სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ასპინძის გამგეობაში 11 პოზიცია ისევ ვაკანტურია

მთავარისიახლე, პოლიტიკა 25.05.2016
ასპინძის გამგეობაში საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი დასრულდა. საკონკურსო საატესტაციო კომისიამ გასაუბრების შედეგად მხოლოდ ერთი თანამშრომელი შეარჩია.

ასპინძის გამგეობაში 11 პოზიცია ისევ ვაკანტურია

ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობაში გასაუბრება 18 მაისს ჩატარდა, ორი კონკურსატიდან მხოლოდ ერთი, შოთა ინასარიძე გამოცხადდა. ინასარიძე ჭობარეთის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადენლად დაინიშნება.

როდის გამოცხადდება დარჩენილ 11 პოციზიაზე კონკურსი ამ ეტაპზე უცნობია.

შეგახსენებთ, რომ ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობამ საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი 12 პოზიციაზე გამოაცხადა. 56 კონკურსანტიდან ტესტირებაზე 14 გამოცხადდა, მაგრამ თოთხმეტივე ჩაიჭრა.

მესამე ეტაპზე – გასაუბრებაზე მხოლოდ ის ორი კონკურსანტი გადავიდა, რომლებსაც ტესტირება წინა კონკურსზე ჰქონდათ ჩაბარებული.

ამ დრომდე ვაკანტურია შემდეგი პოციზიები:
სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სპეციალისტი მობილიზაციის საკითხებში;
გამგებლის წარმომადგენელი სოფელ ძველში;
გამგებლის წარმომადგენელი სოფელ თმოგვში;
გამგებლის წარმომადგენელი სოფელ ნაქალაქევსა და ფიაში;
გამგებლის წარმომადგენელი სოფელ ვარგავსა და თოკში;
გამგებლის წარმომადგენელი სოფელ საროსა და ნიჯგორში;
გამგებლის წარმომადგენელი სოფელ ხერთვისსა და გულსუნდაში;
გამგებლის წარმომადგენელი სოფელ რუსთავში;
გამგებლის წარმომადგენელი სოფელ იდუმალაში;
გამგებლის წარმომადგენელი სოფელ ოთაში;
გამგებლის წარმომადგენელი სოფელ ივერიაში.

გარდა აღნიშნულისა, ასინძის გამგეობაში ვაკანტურია საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტის პოზიციაც.

[თინათინ ზაზაძე, ასპინძა]


16.02.2018 ანსამბლ 'მესხეთს' პირველი სკოლა ფართს მხოლოდ ერთი წლით მიაქირავებს

15.02.2018 ახალციხის მერია სტუდენტებისთვის 1000–ლარიან სტიპენდიას აწესებს

15.02.2018 საატესტატო გამოცდები შეცვლილი ფორმატით ჩატარდება

14.02.2018 2018 წელს ასპინძის ექვს სკოლაში საპირფარეშოებს გაარემონტებენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.02.2018 შსს–მ სამცხე–ჯავახეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო

17.02.2018 ხვალიდან საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი

17.02.2018 შსს სამცხე–ჯავახეთში დროებითი მოთავსების იზოლატორებს განაახლებს

16.02.2018 ანსამბლ 'მესხეთს' პირველი სკოლა ფართს მხოლოდ ერთი წლით მიაქირავებს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

მსგავს თემაზე

ასპინძაში გასაუბრებას ორი კონკურსანტი გაივლის
ასპინძაში 11 ვაკანტურ პოზიციაზე 61 განაცხადი შევიდა
ასპინძაში საჯარო მოხელეთა შესარჩევ ტესტირებაზე ყველა კონკურსანტი ჩაიჭრა
ასპინძის გამგეობა 11 პოზიციაზე კონკურსს მეორედ აცხადებს
ასპინძაში საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსის პირველი ეტაპი დასრულდა
ასპინძის გამგეობამ ახალი თანამშრომლების შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა
ასპინძის გამგეობამ საჯარო მოხელე  8  პოზიციაზე შეარჩია