პროკურორი: 'მიწაზე ყალბი დოკუმენტები ბრალდებულის თხოვნით შედგა'

მთავარისიახლე, სამართალი 26.05.2016
ბაკურიანის მიწების საქმეში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს; დაკავებული ბრალს აღიარებს; პროკურატურა მასთან საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს.

პროკურორი: 'მიწაზე ყალბი დოკუმენტები ბრალდებულის თხოვნით შედგა'

დღეს, 26 მაისს ახალციხის რაიონული სასამართლო ბრალდებული ა.ბოლოთაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე საათზე მეტ ხანს მსჯელობდა.

პროკურატურა ბოლოთაშვილს ე.წ. კოხტა გორის მიმდებარე ტერიტორიაზე სახელმწიფოს კუთვნილი ფართობის მოტყუებით და თაღლითურად მისაკუთრებას ედავება. საუბარია 4 000 კვადრატულ მეტრზე, რომლის ღირებულებაც 259 448 ლარია. ბაკურიანის მკვიდრს ბრალი სსკ–ის 180–ე (თაღლითობა) და 362–ე ( ყალბი დოკუმენტის შეძენა–გამოყენება, სამი ეპიზოდი) მუხლებით ედება.

ბოლოთაშვილმა სასამართლო პროცესის დაწყებისთანავე განაცხადა, რომ წარდგენილ ბრალში თავს დამნაშავედ ცნობს.

პროკურორ პეტრე მანველიშვილის განცხადებით, ბოლოთაშვილს მიწის რეფორმის დროს მიწის ნაკვეთი არ გადასცემია. თუმცა, მან 2015 წლის 30 დეკემბერს შეადგინა საკადასტრო ნახაზი, ასევე იცოდა, რომ საჯარო რეესტრი ცნობას მოსთხოვდა: „მან ბაკურიანის გამგებლისგან გოჩა გობრონიძისგან ყალბი ცნობა მოიპოვა, შემდეგ კი საჯარო რეესტრის თანამშრომლები შეცდომაში შეიყვანა და ნაკვეთი დაირეგისტრირა“.

გარდა ამისა, პროკურორის განცხადებით, მოწმეებმა სწორედ ბოლოთაშვილის თხოვნით დაწერეს ყალბი განცხადებები იმის შესახებ, რომ თითქოს ნაკვეთი ამისი იყო.

მანველიშვილმა სასამართლოში ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებაზე იშუამდგომლა. მისი თქმით, შესაძლოა იგი გამოძიებას მიემლოს, ასევე, გაანადგუროს მტკიცებულებები: „ახლა მას გაქარწყლებული აქვს ნასამართლეობა და ეს გავლენას ვერაფერზე მოახდენს, მაგრამ მის მის პიროვნულ მახასიათებლად შეიძლება განისაზღვროს ის ფაქტი, რომ იგი წარსულში ხულიგნობაზეა ნასამართლევი“.

არ დაეთანხმა ბრალდების მხარეს ბოლოთაშვილის ადვოკატი გიორგი გელხაური. მისი თქმით, ბრალდებული თანამშრომლობს გამოძიებასთან და სრულად აღიარებს ბრალს. ასევე, დაკავებისას მას წინააღმდეგობა არ გაუწევია.

„ბოლოთაშვილს ბაკურიანში აქვს თავისი ბიზნესი და დასაქმებული ჰყავს 50–მდე კაცი: „ბანკიდან საკმაოდ დიდი სესხი აქვს აღებული. გარდა ამისა, ჰყავს მცირე წლოვანი შვილი, მეუღლე და დედა. ამდენად ის არსად მიიმალება“, – ამბობს გელხაური და ამატებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ვერც მტკიცებულებებს გაანადგურებს, რადგან ყველა დოკუმენტი გამოძიებას უკვე მოპოვებული აქვს.

ადვოკატმა აღკვეთს ღონისძიებად 15 000 ლარის გირაოს შეფარდება ითხოვა: „თანახმა ვართ ჩააბაროს საზღვარგარეთის პასპორტი და პერიოდულად გამოცხადდეს გამოძიებასთანაც“.

მოსამართლე გიორგი ლონდარიძემ დაცვის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ბოლოთაშვილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.
როგორც სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ გელხაურმა გაანცხადა, ამ დროისთვის პროკურატურასთან მიმდინარეობს მოლაპარაკება საპროცესო შეთანხმებაზე: „შესაძლოა საპროცესო ნებიმისმიერ დროს გაფორმდეს“.

დაცვის მხარეს ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი გაასაჩივრებს თუ არა ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას.

შეგახსენებთ, ა. ბოლოთაშვილი პროკურატურამ მის სამუშაო ადგილზე ბაკურიანში 24 მაისს სასამართლოს განჩინებით დააკავა. იგი ბოლო ორი თვის განმავლობაში ბაკურიანის მიწების საქმეზე მეხუთე ბრალდებულია.

ტყის ნაწილი ბაკურიანში, რომელიც დაახლოებით ერთი თვის ვადაში ადგილობრივებმა დაისაკუთრეს და ნაწილმა გაყიდა კიდეც, დაყადაღებულია. ყადაღა ამ დროისთვის 46 ნაკვეთს ადევს. ბოლოთაშვილის ნაკვეთი მათ შორის ერთ–ერთია.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


17.01.2017 მოხის სკოლის საქმეს განათლების სამინისტროს აუდიტი სწავლობს

16.01.2017 რამდენით და რომელ პედაგოგებს ემატებათ ხელფასი იანვრიდან

16.01.2017 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2017 შემცირებული თანამშრომლები და ხელფასები მესხეთის თეატრში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.01.2017 'ორბელიანი–საქართველომ' იდეების კონკურსის მესამე ეტაპი დაიწყო

17.01.2017 2016 წელს, სიმთვრალის გამო, მართვის მოწმობა 30 174 მძღოლს ჩამოერთვა

17.01.2017 დღეს საქართველოში ბავშვთა პირველი ჰოსპისი გაიხსნება

16.01.2017 მთის ამბები: აკაკი ბერიძის ვიდეობლოგი ჯავახეთიდან [Video]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.01.2017 სომეხთა სამოციქულო ეკლესიამ ქრისტეშობა იზეიმა [Video]

28.12.2016 გზა მცირე მეწარმეობიდან ევროპული ბაზრისაკენ [Video]

29.11.2016 ხელოვნება ხის ფესვებით [Video]

29.11.2016 რა ღონისძიებები ტარდება ჯანსაღი პროდუქტის მისაღებად ფერმაში [Video]

მსგავს თემაზე

ბაკურიანის მიწების საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს
ბაკურიანის მიწების საქმეში ბრალდებულთან საპროცესო გაფორმდა
ბაკურიანის მიწების საქმეზე კომპანია „X ჯგუფის“ მფლობელი დააკავეს
„X ჯგუფის“ მფლობელს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
3 გასამართლებული და სახელმწიფოსთვის დაბრუნებული 1,5 მლნ–ის ქონება
ბაკურიანის მიწების საქმეში  ბრალდებულებთან საპროცესო გაფორმდა
ადიგენში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულმა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებაზე თანხმობა განაცხადა