FM97.5 / LIVE

სინაგოგის იუბილეს ახალციხეში 150 ქართველი ებრაელი ესწრება

მთავარისიახლე, საზოგადოება 29.05.2016
საქართველოში უძველესი სინაგოგის საიუბილეო ღონისძიებისთვის ახალციხეს 150 ქართველი ებრაელი ესტუმრა, მათი ნაწილი თბილისიდან, ნაწილი კი ისრაელიდან და რუსეთიდან ჩამოვიდა.

სინაგოგის იუბილეს ახალციხეში 150 ქართველი ებრაელი ესწრება

ახალციხეში, რაბათის უბანში, უძველესი სინაგოგის დაარსების 275 და განახლების 153 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებები 14:00 საათზე, ებრაელების ნაშუადღევის ლოცვით დაიწყო.

„20 წელია რუსეთში ვცხოვრობ. მამაჩემი წარმოშობით საქართველოდანაა, ახალციხიდან. ხშირად ჩამოვდივარ საქართველოში. ეს დღე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ყველაფერი რაც უკავშირდება ისრელს და საქართველოს, ჩემთვის ძალიან ძვირფასია“, – ამბობს ქართველი ებრაელი თამარ მოშიაშვილი.

„საქართველოში ებრაელები ერთმუჭად ვართ შეკრული“, – გვეუბნება ეთერ კოკიელოვი, რომელიც ამ დღისთვის ახალციხეში თბილისდან ჩამოვიდა“, – „მიხარია, რომ დღეს აქ ლოცვა ჩატარდა და შესაძლებლობა მქონდა დავსწრებოდი“.

ანზორ თაფლაშვილი ახალცხეში ისრაელიდან ჩამოვიდა.

„ხაიფის რაიონში ვცხოვრობთ. 42 წელია იქ ვარ. მივესალმები ამ ძალიან კარგ ინიციატივას. ყველას დიდი მადლობა, ვინც ამ ღონისძიების ორგანიზება ითავა, რომ გავგე ახალციხეში რაც ხდებოდა, ჩემს მეგობრებთან ერთად ჩამოვედი. ბოლოს ოთხი წლის წინ ვიყავი და მოვინახულე ჩემი მშობლიური მხარე“, – ამბობს იგი და ამატებს, რომ ყველაზე მეტად იმაზე წყდება გული, რომ ახალციხეში ებრაელები ფაქტობრივად აღარ ცხოვრობენ.

საზეიმო ღონისძიებისთვს თბილისიდან ჩამოვიდა კლუბ „26 საუკუნის“ ხელმძღვანელი ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ზაირა დავარაშვილიც: „ქართველი ებრაელი გახლავართ. ჩემთვის ყველაფერი ძვირფასია, რაც საქართველოში ებრაელობასთან და ქართველობასთან არის დაკავშირებული. დღევანდლამდე ისე მოვედი, რომ ჩემი ოჯახის ტრადიციები არ დარღვეულა და ბუნებრივია, რომ დღევანდელი სასახელო დღე ერთ-ერთ სახელოვან ფურცლად ჩაიწრება ქართველთა და ებრაელთა მრავალსაუკონოვან ისტორიაში“.

ახალციხეში სტუმრად იმყოფება აშტოდიის ვიცე მერი მოშე ბოთერაშვილი. სწორედ ამ ქალაქში ცხოვრობენ ყველაზე მეტი ქართველი ებრაელები.

შეგახსენებთ, რომ დღეს ახალციხეში უძველესი სინაგოგის დაარსების 275 და განახლების 153 წლისთავი აღინიშნება. საიუბილეო ღონისძიებებს არაერთ ადგილობრივ სტუმართან ერთად, ებრაული დელეგციები, მინისტრთა კაბინეტი და სხადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები სტუმრობენ.

სინაგოგის იუბილეს ახალციხეში 150 ქართველი ებრაელი ესწრება

სინაგოგის იუბილეს ახალციხეში 150 ქართველი ებრაელი ესწრება

სინაგოგის იუბილეს ახალციხეში 150 ქართველი ებრაელი ესწრება

სინაგოგის იუბილეს ახალციხეში 150 ქართველი ებრაელი ესწრება


[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


10.12.2019 როდის დაიწყება სკოლებში ზამთრის არდადეგები

09.12.2019 'მხიარულ სტარტებში' ახალციხის N1 საჯარო სკოლამ გაიმარჯვა

08.12.2019 არჩევანი – განათლებული და განვითარებული საქართველო

05.12.2019 წიგნიერების დონით ქართველი მოსწავლეები, 79 ქვეყანას შორის ბოლოდან მერვე ადგილზე არიან

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.12.2019 ახალციხეში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

10.12.2019 სამცხე–ჯავახეთში უნალექო ამინდია მოსალოდნელი

10.12.2019 როგორ გააფართოეს საბურთალოს სასაფლაო სუს-ის მაღალჩინოსნის სიმამრისთვის

09.12.2019 ფარეხის გზაზე, სადაც ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა კამერების დამონტაჟებას ითხოვენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

მსგავს თემაზე

ნოდარ ხადური: ქართველი და ებრაელი ერის მეგობრობა კიდევ უფრო განმტკიცდება
ნათელა პატარკაციშვილი: ვულოცავ ყველას და ჩემს თავსაც, რადგან ებრაელი ვარ
სინაგოგის იუბილეს აღნიშვნა კონცერტით დასრულდა
ახალციხეში სინაგოგის იუბილე იზეიმეს [Photo]
სოზარ სუბარი: ებრაელებისა და ქართველების მეგობრობაში ახალციხის დიდი წვლილია
ერეკლე საღლიანი: ქართველი ებრაელობა მსოფლიო უნიკუმია
სინაგოგის იუბილის სტუმრები [Photo]