FM97.5 / LIVE

სამცხე-ჯავახეთში კათოლიკური შობა იზეიმეს

მთავარისაზოგადოება 25.12.2012
ახალციხეში კათოლიკე მრევლმა შობის დღესასწაული ტაძარში პირველად იზეიმა. საშობაო ცერემონიას მრევლთან ერთად სტუმრებიც ესწრებოდნენ.

სამცხე-ჯავახეთში კათოლიკური შობა იზეიმეს
გუშინ ღამის 12 საათზე მესხეთში მოქმედ ხუთ კათოლიკურ ტაძარში საშობაო წირვა-ლოცვა ერთდროულად დაიწყო. ვალეში, არალში, უდესა და ვარგავში მოქმედი კათოლიკური ტაძრებისგან განსხვავებით, წელს წირვა ახალციხეში წმინდა სავარდის ღვთისმშობლის სახელობის კათოლიკურ ტაძარში პირველად ჩატარდა. აქამდე კათოლიკე მრევლი ახალციხეში ორბელიანის ქუჩაზე სალოცავად მოწყობილ ბინაში იკრიბებოდა.

ახალციხის ისტორიულ უბანში, რაბათში ახლად აშენებულმა ტაძარმა ფუნქციონირება 6 ოქტომბერს დაიწყო.

”წლევანდელი შობა არის განსაკუთრებით სასიხარულო მოვლენა ახალციხელი მრევლისთვის”, - ამბობს ტაძრის წინამძღვარი და მესხეთის დეკანოზი ზურაბ კაკაჩიშვილი.

ახალ ტაძარში საშობაო წირვას მრევლი არამხოლოდ ახალციხიდან, არამედ ვალედან, ივლიტიდან, აბასთუმნიდან და ჩეხეთიდანაც კი ესწრებოდა. საშობაო ცერემონიას დაესწრნენ მართლმადიდებელი სტუმრები ახალციხიდან და თბილისიდანაც.

წირვის დაწყებამდე ბავშვებმა ტაძარში იესოს დაბადების შესახებ მცირე სპექტაკლი წარმოადგინეს.

ამ დღისთვის კათოლიკე მრევლი 4 კვირის განმავლობაში ემზადება, ამ პერიოდს კათოლიკეები ადვენტს უწოდებენ.[ადვენტი ლათინური სიტყვაა და სასიხარულო მოლოდინისთვის მზადებას ნიშნავს].

წირვის დასრულების შემდეგ მრევლს გოზინაყითა და მონაზვნების გამომცხვარი ნამცხვრით გაუმასპინძლდნენ.

წირვა სავარდის სახელობის ტაძარში გამთენიისას, 8 საათზე დასრულდა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


03.12.2019 'ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ' - ინკლუზიური განათლება საქართველოსა და სომხეთში

02.12.2019 ეროვნული გამოცდების უცხოური ენების ტესტებში ცვლილებებია

14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.12.2019 5 დეკემბერს ახალციხეში დენი აღარ გაითიშება – 'ენერგო–პრო ჯორჯია'

04.12.2019 ახალციხის ცხრა სოფელს ახალი ამბულატორია ექნება

04.12.2019 მართლმადიდებლები ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას აღნიშნავენ

04.12.2019 5 დეკემბერს ახალციხეში დენი გაითიშება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

20.11.2019 ‘თუ წარმატებული ვიქნები, თემსაც დავეხმარები და ქვეყანასაც’ – აქტიური ახალგაზრდა სხვილისიდან

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

მსგავს თემაზე

25 დეკემბერს კათოლიკები მაცხოვრის შობის დღესასწაულს ზეიმობენ
დღეს კათოლიკები მაცხოვრის შობის დღესასწაულს აღნიშნავენ
განახლებული კათოლიკური ტაძარი ახალციხეში
რაბათში კათოლიკური ტაძრის დღესასწაული აღნიშნეს [ფოტო]
სომეხთა სამოციქულო და კათოლიკე ეკლესიებმა აღდგომა იზეიმეს [Video]
კათოლიკური შობა ახალციხეში [Video]
კათოლიკე ეკლესია დღეს აღდგომას აღნიშნავს [Photo]