FM97.5 / LIVE

ასპინძის გამგეობა ნაქალაქევში ხანძრისგან დაზარალებულებს დაეხმარა

მთავარისიახლე, საზოგადოება 03.06.2016
ნაქალაქევში ხანძრის შედეგად გარდაცვლილ მცირეწლოვანის ოჯახს, ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობამ საოჯახო ტექნიკა, პროდუქტი და სამშენებლო მასალა გადასცა.

ასპინძის გამგეობა ნაქალაქევში ხანძრისგან დაზარალებულებს  დაეხმარა
ასპინძის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ბერიძეებისთვის სამშენებლო მასალების შესაძენად 3 000 ლარი გამოიყო. გარდა აღნიშნულისა, ადგილობრივი თვითმმართველობის და ააიპ–ების თანამშრომლებმა დაზარალებული ოჯახისთვის თანხა შეაგროვეს. ამ ფულით ბერიძეებს სარეცხის მანქანა, ტელევიზორი, სხდავადასხვა სახის საყოფაცხოვრებო ნივთები და საკვები პროდუქტები შეუძინეს.

მუნიციპალიტეტის გამგებელმა ლევან ცაბაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ნუგზარ ლონდარიძემ და გამგეობის სხვა თანამშრომლებმა ბერიძეების ოჯახს საჩუქრები გუშინ, 2 ივნისს გადასცეს.

„1500 ლარის სხვადასხვა საჭირო ნივთი შევიძინეთ. რაც შეეხება სამშენებლო მასალებს, დაზარალებულ ოჯახს ხანძრიდან რამდენიმე კვირაში გადავეცით“, – ამბობს ასპინძის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ანა ტივაძე.

შეგახსენებთ, რომ სოფელ ნაქალაქევში ბერიძეების სახლს ცეცხლი 31 მარტს გაუჩნდა. ხანძარს წლინახევრის გოგონა ემსხვერპლა.

ასპინძის გამგეობა ნაქალაქევში ხანძრისგან დაზარალებულებს  დაეხმარა

[თინათინ ზაზაძე, ასპინძა]


11.12.2018 სამლოცველო ოთახი ახალციხის N5 სკოლაში – 'ეს მოსწავლეების მოტივირებულობას უწყობს ხელს’ [Video]

10.12.2018 ახალციხის რომელ სკოლაში ასწავლიან სამხედროები

07.12.2018 აწყურის სკოლის მოსწავლე საუკეთესო ესსესთვის დააჯილდოვეს [Video]

06.12.2018 შშმ მშობელი ექსკურსიას ჩამორჩა, ამის შემდეგ სკოლაში მის შვილს დაუპირისპირდნენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.12.2018 GDI: ჯავახეთში მწვავედ დგას გოგონათა ნაადრევი ქორწინების და ოჯახში ძალადობის პრობლემა

12.12.2018 ბორჯომსა და ასპინძაში სოციალური კარადები დადგეს

12.12.2018 ‘წითელამ ბავშვებიდან მოზარდებში გადმოინაცვლა’ – გეგმიური აცრები სავალდებულო ხდება

12.12.2018 ‘ბევრის სიცოცხლე გადამირჩენია’ – 25 წელი სახანძრო სამსახურში

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

რუსთავში ხანძრის შედეგად დაზარალებულებს გამგეობა დაეხმარა
ნაქალაქევში ხანძარს წლინახევრის ბავშვი ემსხვერპლა
ხანძრისგან დაზარალებულ მორჩიაშვილებს გამგეობა დაეხმარება
გამგეობა სტიქიით დაზარალებულებს სამშენებლო მასალებით დაეხმარა
ასპინძაში სტიქიით დაზარალებული ოთხი ოჯახისთვის 2 000 ლარი გამოიყო
ხანძრისგან დაზარალებულ კურტანიძეებს გამგეობა 2000 ლარით დაეხმარა
ასპინძის გამგეობამ 100 წლის ანეტა მაისურაძე დაასაჩუქრა