FM97.5 / LIVE

ახალციხის სტადიონზე სპორტული ღონისძიებები მიმდინარეობს

მთავარისიახლე, საზოგადოება 26.05.2016
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ახალციხეში სპორტული აქტივობებით დაიწყო. ცენტრალურ სტადიონზე, სკოლის ნაკრებებს შორის, მძლეოსნობასა და ფეხბურთში შეჯიბრი გიმართა.

ახალციხის სტადიონზე სპორტული ღონისძიებები მიმდინარეობს

შეჯიბრი მძლეოსნობაში 12:00 საათზე დაიწყო. მასში ახალციხის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. თითოეული გუნდი ოთხი მორბენალით იყო დაკომპლექტებული: ორი გოგონა და ორი ვაჟი.

მძლეოსნობაში პირველი ადგილი მესამე საჯარო სკოლამ მოიპოვა; მეორე ადგილზე მეხუთე საჯარო სკოლა გავიდა; მესამე ადგილი კი პირველმა საჯარო სკოლამ დაიკავა.

"რა თქმა უნდა ცოტა სანერვიულო იყო, მაგრამ მაინც კარგად ვირბინეთ. მე–3 სკოლამ დავიკავეთ პირველი ადგილი, ძალიან გახარებულები ვართ. მინდა, რომ ყველა შეჯიბრში პირველ ადგილზე გავიდეთ“, – ამბობს მე–3 საჯარო სკოლის მოსწავლე ირინა აკოფიანი.

გამარჯვებული გუნდები ფასიანი საჩუქრებითა და შესაბამისი მედლებით 17:00 საათზე, ახალციხის ციხის ტერიტორიაზე დაჯილდოვდებიან.
მძლეოსნობის შემდეგ, ცენტრალურ სტადიონზე სკოლის გუნდებს შორის ფეხბურთის მატჩი გაიმართა.

შეგახსენებთ, რომ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ახალციხეში მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ღონისძებები თამარაშვილის ქუჩაზე სამხედრო ტექნიკის გამოფენით გაიხსნა. გამოფენას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

13:00 საათიდან ახალციხის ციხის ტერიტორიაზე, ხალხური რეწვის ნიმუშთა გამოფენა, სპორტული აქტივობები და კულტურული საღამო გაიმართება. საზეიმო ღონსიძიებები 21:30 საათზე, საქართველოს ჰიმნითა და ფოიერვერკით დასრულდება.

ახალციხის სტადიონზე სპორტული ღონისძიებები მიმდინარეობს

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


03.12.2019 'ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ' - ინკლუზიური განათლება საქართველოსა და სომხეთში

02.12.2019 ეროვნული გამოცდების უცხოური ენების ტესტებში ცვლილებებია

14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.12.2019 5 დეკემბერს ახალციხეში დენი აღარ გაითიშება – 'ენერგო–პრო ჯორჯია'

04.12.2019 ახალციხის ცხრა სოფელს ახალი ამბულატორია ექნება

04.12.2019 მართლმადიდებლები ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას აღნიშნავენ

04.12.2019 5 დეკემბერს ახალციხეში დენი გაითიშება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

20.11.2019 ‘თუ წარმატებული ვიქნები, თემსაც დავეხმარები და ქვეყანასაც’ – აქტიური ახალგაზრდა სხვილისიდან

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

მსგავს თემაზე

შეჯიბრი ჭადრაკში
მძლეოსნობაში რეგიონის პირველობა ასპინძის და ბორჯომის სკოლების გუნდებმა მოიპოვეს
გარბენში რეგიონის პირველობა ახალციხის გოგონათა და ვაჟთა გუნდებმა მოიპოვეს
ინტელექტუალურ შეჯიბრში ვალის პირველმა სკოლამ გაიმარჯვა
ნახატებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა [Photo]
ახალციხეში სასკოლო სპორტული ოლიმპიდის კვირეული დასრულდა
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა დასრულდა