FM97.5 / LIVE

ჩინეთში კიდევ ერთი ქართული ღვინის სახლი გაიხსნა [R]

მთავარირეკლამა 23.05.2016
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჯეძიანის (Zhejiang) პროვინციის ქალაქ იუში (Yiwu) „ქართული ღვინის სახლი“ გაიხსნა, რომელიც „სუოლუნ კომპანის“ მიერ გახსნილი რიგით მეოთხე ობიექტია, სადაც ხდება ქართული ღვინის რეალიზაცია და პოპულარიზაცია.

ჩინეთში კიდევ ერთი ქართული ღვინის სახლი გაიხსნა [R]

ქათული ღვინის მაღაზია-სალონების ქსელი სახელწოდებით „ქართული ღვინის სახლი“ ჩინეთში თანდათან უფრო პოპულარული ხდება. „სუოლუნ კომპანია“ მაისის ბოლოს კიდევ სამ „ქართული ღვინის სახლს“ გახსნის სინძიანის პროვინციაში. სულ წლის ბოლომდე, ჩინეთის მასშტაბით, კომპანია 80-მდე „ქართული ღვინის სახლის“ გახსნას გეგმავს. „სუოლუნ კომპანის“ გენერალური დირექტორი ისიაო ძიუნუმი მიიