FM97.5 / LIVE

რა იგეგმება დღეს სამცხე–ჯავახეთის მუნიციპალიტეტებში

მთავარისიახლე, საზოგადოება 01.06.2016
დღეს, 1 ივნისს, ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს, სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები პატარებისთვის სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები გაიმართება.

რა იგეგმება დღეს სამცხე–ჯავახეთის მუნიციპალიტეტებში

ბორჯომი

ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს, ბორჯომის ცენტრალურ (ისტორიული) პარკში, ტრადიციუილად ზაფხულის სეზონი გაიხსნება. ამ დღის აღსანიშნავად ატრაქციონები დილის 10:00 საათიდან 15:00 საათამდე უფასოდ მოემსახურება ბორჯომელ პატარებსა და დამსვენებლებს.

11:00 საათზე, ბორჯომის თოჯინების სახელმწიფო თეატრში სპექტაკლი ”ბაყაყუნა ბალერუნა”.

12:00 საათზე, №1 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბალერინების შოუ, სოლო შემსრულებლების კონცერტი, ზღაპრის გმირების მსვლელობა, სახეზე ხატვა, მოეწყობა საბავშვო კუთხე.

14:00 საათზე, კულტურისა და ხელოვნების ცენტრში საბავშვო ბაღის აღსაზრდელების კონცერტი.
ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტი დედ-მამით ობოლ 5 ბავშვს საჩუქრად ჩაურიცხავს 250 ლარს.

ქალაქი ახალციხე

11:00 საათიდან ქალაქ ახალციხის ყველა საბავშვო ბაღის აღსაზრდელს დაურიგდება ნაყინი.

11:00 საათზე გაიმართება საბავშვო ბიბლიოთეკის მიერ ორგანიზებული კონცერტი და ფილმის ჩვენება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღსაზრდელთათვის.

12:00 და 13:00 საათზე თოჯინების თეატრის წარმოდგენა ახალციხის ციხეში.

13:00 საათზე ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლისა და არასამთავრობო ორგანიზაცია “world vision” -ის ერთობლივი ორგანიზებით ქალაქის ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე პატარებისთვის გასართობი ღონისძიება გაიმართება.

18:00 საათზე „ახალციხის ციხის“ ტერიტორიაზე ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ქართული ხალხური ცეკვის სკოლა-აკადემიის ანსამბლი „ნაბადი- არტი და ახალციხის გრიგოლ ხანძთელის სასულიერო სემინარიასთან არსებული ხალხური სიმღერის გუნდი „ირმისა“ ერთობლივ ღონისძიებას გამართავენ, სახელწოდებით „ ჯანმრთელი ახალგაზრდა თაობა ძლიერი ქვეყნის მომავალია“. ღონისძიების დასასრულს ახალციხის მერია პატარებს ნაყინით გაუმასპინძლდება.

ახალციხის მუნიციპალიტეტი

ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 20 ბავშვს ფულად დახმარებას გადასცემს 75 ლარის ოდენობით.

11:00 საათიდან საბავშვო ბაღების აღსაზრდელებსა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს ახალციხის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსხური ნაყინებით გაუმასპინძლდება.

11:30 საათზე ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუსხის სკოლა-მუზეუმის მოსწავლეები თავიანთი ნამუშევრების გამოფენას მოაწყობენ ქალაქ თბილისში ვაკის პარკში.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლები ნინოწმინდის ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს ტკბილეულს, სურსათსა და ტანსაცმელს პირადადად ჩაუტანენ.

ასპინძის მუნიციპალიტეტი

15:00 საათზე დაბა ასპინძის გართობისა და დასვენების პარკში ჩატარდება საზეიმო კონცერტი, ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფებისა და საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა მონაწილეობით. მოეწყობა ასფალტზე ხატვა, სახის მოხატვა და მოწვეულ პატარებს დაურიგდებათ გასაფერადებლები და რეზინის ბურთები.

მოეწყობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ნამუშევრების გამოფენა- გაყიდვა.

დაჯილდოვდებიან ასპინძის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ,,საუკეთესო კალიგრაფიისა'' და ,,მხატვრული კალიგრაფიის'' კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები.
პარალელურად რაგბის ბაზაზე მოეწყობა ბავშვთა სარაგბო ფესტივალი.

ადიგენის მუნიციპალიტეტი

პატარებს ბავშვთა დაცვის დღეს მიულოცავენ დაბა ადიგენის ცენტრალურ მოედანზეც, სადაც 14:00 საათზე გაიმართება საზეიმო ღონისძიება ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფებისა და საბავშვო ბაღის აღსაზრდელთა მონაწილეობით.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტი

11: 00 - დან 16:00 საათამდე ქალაქ ახალქალაქის ცენტრალურ პარკში გაიმართება ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებისა და საჯარო სკოლების მოსწავლეები. ღონისძიების ფარგლებში ჩატარდება სხვადასხვა გასართობი კონკურსები და თამაშები.

სადღესასწაულოდ მოირთვება პარკის ტერიტორია, პატარებს გაამხიარულებენ ზღაპრების გმირები და მასხარები, მოეწყობა ასფალტზე ხატვა, კონკურსი სიმღერასა და ცეკვაში, სპორტული შეჯიბრებები, საბავშვო ფოტოებისა და სურათების გამოფენა, თოჯინების თეატრის წარმოდგენა, ღონისძიების სტუმრებს მუსიკალური კონკურსის ლაურიატებს და კარატეში მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულებს წარუდგენენ.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი

14:00 საათზე ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება ნინოწმინდის ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლში.

ნინოწმინდის სკოლისგარეშე აღზრდის დაწესებულებაში კი მოეწყობა ახალგაზრდა მხატვრების ნამუშევრების გამოფენა, სადაც საუკეთესო მონაწილეები საჩუქრებითა და სიგელებით დაჯილდოვდებიან.

[sknews.ge]


30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.06.2020 ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი აქვს

01.06.2020 პირველი ივნისიდან ყველა სახის სავაჭრო ობიექტი გაიხსნა

01.06.2020 წაღვერში მილიონ ლარად რეაბილიტირებულ კულტურის სახლში წყალი ჩავიდა

31.05.2020 ‘ყოველი მეოთხე ადამიანი გვეღუპება თამბაქოს მოხმარებით, აქედან 300 ბავშვია’ - სტურუა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

1 ივნისის ღონისძიებები ახალციხეში
როგორ აღნიშნავენ სამცხე–ჯავახეთში ბავშვთა დაცვის დღეს
ახალციხეში 1 ივნისის აღსანიშნავად ემზადებიან
26 მაისს სამცხე–ჯავახეთში დაგეგმილი ღონისძიებები
26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები სამცხე–ჯავახეთში
ბავშვთა უფლბების დაცვის დღე ბორჯომში
ახალციხეში 26 მაისის აღსანიშნავად ემზადებიან