სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ახალციხის სოფლებში წიგნები და ტანსაცმელი განაწილდება

მთავარისიახლე, საზოგადოება, განათლება 30.05.2016
„შემოსე თანამოქალაქე“ და „წიგნი ყველა სოფელს“ – სოციალური პროექტების ფარგლებში პირველი ავტობუსი ახალციხეში ჩამოვიდა.

ახალციხის სოფლებში წიგნები და ტანსაცმელი განაწილდება

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პროექტების ფარგლებში, ახალციხის მუნიციპალიტეტს 3 000–მდე წიგნი და 2 000–მდე ერთეული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი გადაეცა. ეროვნული ბიბლიოთეკისა და სამინისტროს ერთობლივი საჩუქარი, 30 მაისს, ახალციხის ადმინისტრაციულ შენობაში განთავსდა.

პროექტების მიხედვით, წიგნები სოფლების ბიბლიოთეკებში უნდა გადანაწილდეს, ტანსაცმელი კი მზრუნველობამოკლებულ და სოციალურად დაუცველ ოჯახებს დაურიგდება.

"ჩვენ დავითვლით წიგნებს, ჩამოვწერთ ვის რამდენი სჭირდება და ისე გადავანაწილებთ. წიგნები იმ სოფელბს გადაეცემა, სადაც ბიბლიოთეკებია, ასევე განაწილდება ტანსაცმელი“, – ამბობს ახალციხის თემის კულტურული დაწესებულებების გაერთიანების დირექტორი გიორგი ჟუჟუნაძე.

ახალციხის სოფლებში წიგნები და ტანსაცმელი განაწილდება

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ორივე პროექტმა სტარტი მაისის დასაწყისში აიღო და 5 თვის განმავლობაში გაგრძელდება. პროექტებისამინისტროს ახალგაზრდული პოლიტიკის მართვის დეპარტამენტის "მზრუნველობამოკლებული და სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში ფინანსდება.

„წიგნი ყველა სოფელს“ პროEქტის ფარგლებში ახალციხეში, გასულ წელს, 1800 ცალი სხვდასხვა ჟანრის მხატვრული ლიტერატურა ჩამოვიდა.

"მინდა ხალხს მოვუწოდო, რომ იაქტიურონ და "ვისოლის“ ბენზინგასამართ სადგურზე მოიტანონ წიგნები და ასევე ტანსაცმელი კომპანია "ფრეგოში“. ჩვენ ვპირდებით, რომ მივიტანთ მათ ადრესატამდე“, – ამბობს სტუდენტური ერთიანობის თავმჯდომარე ბექა ღაჟონია.

ახალციხის სოფლებში წიგნები და ტანსაცმელი განაწილდება

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


16.07.2018 გეოგრაფიის გამოცდაზე 22 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

13.07.2018 პროფესიული უნარების გამოცდაზე 154 მასწავლებელი არ გამოცხადდა

13.07.2018 სამაგისტრო გამოცდების ტესტის პასუხები სავარაუდოდ წინასწარ გამოქვეყნდა

13.07.2018 ტესტების შესაძლო გადაწერის ფაქტებზე, საგამოცდო ცენტრმა მოკვლევა დაასრულა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

16.07.2018 ხმაური აწყურის ტაძრის ირგვლივ – მიმდინარეობს თუ არა დარღვევით ძეგლის რესტავრაცია

16.07.2018 სამცხე–ჯავახეთში ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

16.07.2018 პრემიერი: მივიღეთ გადაწყვეტილება შახტის დახურვის შესახებ

16.07.2018 ტყიბულის შახტში კიდევ ოთხი ადამიანი დაიღუპა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკებს საჩუქრად 1 800 წიგნი გადაეცა
ახალციხის ბიბლიოთეკას ახალი წიგნები შეემატა
ახალციხის ბიბლიოთეკებს წიგნები გადაეცა
აწყურის ბიბლიოთეკას ახალი წიგნები შეემატება
ახალციხის თემის ხუთ ბაგა–ბაღს წიგნები გადაეცა
 გამგეობის საჩუქარი ბიბლიოთეკებს
ახალციხის ბიბლიოთეკიდან დამუშავებული წიგნები გადააქვთ