FM97.5 / LIVE

”ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის” ასპინძაში დღეს აქციას გამართავს

მთავარიპოლიტიკა 25.12.2012
არასამთავრობო ორგანიზაცია ”ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის” პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერებს მთელი საქართველოს მასშტაბით აგროვებს.ორგანიზაციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ასპინძაში გარკვეული პრობლემები შეიქმნა, რადგან ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები მოსახლეობას აშინებენ.

”ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის” ასპინძაში დღეს აქციას გამართავს
”ავრცელებენ ინფორმაციას, თითქოს კარავი მათ [”ნაციონალების”] მიერ არის დადგმული და ამოწმებენ ვინ მოაწერს ხელს, - განმარტავს ორგანიზაცია ”ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის” თავმჯდომარე მიხეილ ანდღულაძე და ამატებს, რომ დღეს დაგეგმილია მათთან შეხვედრები, სიტუაციის გასარკვევად, - პირადად მათ შევხვდებით და დავაფიქსირებთ იმას, რომ ხალხის ნება გარდაუვალია და გონს მოეგონ”.

არასამთავრობო ორგანიზაციამ ”ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის” აქციები მთელი საქართველოს მასშტაბით19 დეკემბერს დაიწყო. პირველი აქცია ქუთაისში გაიმართა,საპარლამენტო ქალაქისკენ კოლონა სამცხე-ჯავახეთის ექვსივე მუნიციპალიტეტიდან გავიდა. საქართველოს პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით ორგანიზაციამ აქციები დასავლეთ საქართველოს რამდენიმე ქალაქში უკვე გამართა

”ერთი კვირის განმავლობაში ქუთაისი, მარტვილი, სამტრედია, ზუგდიდი, ფოთი, ოზურგეთი და ბათუმი მოვიარეთ. ბათუმში სერიოზული დამაგვირგვინებელი აქცია მოვაწყეთ”, - განმარტავს მიხეილ ანდღულაძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით არასამთავრობო ორგანიზაცია ”ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის” ხელმოწერებს თვეზე მეტია აგროვებს. პირველი კარავი მათ ახალციხეში დადგეს.14 დეკემბერს კარავი ასპინძაშიც დასცეს.

დასკვნითი აქციის გამართვას 4 იანვარს, 13 საათზე, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის რეზიდენციასთან გეგმავენ. პარალელურად, აქციები გაიმართება საქართველოს ყველა რეგიონში. ანდღულაძის თქმით, ”ქართველი ერი დააფიქსირებს თავის ნებას, რომელიც დადასტურებული იქნება ხელმოწერებით”.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


16.09.2019 დღეს საჯარო სკოლებში სწავლა იწყება

14.09.2019 ახალციხელმა მოსწავლეებმა წიგნის კითხვის კონკურსში გაიმარჯვეს

13.09.2019 ეროვნული გამოცდებისთვის უნივერსიტეტებმა დამატებითი საგნები შეარჩიეს

13.09.2019 ზარზმის რეაბილიტირებულ სკოლაში სწავლა ოქტომბერში დაიწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

15.09.2019 ახმეტელის თეატრი ახალციხეში – ფესტივალის მესამე დღე

15.09.2019 ფარეხასთან ავარიის შედეგად დაშავებული მკურნალობას თბილისში გააგრძელებს

14.09.2019 ასპინძაში ერთი ტრაილერი მეორეს შეეჯახა

14.09.2019 რას ნახავთ დრამატურგიის ფესტივალის მეორე დღეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

მსგავს თემაზე

ორგანიზაციამ ”ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის” ახალციხეში ოფისი გახსნა
პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერებს ასპინძაშიც აგროვებენ
ასპინძაში პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება გრძელდება
პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერები კარავში გროვდება
პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით ახალციხეში 1850 ხელმოწერა შეგროვდა
”ერთსულოვნებამ” დაგეგმილი აქცია გადადო
პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერები ახალციხეშიც გროვდება