FM97.5 / LIVE

რატომ მიმართა სასამართლოს ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის დედამ

მთავარისიახლე, სამართალი 30.05.2016
ხევაშენში გარდაცვლილ ბესო ენდელაძის დედას, ამავე საქმეში მსჯავრდებულის დის ქმარმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მომხდარი სასამართლომ უკვე განიხილა;

რატომ მიმართა სასამართლოს ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის დედამ

შემთხვევა სოფელ ვარხანში, 30 აპრილს დილის საათებში მოხდა. გარდაცვლილი ბესო ენდელაძის დედა ნაზი ენდელაძე ახალციხიდან სახლში ბრუნდებოდა. მას სოფელ ხევაშენის გადასახვევთან, ბესო ენდელაძის გარდაცვალების საქმეში მსჯავრდებულის დის ქმარი, ზაზა დემეტრაძე საკუთარი ავტომანქანით გზაზე შეხვდა.

„რომ დავინახე არაფერი მითქვამს, მაგრამ უცებ ჩემს უკან გინება და ცუდი სიტყვები გავიგონე. ამასობაში ზაზას მამა, ზაურიც მანქანით მოვიდა, გააჩერა, ცხალი ფეხი გადმოდგა და ისეთი სიტყვებით დაიწყო მანაც გინება, რომ ვერაფრით გავიმეორებ“, – ამბობს ნაზი აბუთიძე.

მან მომხდარის შესახებ პოლიციას მაშინვე შეატყობინა. ადიგენის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ძიება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 166–ე მუხლით, ორივე პირის მიმართ დაიწყეს. რაც წვრილმან ხულიგნობას, უფრო ზუსტად კი საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინებას და მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელ გადაკიდებას გულისხმობს.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე სასამართლომ დღეს, 30 მაისს საათზე მეტ ხანს იმსჯელა. პროცესზე ერთი ენდელაძის, სამი კი დემეტრაძის მოწმე დაიკითხა. სასამართლოს გადაწყვეტილებით ზაურ დემეტრაძის მიმართ სამართალწარმოება შეწყდა, ზაზა დემეტრაძე კი 100 ლარით დაჯარიმდა.

„მოწმეთა ჩვენებებით არ დადასტურდა რომ ზაურის მხრიდან სამართალდარღვევას ჰქონდა ადგილი, ზაზას მიმართ კი პირიქით, სამართალდარღვევა გამოიკვეთა“, – განაცხადა პროცესზე მოსამართლე შალვა მჭედლიშვილმა.

თავად ზაზა დემეტრაძე სასამართლო პროცესზე მომხდარს კატეგორიულად უარყოფდა და აცხადებდა, რომ მისი მხრიდან ნაზი ენდელაძის მიმართ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია.

„ზაზა თავის მცირეწლოვან შვილთან ერთად საკუთარი მანქანით მოძრაობდა, ნაზიმ რომ დაინახა, წყევლა დაუწყო. ამ ფაქტს ზაური შეესწრო. მან ისე, რომ მანქანიდან არც კი გადმოსულა, თავის შვილს მოუწოდა ადგილი დაეტოვებინა, არ სურდა ვითარება გამწვავებულიყო“, – ამბობს დემეტრაძეების ადვოკატი ნოდარ აკოფაშვილი და ამატებს, რომ როგორც ჩანს, მოსამართლემ იმ მოწმის ჩვენება გაიზიარა, რომელიც ზაზას მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტს ადასტურებდა.

სოფელ ვარხანში დემეტრაძეებსა და ენდელაძეებს შორის მსგავსი დაპირისპირების ეს პირველი ფაქტი არ ყოფილა. მათ შორის ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ენდელაძეების შვილი (სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით) ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. მომხდარზე მსჯავრდებული სწორედ ზაზა დემეტრაძის ცოლის ძმაა, თუმცა ენდელაძეები მიიჩნევენ, რომ მათი შვილის გარდაცვალებასთან კავშირში ზაზა დემეტრაძეცაა.

„დემეტრაძეებს მე წყევლას არასდროს მოვაკლებ, მაგრამ მაგ დღეს მართლა ხმა არ ამომიღია, მეორე დღეს აღდგომა იყო, საფლავის ქვას ვაკეთებდი, ვჩქარობდი და სანერვიულოდ არ მეცალა“, – ამბობს ნაზი ენდელაძე.

მოსამართლემ პოლიციის თანამშრომელი სასამართლო დარბაზში გააფრთხილა, რომ მსგავსი ფაქტების თავიდან ასაცილებლად, ენდელაძეებისა და დემეტრაძეების მიმართ განსაკუთრებული ყურადღებით უნდა იყვნენ.

გაასაჩივრებენ თუ არა დემეტრაძეები სასამართლოს გადაწყვეტილებას ჯერ უცნობია.

„ამის შესახებ ჯერ პოზიცია ჩამოყალიბებული არ გვაქვს“, – ამბობს ადვოკატი ნოდარ აკოფიანი.

შეგახსენებთ, რომ ხევაშენის მკვიდრი, 23 წლის ბესო ენდელაძე, 2013 წლის 16 დეკემბრის ღამეს სოფელ ვარხანში უგონო მდგომარეობაში, სისხლის გუბეში ნახეს. იგი უგონო მდგომარეობაში 47 დღე იყო. ოჯახის წევრები და ახლობლები დარწმუნებული არიან, რომ ბესო მოკლეს, თუმცა საქმის ძიება ამ დრომდე 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობდა, რაც მთვრალ მდგომარეობაში ავტოსაგზაო შემთხვევას გულისხმობს.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

20.05.2020 მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა

19.05.2020 მოსწავლის შეფასების რომელი ფორმა აირჩიეს ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

29.05.2020 საპატრიარქომ ადიგენში სასულიერო პირს 25 წლიანი იჯარით მიწის ნაკვეთი გადასცა

28.05.2020 ახალციხის მერის მრჩეველმა იმ კომპანიის წილი დათმო, რომლითაც ტენდერებს იგებდა

28.05.2020 საქართველოს მთავრობამ ტურიზმის გახსნისთვის რეგულაციები შეიმუშავა

28.05.2020 ახალციხის მერის წარმომადგენელების ნაწილი მათთვის გამოყოფილი საწვავით ვერ სარგებლობს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის საქმეში ბრალდებულს 5–წლიანი პატიმრობა მიესაჯა
ბესო ენდელაძის საქმეს პროკურატურა უზენაესში ასაჩივრებს
ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის საქმეზე პროკურორმა საბოლოო სიტყვა წაიკითხა
ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის საქმეზე ოჯახი ხელახალ გამოძიებას ითხოვს
ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის საქმეზე მოწმეები აღარ დაიკითხებიან
რას პასუხობს მთავარი პროკურატურა ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახს
რა საჩივრით მიმართავს ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახი მთავარ პროკურატურას