჩის მოსახლეობა გზის რეაბილიტაციას ითხოვს

20.11.2019 ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებს ორი ახალი კოტეჯი დაემატა

20.11.2019 ახალციხის მერია საახალწლოდ ტკბილეულს შეიძენს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სახურავის საქმის მთავარ ბრალდებულს 8–წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს და დარბაზში დააპატიმრეს
საფინანსო პოლიცია ფარცახაშვილს 33 400 ლარის მითვისებას ედავება
სახურავის საქმეზე მსჯავრდებულის ადვოკატი განაჩენს გაასაჩივრებს
სასამართლომ ახალციხის გამგეობის ყოფილი თანამშრომლები 1700 ლარით დააჯარიმა
სააპელაციო სასამართლო სახურავის საქმეს იხილავს
გამგეობის ყოფილი თანამშრომლების განაჩენს დაცვის მხარე ასაჩივრებს
გამგეობის ყოფილი სპეციალისტები განაჩენის მოლოდინში