FM97.5 / LIVE

პედაგოგთა კონფერენციის გამარჯვებულები სამცხე–ჯავახეთიდან

მთავარისიახლე, საზოგადოება, განათლება 30.05.2016
სამცხე–ჯავახეთის სამ მასწავლებელს წლის საუკეთესო პედაგოგის ტიტული მიენიჭა.

პედაგოგთა კონფერენციის გამარჯვებულები სამცხე–ჯავახეთიდან

2016 წლის 28 მაისს, თბილისში, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის წლიური კონფერენცია-გამოფენა გაიმართა, სადაც ნინოწმინდის, ასპინძის და ბორჯომის მუნიციპალიტეტების სამ მასწავლებელს სერთიფიკატები გადასცეს.

სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის წლიურ კონფერენცია-გამოფენას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, სამოქალაქო განათლების პროგრამის დირექტორი მარინა უშვერიძე და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წარმომადგენელი ნინო ბუაჩიძე ესწრებოდნენ.

კონფერენციის სტუმრებმა დაათვალიერეს სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ხელშეწყობით განხორციელებული პროექტების ამსახველი ფოტოგამოფენა.

საქართველოს მასშტაბით ფორუმის მონაწილე 400 პედაგოგი სამოქალაქო განათლების სფეროს სიახლეებსა და ინოვაციებს გაეცნო. მათ ასევე, მიიღეს ინფორმაცია მასწავლებელთა საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის და მათთვის საინტერესო სხვა რესურსების შესახებ.

კონფერენციის დასასრულს სამოქალაქო განათლების წლის საუკეთესო პედაგოგთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა. პედაგოგებს გადაეცათ ფორუმის მიერ დაწესებული საპატიო ჯილდო - მადლობის სიგელი და „სამოქალაქო განათლების წლის საუკეთესო პედაგოგის” პრიზი.

სამცხე-ჯავახეთიდან წლის საუკეთესო პედაგოგის ტიტული ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N1 საჯარო სკოლის პედაგოგმა ბერნიკ ჰოვსეფიანმა დაიმსახურა, ასევე წარმატებული პედაგოგის სერთიფიკატი გადაეცა ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაქალაქევის სკოლის პედაგოგს ნანა მაღრაძეს და სპეციალური სერთიფიკატით დაჯილდოვდა ბორჯომის მუნიციპალიტეტის ივანე ჯავახიშვილის კერძო სკოლა ლიცეუმის პედაგოგი მაია გულიაშვილი.

კონფერენცია-გამოფენა სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში გაიმართა. პროგრამას ახორციელებს ორგანიზაცია PH International–ი კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმთან და რეგიონულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან პარტნიორობით. პროგრამის ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID). სამცხე - ჯავახეთში პარტნიორი ორგანიზაციაა ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი.

[sknews.ge]


03.06.2020 ახალციხის ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია მიმდინარეობს – რა დოკუმენტებია საჭირო

01.06.2020 'აბიტურიენტებისთვის გამოცდები სრულიად უსაფრთხოდ ჩატარდება' – ტიკარაძე

30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.06.2020 ‘სოფელი არ ჩაიკეტება, იგეგმება მოსახლეობის თერმოსკრინინგი’ – სამხარეო ადმინისტრაცია

04.06.2020 ‘ინფიცირებული სოფელში ორ გასვენებაში იმყოფებოდა’ - ნინოწმინდის ჯანდაცვის ცენტრი

04.06.2020 ‘სოფლის ჩაკეტვა იგეგმება’ – ყაურმის რწმუნებული

04.06.2020 '44 წლის ნინოწმინდელ კაცს, რომელიც შეცდომით სახლში გაუშვეს კორონავირუსი დაუდასტურდა' – ჯანდაცვის ცენტრი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმზე სამცხე–ჯავახეთის პედაგოგები და დირექტორი დააჯილდოვეს
სამცხე–ჯავახეთში სამმა პედაგოგმა წლის საუკეთესო მასწავლებლის ჯილდო  მიიღო
სამცხე–ჯავახეთში სამოქალაქო განათლების ახალი პროგრამა იწყება
საფეხური: წლის წარმატებული პედაგოგი [Audio]
საფეხური: სამოქალაქო  განათლების პედაგოგთა ფორუმი [აუდიო]
სამოქალაქო განათლების პედაგოგებისა და მოსწავლეებისთვის ბიბლიოთეკა გაიხსნა
ახალციხეში მასწავლებელთა შეფასების სქემა განიხილეს