5 ლარი – მარტოხელა პენსიონერის ერთადერთი შემოსავალი

მთავარისიახლე, საზოგადოება 31.05.2016
მესხეთის სახელმწიფო თეატრის ყოფილი მსახიობის, თოჯინების თეატრის ერთ–ერთი დამფუძნებლის თამაზ ნემსაძის მეუღლე უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს.

5 ლარი – მარტოხელა პენსიონერის ერთადერთი შემოსავალი

ყოფილი ტუბდისპანსერის ავარულ შენობაში შესახლებული ნანა ნემსაძეს სოციალური დახმარება მოუხსნეს. თავის რჩენისთვის და მკურნალობისთვის მას თვეში მხოლოდ 5 ლარი აქვს.

ნანა ნემსაძე ახალციხეში ივერიელის ქუჩაზე მდებარე ტუბდისპანსერის ყოფილ შენობაში ოთხი წელია ცხოვრობს. ავარიულ შენობაში დაზიანებული სახურავიდან წყალი ჩადის. შენობაში არ არის ელექტროენერგია, წყალი და გაზი.

„თეატრს შეაკლა თავი ჩემმა ქმარმა, ნუთუ ყურადღების მოქცევა არ მეკუთვნის. სიცხიანი ვიდექი რიგში მერთან შესასვლელად და როცა ჩემი რიგი მოდიოდა, მაშინ გადიოდა საქმეზე. ბინის ჩუქების პრეტენზია არ მაქვს, მინდა დროებით სარგებლობაში გადმომცენ, რომ წყლის და დენის შემოყვანის უფლება მქონდეს“, – ამბობს ნანა ნემსაძე და ამატებს, რომ წლებია უშუქობის გამო ტელევიზორისთვის არ უყურებია.

ახალციხის მერიაში განმარტავენ, რომ ივერიელის ქუჩაზე მდებარე შენობა მერიის ბალანსზე არ არის და ის ამ დრომდე ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებაა, ამის გამო ნემსაძის დახმარებას ვერ შეძლებენ.

„ჩვენ სხვის ქონებას ვერ შევეხებით. რაც შეეხება სხვა საკითხს ის ჩვენი ბენეფიციარია და მერიის მიერ გათვალიწინებული ყველა შეღავათებით და სახმარებებით სარგებლობს“, – განაცხადა მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა სოფო მესხმა.

რაც შეეხება მერთან შეხვედრის თემას, მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განმარტავენ, რომ შესაძლოა რომელიმე მოქალაქე მერს ვერ შეხვდეს, თუმცა უპასუხოდ შენობიდან არავინ გადის.

“ისე, რომ შეგნებულად მერმა მოქალაქე არ მიიღო, ასეთი რამ არ ხდება. შესაძლებელია რომელიმე სამსახურის წარმომადგენელთან გადაამისამართეს და იქ გვარდება ესა თუ ის საკითხი“, – ამბობს სოფო მესხი.

5 ლარი – მარტოხელა პენსიონერის ერთადერთი შემოსავალი რამდენიმე თვეა 65 წლის ნანა ნემსაძის ერთადერთი შემოსავალი 5 ლარია, რომელიც პენსიიდან კრედიტების გადახდის შემდეგ რჩება. ამბობს, რომ ბანკიდან თანხის გამოტანა წამლების საყიდლად დასჭირდა. ყოველდღიურად კვებისთვის კი ახალციხის სათნოების სახლში დადის.
მაღალი ქულების დაგროვების გამო სოციალური დახმარება 9 თვის წინ მოუხსნეს.

„სამი თვის განმავლობაში აგენტმა ორჯერ გადამამოწმა. პირველად 4.420 ქულა ავიღე და დახმარებაც დამინიშნეს, მაგრამ ვიდრე კუთვნილ თანხას ავიღებდი ხელმეორე გადამოწმების შედეგად 65.000 ქულა მომივიდა. რა შეიცვალა და რატომ გადამამოწმეს ხელმეორედ, არ ვიცი. კრედიტების გამო მერიის მიერ სააღდგომოდ ნაჩუქარი 50 ლარიც ვერ ავიღე, ბანკმა წამართვა“, – ამბობს ნანა ნემსაძე.

სოციალური მომსახურების სააგენტოში განმარტავენ, რომ ხელახალი გადამოწმების მიზეზი ნემსაძის დეკლარაციაში გაპარული შეცდომა იყო.
„პენსიის რაოდენობა იყო შეცდომით მითითებული და ამის კორექტირება მოხდა, ამის გამო ხელახლა გადაითვალა მისი ქულა. ახლანდელი ქულები ითვალისწინებს 30 ლარიან დახმარებას. ივნისში როდესაც დაიწყება ჩარიცხვები, ეს ქალბატონი მიიღებს ამ თანხას“, – განაცხადეს სოციალური მოსახურების სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

„სამხრეთის კარიბჭეს“კითხვაზე, რატომ ვერ მოხერხდა ის, რომ აქამდე ნემსაძეს 30 ლარიანი დახმარება მიეღო, ასე გვპასუხობენ: „გარკვეული პერიოდის შემდეგ მას დაენიშნა დახმარება, რადგან კორექტირება გაკეთდა, მაგრამ ქულის დანიშვნის დროს მისულ აგენტს ქალბატონი არ დახვდა სახლში და ამიტომ ფორმა სამი დაედო. ცალკე პერიოდი სჭირდება ფორმა სამის მოხსნას და ამის შემდეგ გადამოწმდა ხელახლა. არსებობს ერთწლიანი და რამდნეიმე თვიანი შეზღუდვაც“.

