FM97.5 / LIVE

ადიგენში სტიქიისგან მიყენებული ზარალის ოდენობა ჯერ უცნობია

მთავარისიახლე, ეკონომიკა 30.05.2016
ადიგენში სტიქიისაგან მიყენებულ ზარალს ითვლიან. ზარალის დამთვლელი კომისია, მეორე დღეა მუშაობს, თუმცა, დატბორილი სახლების, დანგრეული საქონლის სადგომების, წყალში დამხრჩვალი შინაური ცხოველისა და ფრინველის ზუსტი რაოდენობა ჯერ უცნობია.

ადიგენში სტიქიისგან მიყენებული ზარალის ოდენობა ჯერ უცნობია

ადიგენის გამგეობაში ამბობენ, რომ ზარალის დამთვლელი კომისია სხვადასხვა მიმართულებებით მუშაობს, თუმცა, ასე ცოტა დროში, რაიმე მონაცემზე საუბარი ნაადრევია.

„ჯერ დეფექტური აქტები დგება, გავიგოთ სად რა ზიანი მიადგა, მერე დავითვლით და შევაფასებთ“, -ამბობს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაქარია ენდელაძე.

სტიქიის ზონაში ზარალის დამთვლელი კომისიის ოთხი ჯგუფი მუშაობს. ამათგან, ორი ინფრასტრუქტურის, ორი კი სოფლის მეურნეობის მიმართულებით ითვლის სტიქიისგან მიყენებულ ზარალს.

„გამგეობის ყველა სამსახური გვეხმარება“, - ამბობს ადიგენის გამგებელი ზაქარია ენდელაძე.

მისი ინფორმაციით, 6 სოფელი: ვარხანი, უნწა, ბენარა, არალი, უდე და ფხერო სტიქიამ ყველაზე მეტად დააზიანა. ზარალის დამთვლელი კომისიაც პირველ რიგში, ამ ტერიტორიებზე მუშაო ს:„რაც შეეხება სხვა სოფლებს, იქ ნაკლები ზიანი აქვთ“.

შეგახსენებთ, გუშინ, 29 მაისს, მოსულმა ძლიერმა წვიმამ და წვიმისგან ადიდებულმა მდინარეებმა და ღელეებმა, ადიგენში 9 სოფელი დააზარალა. აქედან ყველაზე დიდი ზიანი სოფელ ვარხანს მიადგა, სდაც დაიტბორა სახლები და საქონლის სადგომები, განადგურდა ნათესები. ადიდებულმა წყალმა გაიტაცა შინაური ფრინველი და ცხოველი.

სოფელ ვარხანში, მოინგრა ღობეები და დაიტბორა ცენტრალური გზა. ადგილზე მუშაობდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. გზას მძიმე ტექნიკა წმენდდა.

ადიგენის გამგეობაში განმარტავენ, რომ ზარალის დათვლას რამდენიმე დღე დასჭირდება.

ადიგენში სტიქიისგან მიყენებული ზარალის ოდენობა ჯერ უცნობია

[ლუბა გიორგაძე, ადიგენი]


12.08.2020 ‘შეიძლება რისკი შეექმნას სექტემბერში სწავლის დაწყებას’ – ეკატერინე ტიკარაძე

10.08.2020 ახალქალაქის ოთხ სოფელში ბიბლიოთეკები მოეწყო

06.08.2020 სამხედროებსა და მათ ოჯახის წევრებს სახელმწიფო სწავლის საფასურის ნახევარს გადაუხდის

06.08.2020 კოლეჯ ‘ოპიზარში’ ავტორიზაცია კიდევ 8 პროგრამამ გაიარა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

11.08.2020 ორი კვირაა არალი-წარბასთუმნის გზაზე გარე განათება გათიშულია

11.08.2020 ბორჯომში X-XI საუკუნის სარკოფაგი აღმოაჩინეს

11.08.2020 სამცხე-ჯავახეთში 1 თვეში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 26 ფაქტი გამოვლინდა

11.08.2020 14 აგვისტომდე საქართველოში იწვიმებს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

03.08.2020 სამი ციხის ისტორია

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

მსგავს თემაზე

ადიგენში სტიქიით მიყენებული ზარალის ოდენობას ჯერ ისევ ადგენენ
სტიქიამ ადიგენი 153 324 ლარით აზარალა
რაში დაეხმარება ადიგენის გამგეობა სტიქიით დაზარალებულებს
ახალციხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებში სტიქიით მიყენებული ზარალის აღწერა დასრულდა
წყალდიდობა ვარხანში: დატბორილია 25–მდე სახლი, დანგრეულია 3 საქონლის სადგომი
ადიგენში სტიქიისგან  მიყენებულმა ინფრასტრუქტურულმა ზარალმა 800 000 ლარი შეადგინა
აწყურში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან