FM97.5 / LIVE

ქართულ-სომხური საგანმანათლებლო ბანაკი დასრულდა

მთავარისიახლე, განათლება 02.06.2016
ევროკავშირის „ტერიტორიული თანამშრომლობის პროგრამის“ მიერ დაფინანსებული პროექტის „ახალგაზრდა მოგზაურების“ ფარგლებში მოწყობილი, ქართულ-სომხური საგანმანათლელო ბანაკის პირველი ეტაპი დასრულდა.

ქართულ-სომხური საგანმანათლებლო ბანაკი დასრულდა

აღნიშნული ბანაკი 22 მაისიდან დაიწყო და სომეხი და ქართველი ახალგაზრდებისთვის სამცხე-ჯავახეთის ტურისტული პოტენციალის გაცნობას ეხებოდა. ახალგაზრდებმა თეორიულ სწავლებასთან ერთად დაათვალიერეს რეგიონის ისტორიულ-კულტურული ღირშესანიშნაობები, ეწვივნენ ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკსა და ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებს, გაეცნენ მხარის ეთნიკურ და რელიგიურ მრავალფეროვნებას. ბანაკის ფარგლებში 26 მაისს აღინიშნა საქართველოს, ხოლო 28 მაისს სომხეთის დამოუკიდებლობის დღეები.

პროექტის ქართველი მონაწილეები სამომავლოდ, პროექტით გათვალისწინებული მეორე ბანაკის ფარგლებში, სომხეთს, კერძოდ კი შირაქის მარზას ესტუმრებიან, სადაც საზღვრის მეორე მხარეს მდებარე რეგიონის ტურისტულ პოტენციალსაც გაეცნობიან. პროექტის მიზანს წარმოადგენს საქართველოსა და სომხეთის საზღვრისპირა რეგიონებში, კერძოდ კი სამცხე-ჯავახეთსა და შირაქში მცხოვრები ახალგაზრდების მონაწილეობით ტურისტული გზამკვლევის შემუშავება ამ ორ რეგიონზე.

პროექტის მონაწლეთა განცხადებით, „ახალგაზრდა მოგზაურების“ უპირველესი მიზანი, კერძოდ ორი რეგიონის ახალგაზრდებს შორის ძლიერი მეგობრობის ჩამოყალიბება, მიღწეულია.

პროექტი ხორციელდება ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის „სამოქალაქო ინიციატივების ასოციაციის“ მიერ, რომლის პარტნიორსაც სომხეთში წარმოადგენს „სათემო განვითარების ცენტრი“. პროექტი სრულდება 2016 წლის აგვისტოში.

[sknews.ge]


19.06.2019 საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა აპლიკანტებს 20 ივნისიდან შეეძლებათ

19.06.2019 სკოლებში დასაქმებული მასწავლებლებიდან საპენსიო ასაკის მქონე 16 406 პედაგოგია

17.06.2019 17 ივნისს სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები გაიმართება

16.06.2019 ახალციხის N1 საბავშვო ბაღს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.06.2019 დააკლდნენ ახალციხეს რუსი ტურისტები?

25.06.2019 ადიგენის ცხრა სოფელში ამბულატორია მოეწყობა

25.06.2019 ინფორმაცია მიწის რეგისტრაციის მსურველთათვის

25.06.2019 26 ივნისს უდეში სახალხო დღესასწაული 'ანთიმოზობა' გაიმართება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

ქართველმა და სომეხმა ახალგაზრდებმა ისტორიული ძეგლები მოინახულეს
გამოიცა საქართველოსა და სომხეთის მოსაზღვრე რეგიონების ტურისტული გზამკვლევი
ახალგაზრდული პროექტი ტურისტული შესაძლებლობების განვითარების მიზნით
სამოქალაქო კლუბებმა ახალგაზრდული ბანაკის შედეგები შეაჯამეს
ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა ჯავახეთის და ტბა არპის დაცულ ტერიტორიებს შორის
მინისტრებმა სამცხე-ჯავახეთში ტურისტული ობიექტები დაათვალიერეს
საგრანტო კონკურსი საქართველოსა და სომხეთის საზღვრისპირა რეგიონებისთვის