FM97.5 / LIVE

დაუსრულებელი მშენებლობა – შსს მშენებარე კორპუსის დავალიანებას არ ფარავს

მთავარისიახლე, საზოგადოება, სამართალი 31.05.2016
ახალციხეში, 9 აპრილზე მშენებარე კოპუსის მშენებლობის დასრულების ვადა უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტროს მშენებელი ფირმისთვის დავალიანება ამ დრომდე არ დაუფარავს.

დაუსრულებელი მშენებლობა – შსს მშენებარე კორპუსის დავალიანებას არ ფარავს

ახალციხეში, 9 აპრილის ქუჩაზე, 108–ბინიანი კორპუსის მშენებელი ფირმა „ზიმოსთვის“ შინაგან საქმეთა სამინისტროს დავალიანება ამ დრომდე არ დაუფარავს.

„ყოველდღე გვპირდებიან, მაგრამ არ ფარავენ. ჯერ კიდევ არ ჩაურიცხავთ“, – ამბობს კომპანია „ზიმოს“ სამუშაოების ხელმძღვანელი ბეჟან ბოჭორიშვილი.

მისი თქმით, ვიდრე დავალიანება არ ჩაირიცხება, სამშენებლო სამუშაოები ვერ გაგრძელდება: „მათ ძველი დავალიანებებიც აქვთ. გარდა ამისა 5 ბინა გასასხვისებელია, ვიდრე სამინისტრო მათ არ გაყიდის, ხელისშემშლელი ესეც იქნება“.

შინაგან საქმეთა სამინისტროდან დავალიანების დაფარვის, მშენებლობის დასრულებისა და კორპუსთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე პასუხებს „სამხრეთის კარიბჭე“ ორ თვეზე მეტია ელოდება. რედაქციამ კითხვებზე პასუხი წერილობით უწყებიდან 18 მარტს გამოითხოვა.
„ეს კითხვები გადაგზავნილი გვაქვს ეკონომიკურ დეპარტამენტში და პასუხი ჯერ არ მიგვიღია“, – გვითხრეს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო ინფორმაციის გაცემის ბიუროში.

შეგახსენებთ, კორპუსის მშენებლობა ახალციხეში შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2012 წლის ივლისში დაიწყო. 108 –ბინიან შენობაში უწყებების თანამშრომლებზე 103 გადანაწილდა. მათთან იპოთეკური სესხის ხელშეკრულებები გაფორმდა და თითო თვეში 220 დოლარს იხდის. შენობა, რომელსაც შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროები მათივე უწყებების თანამშრომლებისთვის აშენებენ, ხელშეკრულების პირობების თანახმად 2014 წლის 30 ივნისს უნდა დასრულებულიყო.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


20.09.2018 განათლების სამინისტრომ მეექვსე სკოლის ორი მოსწავლე მედალზე წარადგინა

18.09.2018 უნივერსიტეტში სტუდენტებს ‘მუდლის’ განახლებული პროგრამა გააცნეს

17.09.2018 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი განახლდა

17.09.2018 ახალციხის პირველ სკოლაში სწავლა ისე განახლდა, რომ ეზოს მშენებლობა არ დასრულებულა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

24.09.2018 პენიტენციური სამსახური მერაბიშვილის დიაგნოზს ასაჯაროებს

24.09.2018 ახალციხეში, მთაწმინდელის ქუჩაზე ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ითხოვენ

22.09.2018 ‘გვინდა საზოგადოებამ დაინახოს რა ნიჭიერი ადამიანები არიან’, – შშმ პირთა მხარდამჭერი ფესტივალი ახალციხეში [photos]

22.09.2018 24 სექტემბრამდე წვიმიანი ამინდია მოსალოდენლი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

შსს–ს ახალციხეში მშენებარე კორპუსის დავალიანება ჯერ კიდევ არ დაუფარავს
მშენებელი: „ძალოვნებს ახალციხეში მშენებარე კორპუსი ზაფხულში ჩაბარდებათ“
ახალციხეში მშენებარე კორპუსში სამუშაოები მარტის ბოლოდან განახლდება
მშენებელი: „ძალოვნების კორპუსში მშენებლობას  მომავალი კვირიდან დავიწყებთ“
„შსს–ს ტყვეობაში ვართ“ – წერილი „სამხრეთის კარიბჭეს“
ახალციხის მერი მშენებარე კორპუსზე: ‘მშენებელი თანხის ჩარიცხვას ელოდება’
ორწლიანი ლოდინი – რატომ ვერ დასრულდა 9 აპრილზე კორპუსის მშენებლობა