FM97.5 / LIVE

ახალციხეში, სახურავგადახდილ კორპუსში წყალი ჩასდით [PHOTO]

მთავარისიახლე, საზოგადოება 29.05.2016
ახალციხეში, თამარაშვილის N2–ში მდებარე რვასართულიან კორპუსში, რომელსაც გასულ კვირას ქარმა სახურავი გადახადა, წვიმა ჩასდით. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.

ახალციხეში, სახურავგადახდილ კორპუსში წყალი ჩასდით [PHOTO]

ძლიერი წვიმის შედეგად, რვასართულიან კორპუსში მცხოვრებლებთან წვიმა შუადღიდან, დაახლოებით 16:00 საათიდან ჩადის. სახურავიდან ჩასულმა წყალმა ბოლო სამი სართულის: მერვე, მეშვიდე და მეექვსე სართულის მცხოვრებლები დააზარალა.

„წვეთი წყალი არ ჩამოსულა აქამდე. ჩვენ სახურავს გადავაფარეთ ისეთი საფენი, რომ არ უნდა ჩამოგვსლოდა წყალი, თუმცა დღეს დაიწყეს სახურავის შეკეთება და ჩამოგვივიდა“,–ამბობს ნონა თამარაშვილი.

რვასართულიანის მცხოვრებლები ადგილობრივი თვითმმართველობისგან დახმარებას ითხოვენ.

ახალციხის მერიაში აცხადებენ, რომ სახურავგადახდილი კორპუსის შესაკეთებლად სამუშაოები დაწყებულია: "ყველაფერი მზად გვაქვს, მასალაც სახურავზე გვაქვს ატანილი. ამ ამინდის რა ვუყოთ?! დაუკავშირდები ახლა, ჩავლენ და ნახავენ“, – აცხადებს ქალაქის მერის მოადგილე ზაზა გელაძე.

შეგახსენებთ, 23 მაისს, საღამოს, ქარმა ახალციხეში მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა. იმავე დღეს შეიქმნა ზარალის დამთვლელი კომისია და საგანგებო შტაბი, ახალციხის მერის, გიორგი კოპაძის ხელმძღვანელობით.

შპს „მშენებელი 2004“–მა, რომელიც დროის დაზოგვის მიზნით, მერიამ ერთ პირთან მოლაპარაკების წესით შეარჩია, გუშინ 28 მაისს, კორპუსის გადახურვა დაიწყო. თუმცა, ჯერ სამუშაოები დასრულებული არ არის.

ახალციხეში, სახურავგადახდილ კორპუსში წყალი ჩასდით [PHOTO]

ახალციხეში, სახურავგადახდილ კორპუსში წყალი ჩასდით [PHOTO]

ახალციხეში, სახურავგადახდილ კორპუსში წყალი ჩასდით [PHOTO]

ახალციხეში, სახურავგადახდილ კორპუსში წყალი ჩასდით [PHOTO]

ახალციხეში, სახურავგადახდილ კორპუსში წყალი ჩასდით [PHOTO]

[ვარლამ წიკლაური, ახალციხე]


16.09.2019 დღეს საჯარო სკოლებში სწავლა იწყება

14.09.2019 ახალციხელმა მოსწავლეებმა წიგნის კითხვის კონკურსში გაიმარჯვეს

13.09.2019 ეროვნული გამოცდებისთვის უნივერსიტეტებმა დამატებითი საგნები შეარჩიეს

13.09.2019 ზარზმის რეაბილიტირებულ სკოლაში სწავლა ოქტომბერში დაიწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

15.09.2019 ახმეტელის თეატრი ახალციხეში – ფესტივალის მესამე დღე

15.09.2019 ფარეხასთან ავარიის შედეგად დაშავებული მკურნალობას თბილისში გააგრძელებს

14.09.2019 ასპინძაში ერთი ტრაილერი მეორეს შეეჯახა

14.09.2019 რას ნახავთ დრამატურგიის ფესტივალის მეორე დღეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

მსგავს თემაზე

სტიქიის შედეგად სახურავგადახდილი კორპუსის შეკეთება დაიწყეს
ახალციხეში, სტიქისგან სახურავგადახდილ კორპუსში წყალი ჩადის
სახურავგადახდილ კორპუსში დახმარებას ითხოვენ
რვასართულიანი კორპუსის გადახურვა დაიწყეს
ახალციხეში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა
აბასთუმანში ქარმა სახლებს სახურავი გადახადა [ფოტო]
სახურავგადახდილი კორპუსის ეზოს ნარჩენებისგან ასუფთავებენ