FM97.5 / LIVE

ბორჯომში იუსტიციის სახლი გაიხსნა

მთავარისიახლე, საზოგადოება 05.06.2016
იუსტიციის სახლის 400-მდე სერვისით სარგებლობა უკვე ბორჯომელებსაც შეუძლიათ. რიგით მეჩვიდმეტე ფილიალი ბორჯომში იუსტიციის მინისტრმა გახსნა.

ბორჯომში იუსტიციის სახლი გაიხსნა
ბორჯომის იუსტიციის სახლის გახსნის საზეიმო ღონისძიება 4 ივნისს, საღამოს 19:00 საათიდან დაიწყო. ოფიციალურ სტუმრებთან ერთად ცერემონიალს ბორჯომელები და ქალაქის სტუმრები დაესწრნენ. დღესასწაულის მონაწილეებმა შთამბეჭდავი საზეიმო პროგრამა იხილეს: მიმდებარე ტერიტორია ყვავილების ინსტალაციით მოირთო, გაიმართა კონცერტი თბილისის „ბიგ-ბენდისა“ და ცნობილი შემსრულებლების მონაწილეობით; ასევე, გაიმართა სპეციალური ღონისძიებები ბავშვებისთვის. საღამო ულამაზესი ფოიერვერკით დასრულდა.

ბორჯომის იუსტიციის სახლი 800 კვადრატულ მეტრს მოიცავს და ცენტრალური პარკის მთავარ შესასვლელთან მდებარეობს. მისი მშენებლობა ტენდერით შერჩეულმა კომპანია „ორნამენტმა“ განახორციელა.

ბორჯომის იუსტიციის სახლი ბოლო ორი წლის განმავლობაში აშენებული მეხუთე ფილიალია. 2014 წლიდან დღემდე უკვე აშენდა და გაიხსნა ზუგდიდის, ფოთის, თიანეთისა და ყაზბეგის იუსტიციის სახლები. მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლომდე დაგეგმილია საქართველოს კიდევ 3 ქალაქში – ონში, ახალქალაქსა და ლაგოდეხში.

იუსტიციის სახლის გახსნის ღონისძიებას ბორჯომში დაესწრნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, თვითმმართველობის წევრები; დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო მისიების, ბიზნესსექტორისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

[sknews.ge]


22.10.2019 სახალხო დამცველის შეხვედრა ახალციხის უნივერსიტეტში

22.10.2019 FLEX - ის გაცვლით პროგრამაში მოსახვედრად სამცხე–ჯავახეთიდან 83 მოსწავლე იბრძვის

18.10.2019 ბორჯომელი ბაკურ გელაშვილი საქართველოში ოთხ საუკეთესო მასწავლებელს შორის მოხვდა

18.10.2019 ზარზმაში საჯარო სკოლა გაიხსნა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.10.2019 ‘საპნის ყიდვასაც რექტორთან ვათანხმებდით’ - ობსერვატორიის თანამშრომლები ილიაუნზე

22.10.2019 ნინო ლომჯარია ახალციხეში განსახლებულ დევნილებს შეხვდა

22.10.2019 7 თვეში სამცხე–ჯავახეთში საპენსიო სისტემა 4 720 ადამიანმა დატოვა

22.10.2019 ნიჯგორში აღადგენენ გზას, რომელიც წყლის სისტემის მშენებლობისას დაზიანდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

მსგავს თემაზე

ახალქალაქში იუსტიციის სახლი გაიხსნა
ბორჯომში იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო
ბორჯომსა და ახალქალაქში იუსტიციის სახლის ფილიალები აშენდება
ბორჯომში იუსტიციის სახლის გახსნის საზეიმო ცერემონია [Photo]
დღის ფოტო: იუსტიციის სახლი ბორჯომში [Photo]
ახალქალაქში იუსტიციის სახლის მშენებლობა სრულდება
გადავადებული გახსნა