FM97.5 / LIVE

მტკვარში გადავარდნილ მამაკაცს მეთორმეტე დღეა ეძებენ

მთავარისიახლე, საზოგადოება, შემთხვევა 27.05.2016
ახალციხისა და ბორჯომის სამაშველო სამსახურები და სოფლების ზიკილიისა და აწყურის მკვიდრები, ავტოსაგზაო შემთხვევისას მტკვარში გადავარდნილ მამაკაცს ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ.

მტკვარში გადავარდნილ მამაკაცს  მეთორმეტე დღეა ეძებენ

ამ ეტაპზე სამძებრო სამუშაოები, უკვე შემთხვევის ადგილიდან თბილისის მიმართულებით მიმდინარეობს.

დღეს მაშველებმა, შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით ორ კილომეტრში მამაკაცის პერანგი იპოვეს.

„ვვარაუდობთ, რომ მტკვარში გადავარდნილის უნდა იყოს, თუმცა ჯერ დადგენილი არ არის“, - ამბობს აწყურის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ელგუჯა ჯვარიძე.

მისივე თქმთ, მდინარე ისევ ადიდებულია, რაც სამძებრო სამუშაოებს ართულებს.

შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა 15 მაისს, საღამოს მოხდა. სოფელ აწყურთან, ავტომობილი მდინარის ხეობაში ჩავარდა. „ნივის“ მარკის ავტომობილში სოფელ ზიკილიაში მცხოვრები ცოლ–ქმარი ისხდა. მანქანა წყალში ჩავარდგნისგან ხეებმა იხსნა, ქალი ავარიას გადაურჩა, მამაკაცი კი მდინარემ გაიტაცა.

მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტრო, სსკ-ს 276-ე მუხლის პირველი ნაწილით იკვლევს. რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


08.07.2020 ეროვნულ გამოცდაზე 10 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

07.07.2020 ეროვნული გამოცდების მეორე დღეს 8 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

06.07.2020 ‘საშუალო სირთულის ტესტი იყო’ - პირველი გამოცდა დასრულდა

06.07.2020 ახალციხის საგამოცდო ცენტრში 7 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

07.07.2020 პროტესტი სათხეში – რატომ გადაკეტეს გზა ადგილობრივებმა

07.07.2020 ახალციხის მერია შშმ პირს საცხოვრებელ კორპუსში ლიფტის დამონტაჟებას 4 წელია პირდება

07.07.2020 კაცს, რომელმაც სოფელ კლდეში დამწვრობა მიიღო, ოპერაციას გაუკეთებენ

07.07.2020 ახალციხეში 29 წლის მანანა მჭედლიძეს სასწრაფო ოპერაციისთვის თანხა სჭირდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

მტკვარში  გადავარდნილი  მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მტკვარში გადავარდნილ მამაკაცს მეოთხე დღეა უშედეგოდ  ეძებენ
მაშველებმა, აწყურში, მდინარეში გადავარდნილი მამაკაცის ძებნა შეწყვიტეს
ავარია აწყურში – მაშველები მდინარეში გადავარდნილ მამაკაცს ეძებენ
აწყურში მდინარეში გადავარდნილი მამაკაცის ძებნა განახლდა
ვინ გადაარჩინა აწყურში ავარიით დაშავებული ქალი
ბორჯომთან ავტომანქანა მდინარე მტკვარში გადავარდა