FM97.5 / LIVE

სინაგოგის იუბილეზე დაგეგმილი ღონისძიებების განრიგი

მთავარისიახლე, საზოგადოება 27.05.2016
29 მაისს, საქართველოში ყველაზე ძველი სინაგოგის დაარსების 275 და განახლების 153 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მასშტაბური ღონისძიებებია დაგეგმილი.

სინაგოგის იუბილეზე დაგეგმილი ღონისძიებების განრიგი

29 მაისს, ახალციხეში მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსა და ისრაელიდან მოწვეულ სტუმრებს ელოდებიან. მათი მიღება 14:00 საათზე ახალციხის სინაგოგაში, გურამიშვილის №90–ში გაიმართება. სინაგოგაში ჩატარდება ლოცვაც.

აქედან სტუმრები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად „ახალციხის ციხეზე“ გადაინაცვლებენ. აქ საზეიმო დახვედრა 15:00 საათზე დაიწყება. ღონისძიებაში მონაწილეობას ახალციხის ფოლკლორული ანსამბლი „მესხეთი“ და ასევე ადგილობრივი ქორეოგრაფიული ანსამბლი „მესხი ფრთოსანი“ მიიღბენ. სტუმრებს ახალციხის მერი გიორგი კოპაძე მიესალმება. ამის შემდეგ ციხეზე თვითნასწავლი მხატვრის, მიხეილ იაძის ნახატების და ასევე ახალციხის სამხატვრო სკოლის ნიმუშების გამოფენა მოეწყობა.

ფურშეტამდე, რომელიც განრიგით 16:00 საათზეა გაწერილი, სტუმრები „ახალციხის ციხის“ კომპლექსსა და მუზეუმს დაათვალიერებენ.

მოგვიანებით, 18:00 საათზე კი მესხეთის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში ქართულ–ებრაული, 26 საუკუნოვანი მეგობრობისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება. მასში მონაწილეობას ქართული ესტრადის ცნობილი ვარსკვლავები მიიღებენ.

უძველესი სინაგოგის იუბილე ახალციხეში მერიის ინიციატივითა და ორგანიზებით იმართება. ღონისძიებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 30 ათასი ლარი იხარჯება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ერთადერთი უძველესი სინაგოგა 1863 წელსაა აშენებული. მასში, წლების განმავლობაში სალოცავად 400–მდე ებრაელი იკრიბებოდა. ახლა კი მას მხოლოდ ერთი მლოცველი სიმონ ლევიშვილი ჰყავს.

[sknews.ge]


18.04.2019 მოსწავლეების თვალით დანახული პრობლემები – კონფერენცია ახალციხეში

17.04.2019 აზავრეთის სკოლის მოსწავლეებმა სწავლა განაახლეს

16.04.2019 მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის თავისუფალი დასწრება გაუქმდა

15.04.2019 მეორე კვირაა მოსწავლეები აზავრეთის სკოლაში არ დადიან – პროტესტი გრძელდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.04.2019 მოსწავლეების თვალით დანახული პრობლემები – კონფერენცია ახალციხეში

18.04.2019 სამცხე–ჯავახეთში ყოველ მესამე და შემდგომ ბავშვზე დახმარებას აღარ მიიღებენ

17.04.2019 ქაღალდი, მინა, პლასტმასი და მეტალი – ნარჩენების დახარისხება სავალდებულო ხდება

17.04.2019 ‘ვანის ქვაბებს’ ილიაუნის და ფლორენციის უნივერსიტეტის მეცნიერები შეისწავლიან

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

ახალციხეში სამთავრობო დელეგაციას და ისრაელიდან მოწვეულ სტუმრებს ელოდებიან
სინაგოგის ერთადერთი მლოცველი  [Video]
ახალციხეში სინაგოგის იუბილე იზეიმეს [Photo]
ახალციხის ციხეზე ადგილობრივი ანსამბლები კონცერტს მართავენ
სინაგოგის იუბილეს აღნიშვნა კონცერტით დასრულდა
‘ახალციხელობის’ დღესასწაულზე დაგეგმილი ღონისძიებების განრიგი
ახალციხეში უძველესი სინაგოგის იუბილის აღნიშვნა დაიწყო [PHOTO]