65 წლის პენსიონერი ფიქრობს, რომ სოციალურმა აგენტმა სპეციალურად შეარჩია ისეთი პერიოდი, როდესაც სახლში არ იმყოფებოდა და სწორედ მაშინ გადაამოწმა.

„ოთხი დღის განმავლობაშვი ვთხოვდი აგენტებს, რომ მოსულიყვნენ და შევემოწმებინე. რამდენიმე საათი სოციალური სამსახურის ფოიეში ვიჯექი და ველოდებოდი. ვუთხარი, რომ თბილისში ონკოლოგიურ კლინიკაში მივდიოდი გამოსაკვლევად. პარასკევს წავედი და ზუსტად იმ დღეს მოვიდნენ შესამოწმებლად“, – ამბობს ნანა ნემსაძე.

სოციალური მომსახურების სააგენტოში განმარტავენ, რომ ეს უბრალო დამთხვევაა და მიზანმიმართულად არ მომხდარა: „გადამოწმების დროს ბენეფიციარებს წინასწარ არ აფრთხილებენ. სამწუხაროდ ხშირად არის ხოლმე, რომ ადამიანები სხვა მისამართზე ცხოვრობენ, მაგრამ მაღალი ქულების მიღების გამო სხვა სახლს ამოწმებინებენ“.

5 ლარი – მარტოხელა პენსიონერის ერთადერთი შემოსავალი ვიდრე სოციალური შემწეობის 30 ლარი დაერიცხება, ნანა ნემსაძის ყოველთვიური შემოსავალი ისევ ხუთი ლარი იქნება. მისი თქმით, ყველაზე მეტად ზამთრის პერიოდში გაუჭირდა, სიცივეში და ნესტიან შენობაში ჯანმრთელობის მდგომარეობა უფრო გაურთულდა, ახლა აღარ ცივა, თუმცა საფიქრელი და სადარდებელი კიდევ უამრავი აქვს.

„ნაოპერაციები თირკმელიდან ჩირქი მდის, ფეხზე ტროპიკული წყლული მაქვს, რომელიც არ ინკურნება. არცერთი ორგანო არ მაქვს ჯანმრთელი, რომ ვიმუშაო მაინც. ყოველდღიურად მჭირდება წამლები და ისეთი ძვირია ვერცერთის ყიდვას ვერ ვახერხებ“, – ამბობს ნანა ნემსაძე.

ნანა ნემსაძემ, მეუღლესთან ერთად, მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, 25 წელი სხვადასხვა დროს, სხვადასხვა პოციზიაზე იმუშავა.

მისი მეუღლე თამაზ ნემსაძე მეგობრებთან ერთად ახალციხეში მესხეთის თეატრის დაარსებამდე ერთი წლით ადრე ჩამოვიდა და სიცოცხლის ბოლომდე ახალციხეში მოღვაწეობდა. იგი 1997 წელს გარდაიცვალა. თამაზ ნემასძე მშობლიურ მხარეში ბაღდათში დაკრძალეს.
როგორც იგი ამბობს 1997 წლიდან, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ თეატრში აღარ უმუშავია: „მისი გარდაცვალებით შემდეგ შენობაში ფეხი აღარ შემიდგამს, სპექტაკლებსაც კი არ დავსწრებივარ“.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


16.01.2017 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2017 შემცირებული თანამშრომლები და ხელფასები მესხეთის თეატრში

13.01.2017 არალში სკოლის მშენებლობისთვის ტენდერი მეორედ გამოცხადდება

13.01.2017 ბავშვებს და უფროსებს, რომლებმაც განათლება ვერ მიიღეს, სკოლაში დაბრუნება შეეძლებათ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

16.01.2017 ახალციხის თემი ნინოწმინდის ბავშვთა სახლს ესტუმრა

16.01.2017 NDI: ახალციხელებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხი სამუშაო ადგილებია

15.01.2017 19 იანვრამდე საქართველოში უნალექო ამინდი შენარჩუნდება

14.01.2017 შემცირებული თანამშრომლები და ხელფასები მესხეთის თეატრში

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.01.2017 სომეხთა სამოციქულო ეკლესიამ ქრისტეშობა იზეიმა [Video]

28.12.2016 გზა მცირე მეწარმეობიდან ევროპული ბაზრისაკენ [Video]

29.11.2016 ხელოვნება ხის ფესვებით [Video]

29.11.2016 რა ღონისძიებები ტარდება ჯანსაღი პროდუქტის მისაღებად ფერმაში [Video]

მსგავს თემაზე

ცხოვრება დროებით საცხოვრებელში და მოხსნილი დახმარება
ოთხი თვე გამოსახლების მოლოდინში
ტუბ–დისპანსერის შენობაში სახურავის ნაწილი ჩამოინგრა
სამცხე–ჯავახეთში სოციალური დახმარება 405 ოჯახს  შეუწყდა
სამსულიან ოჯახს გამოსახლებას უპირებენ
მაღალი ქულების გამო დაკარგული დახმარება
შშმ ძმის ერთადერთ მომვლელს სოციალური დახმარება მოუხსნეს