FM97.5 / LIVE

ბაკურიანის მიწების საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

მთავარისიახლე, სამართალი 24.05.2016
ბაკურიანის მიწების საქმეზე პროკურატურამ თაღლითობისა და ყალბი დოკუმენტის შეძენა–გამოყენების ბრალდებით კიდევ ერთი ადგილობრივი მისცა პასუხისგებაში.

ბაკურიანის მიწების საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

დიაკონაშვილის, რობაქიძის, გვალიასა და ჩახალიანის შემდეგ, პროკურატურამ 1982 წელს დაბადებული ა. ბოლოთაშვილის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დააყენა.

იგი ბაკურიანში დღეს, 24 მაისს დააკავეს. გამოძიება ბოლოთაშვილს ე.წ. კოხტა გორის მიმდებარე ტერიტორიაზე დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი ფართობის მოტყუებით და თაღლითურად მისაკუთრებას ედავება. საუბარია 4 000 კვადრატულ მეტრზე, რომლის ღირებულებაც 259 448 ლარია.

იგი თაღლითობასა (სსკ–ის 180–ე მუხლი) და ყალბი დოკუმენტის შეძენა–გამოყენების (362–ე მუხლებით) ბრალდებით დააკავეს. მას გამოძიება 362–ე მუხლის ბ ქვე პუნქტით გათვალისიწნებულ დანაშაულს სამ ეპიზოდში ედავება.

დაკავებულს ამ დრომდე ბრალი არ წარდგენია. პროკურატურაში აცხადებენ, რომ შესაძლოა მას ბრალი დაუმძიმდეს, რადგან საქმე სხვა ნაკვეთებსაც ეხება.

ბოლოთაშვილი ერთ–ერთია იმ 27–კაციანი სიაში, რომელთა ნაკვეთებსაც ყადაღა ახალციხის რაიონულმა სასამართლომ მიმდინარე წლის 24 თებერვალს დაადო.

შეგახსენებთ, სამცხე–ჯავახეთის საოლქო პროკურატურამ თაღლითობასა (სსკ–ის 180–ე მუხლი) და ყალბი დოკუმენტის შეძენა–გამოყენების (362–ე მუხლებით) ბრალდებით გარდა ბოლოთაშვილისა პასუხისგებაში ბოლო ორი თვის განმავლობაში კიდევ ოთხი პირი მისცა.

ტყის ნაწილი ბაკურიანში, რომელიც დაახლოებით ერთი თვის ვადაში ადგილობრივებმა დაისაკუთრეს და ნაწილმა გაყიდა კიდეც, დაყადაღებულია. ყადაღა ამ დროისთვის 46 ნაკვეთს ადევს.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.06.2020 ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი აქვს

01.06.2020 პირველი ივნისიდან ყველა სახის სავაჭრო ობიექტი გაიხსნა

01.06.2020 წაღვერში მილიონ ლარად რეაბილიტირებულ კულტურის სახლში წყალი ჩავიდა

31.05.2020 ‘ყოველი მეოთხე ადამიანი გვეღუპება თამბაქოს მოხმარებით, აქედან 300 ბავშვია’ - სტურუა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ბაკურიანის საქმეზე ბრალი მერვე პირს წაუყენეს
ბაკურიანის მიწების საქმეზე კომპანია „X ჯგუფის“ მფლობელი დააკავეს
ბაკურიანის მიწების საქმეში ბრალდებულთან საპროცესო გაფორმდა
პროკურორი: 'მიწაზე ყალბი დოკუმენტები ბრალდებულის თხოვნით შედგა'
3 გასამართლებული და სახელმწიფოსთვის დაბრუნებული 1,5 მლნ–ის ქონება
ბაკურიანის მიწების საქმეში  ბრალდებულებთან საპროცესო გაფორმდა
პროკურატურასთან შეკრებილი ბაკურიანელები დაიშალნენ