FM97.5 / LIVE

სკოლები ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ

მთავარისაზოგადოება » განათლება 17.02.2012
უამინდობისა და ძლიერი ყინვის მიუხედავად ახალციხის ყველა სკოლაში სწავლა ჩვეულ რეჟიმში გრძელდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, დიმიტრი შაშკინის ბრძანებით, უამინდობისა და დიდითოვლობის გამო სასწავლო პროცესი რამდენიმე დღით შეწყდა. საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში 2012 წლის 9 თებერვლიდან 13 თებერვლამდე დასვენება გამოცხადდა, 13 თებერვლიდან კი სასწავლო პროცესი ყველა სკოლაში განახლდა.

ახალციხის მეექვსე საჯარო სკოლაში ცენტრალური გათბობაა დამონტაჟებული. სკოლაში ამბობენ, რომ სისტემა სასწავლო წლის დაწყებისთანავე წესრიგში იყო და ძლიერი ყინვების მიუხედავად, არანაირი შეფერხება არ ჰქონია.

- “სიცივის გამო სკოლაში სასწავლო პროცესის არ შეფერხებულა. მინისტრის ბრძანებით, რამდენიმე დღე დავისვენეთ. თუმცა, ჩვენს ქალაქში ამის დიდი აუცილებლობა არც იყო, - განმარტავს ახალციხის მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორი ზაზა თამარაშვილი და ამატებს, რომ როგორც წესი, ზამთარში სკოლაში წყალი ყოველთვის იყინება, თუმცა საკუთარი ძალებით ცდილობენ მის გალღვობას და სკოლაში წყლის მარაგი ყოველთვის არის: სამომავლოდ ვგეგმავთ წყლისა და კანალიზაციის სისტემა ისე მოვაწყოთ, რომ აღარ გაიყინოს”.

მეექვსე საჯარო სკოლისგან განსხვავებით შეშის ღუმელით თბებიან პირველ საჯარო სკოლაში. სკოლაში განმარტავენ, რომ ძლიერი ყინვების მიუხედავად წყლისა და კანალიზაციის სისტემა მწყობრიდან არ გამოსულა.

- “იყო შემთხვევა, რომ 2008 წელს, ძლიერი ყინვების დროს კანალიზაციის სისტემა კი გაგვიყინა, მაგრამ წელს გადავრჩით. ერთადერთი რასაც ვაგვარებთ შემოსასვლელ კართან, კიბეს ყოველდღიურად ვწმენდთ, რომ არ გაიყინოს, - ამბობს პირველი საჯარო სკოლის დირექტორი მაკა ჯანაშვილი და განმარტავს, რომ ყინვების შედეგად სწავლების კაბინეტური სისტემიდან საკალსო სისტემაზე გადავიდნენ: თუმცა, როგორც კი დათბება ისევ კაბინეტურ სისტემას დავუბრუნდებით”.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით, 9 -დან 13 თებერვლამდე საჯარო სკოლებში გამოცხადებული დასვენების დროს გაცდენილი საათები შაბათის ხარჯზე ანაზღაურდება.

- “ჩვენმა დირექციამ გადაწყვიტა, რომ როცა კარგი ამინდები იქნება, ორი დღე დამატებით ვისწავლით და გაცდენილ საათებს ავანაზღაურებთ”, - ამბობს მესამე საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე სუსანა მანასიანი.

ახალციხის კერძო სკოლა “მზექას” დირექტორის, ბელა კაპანაძის თქმით, გაცდენილ საათების ასანაზღაურებლად კვირა დღეს გამოიყენებენ: “ჩვენ შაბათს ისედაც ვსწავლობთ, ამიტომ კვირას დავამატებთ. მაგრამ ეს ალბათ მარტში მოხდება, ცოტა რომ დათბება”.

[თამარ თოთაძე,ახალციხე]


14.10.2019 ნანა მასწავლებელი

14.10.2019 მასწავლებლობის მაძიებელთათვის რეგისტრაცია დაიწყო

11.10.2019 ბორჯომში სკოლა 58–მა მასწავლებელმა დატოვა

07.10.2019 პენსიონერი მასწავლებლები ახალციხის მერიამ დაასაჩუქრა [ფოტო]

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

15.10.2019 რამდენმა მასწავლებელმა დატოვა სკოლა სამცხე–ჯავახეთში?

15.10.2019 ცხაურის გარეშე დარჩენილი სანიაღვრე არხი ახალციხეში [ფოტო]

15.10.2019 ახალციხეში ცენტრალური ქუჩების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს ®

15.10.2019 აწყვიტაში ლოდების ჩამოცვენის საკითხს მერია სწავლობს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

30.09.2019 'ახალციხელი წიქარა' - გურამ სუდაძის ხელნაკეთი ტრაიციკლი

მსგავს თემაზე

მეექვსე საჯარო სკოლაში გათბობას დღეს ჩართავენ
ნინოწმინდის ხუთ სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა
მეექვსე საჯარო სკოლაში შესაძლოა სასწავლო პროცესი შეჩერდეს
მეექვსე საჯარო სკოლაში ისევ ცივა
სამცხე–ჯავახეთის 49 სკოლაში სასწავლო პროცესი განახლდა
სასწავლო პროცესი სამცხე–ჯავახეთის 48 სკოლაში შეწყდა
სკოლები ზამთრისთვის ემზადებიან