FM97.5 / LIVE

პანიკის საფუძველი არ არსებობს

მთავარისაზოგადოება 26.12.2012
წინასწარ მიწისძვრის პროგნოზირება შეუძლებელია, ამდენად, პანიკის საფუძველი არ არსებობს.

პანიკის საფუძველი არ არსებობს
ამის შესახებ გამოცემა ”ნეტგაზეთს” ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმოლოგიურ ცენტრში განუცხადეს.

”გთხოვთ, დაგვეხმარეთ და გაავრცელეთ ინფორმაცია, რომ შეუძლებელია წინასწარ მოსალოდნელი მიწისძვრის შესახებ ინფორმაციის მოპოვება. ეს რომ წინასწარ გვცოდნოდა, გუშინ რომ მოხდებოდა მიწისძვრა, გუშინაც გავავრცელებდით ამ ინფორმაციას," - უთხრეს "ნეტგაზეთს" სეისმოლოგიურ ცენტრში.

მათივე ცნობით, განმეორებითი ბიძგები შეიძლება დაფიქსირდეს, ან შეიძლება აღარც განმეორდეს.

დღეს, დაახლოებით ნახევარი საათის წინ ახალციხეში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 2-დან 3 საათამდე მოსალოდნელია ძლიერი მიწისძვრა.

”სამხრეთის კარიბჭეს” ერთ-ერთ საბავშო ბაღიდან აცნობეს, რომ მშობლებმა ბავშვები ბაღებიდან გაიყვანეს. პანიკაა სამსახურებში, სკოლებსა და უნივერსიტეტში. ამ წუთებში თითქმის ყველა ამ დაწესებულებიდან პერსონალი ქუჩაშია გამოსული.

პანიკის საფუძველი არ არსებობს

”არ ვიცი ვნ გაავრცელა ეს ინფორმაცია, ვიღაც ერთობა და ქმნის პანიკას, ჩვენ მსგავსი განცხადება არ გაგვიკეთებია. ვთხოვთ, დახმარებას ჟურნალისტებს, ყველაზე მეტად თქვენ შეგიძლიათ გააგებინოთ ხალხს, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს. მიწისძვრა ხდება ყოველდღე და თუ კი დავპანიკდებით, მაშინ ვერც სკოლაში ვივლით და ვერც ბაღში და ვიცხოვროთ ქუჩაში. ძლიერი მიწისძვრის პროგნოზირება არ ხდება," - განუცხადა გამოცემა ”ნეტგაზეთს” ილიაუნის სეისმოლოგიური ცენტრის საინფორმაციო ჯგუფის ხელმძღვანელმა ნინო თვარაძემ.

პანიკის საფუძველი არ არსებობს

პანიკის საფუძველი არ არსებობს
ფოტოები: ნინო გოგოლაძე

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


03.07.2020 რა უნდა გაითვალისწინონ აბიტურიენტებმა – გამოცდების ჩატარების წესები დაზუსტდა

02.07.2020 აბიტურიენტები PCR-ტესტირების ჩატარებას სამცხე–ჯავახეთის 3 კლინიკაში შეძლებენ

02.07.2020 როგორ უნდა აიმაღლოს პრაქტიკოსმა მასწავლებელმა სტატუსი

02.07.2020 გამოცდის მსვლელობისას აბიტურიენტს პირბადის გაკეთება არ მოუწევს - გიორგი გახარია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

03.07.2020 შაბათ–კვირას სამცხე–ჯავახეთში იწვიმებს

03.07.2020 ეროვნულ გამოცდებზე ბორჯომიდან ახალციხემდე აბიტურიენტები უფასოდ იმგზავრებენ

03.07.2020 ბაკურიანში ზაფხულის სეზონი 10 ივლისს გაიხსნება

03.07.2020 სამცხე-ჯავახეთის მუზეუმმა 11 დღეში 230 ვიზიტორი მიიღო

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

მიწისძვრა საქართველოში 5.9 მაგნიტუდას უტოლდება
მოსალოდნელმა მიწისძვრამ ახალციხელებიც შეაშინა [Video]
ახალციხეში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში 5.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
ახალციხეში 4.3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
გამთენიისას საქართველოში მიწისძვრა მოხდა