FM97.5 / LIVE

საფინანსო სამსახური: ფორსმაჟორულ ვითარებაში ვმუშაობთ

მთავარისიახლე, პოლიტიკა, ეკონომიკა 25.05.2016
ახალციხის საკრებულოს საფინანსო – საბიუჯეტო სამსახურში ამბობენ, რომ ფორსმაჟორულ ვითარებაში მუშაობენ, რაზეც საკრებულოს თავმჯდომარე პასუხობს, რომ მეტად უნდა დაიტვირთონ.

საფინანსო სამსახური: ფორსმაჟორულ ვითარებაში ვმუშაობთ

დღეს, 25 მაისს, საკრებულოს სხდომაზე საფინასო -საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ლიანა ხმალაძემ საკრებულოს დეპუტატებს მიაწოდა ინფორმაცია, იმის შესახებ, როგორ ართმევს თავს სამსახურის 7 თანამშრომელი დაკისრებულ მოვალეობას.

„ფორსმაჟორულ სიტუაციაში ვმუშაობთ ყველა თანამშრომელი, რათა დოკუმენტები წესრიგში იყოს“, – განაცხადა ლიანა ხმალაძემ.

საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ლომიძემ ლიანა ხმალაძეს მოუწოდა თანამშრომლები მეტად დატვირთოს: „თვითმართველობის გაძლიერებისათვის მნიშვნელოვანია საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის კარგი მუშაობა“.

რაზეც ხმალაძემ უპასუხა, რომ თუ მათ საქმიანობაში ეჭვი ეპარება, შეუძლია თავად შეამოწმოს მათი მუშაობა: „შეგიძლიათ ერთი საათით მოხვიდეთ და დააკვირდეთ თქვენ და ჟურნალისტები ჩვენს მუშობას“.

შეგახსნებთ, დღეს, 25 მაისს, ქალაქ ახლაციხის საკრებულოს სხდომაზე ოთხი ააიპ-ისა და ერთი სამსახურის ანგარიში მოისმინეს.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.11.2019 სეს-მა ახალციხეში მუსლიმური სკოლა-პანსიონი დააჯარიმა

18.11.2019 'პოლიციამ გამოიჩინა პროფესიონალიზმი და იმოქმედა კვალიფიციურად'– კახა კალაძე

18.11.2019 პარლამენტთან აქციის დაშლის შემდეგ საავადმყოფოში სამი პირი გადაიყვანეს

18.11.2019 არასამთავრობო ორგანიზაციების საგანგებო განცხადება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ქალაქ ახალციხის საკრებულოს სხდომაზე გატანილი ‘უხერხული საკითხი’
კუთვნილი ულუფა სახლში მიტანით
ახალციხის საკრებულომ ააიპ-ების ანგარიში მოისმინა
ახალციხის საკრებულოს უმცირესობა მერიას მიდგომებს უწუნებს
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დეპუტატებს ანგარიში წარუდგინა
ახალციხის მერმა საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის უფროსი დანიშნა
შუსრულდა თუ არა ახალციხის 2015 წლის ბიუჯეტი 100%–ით?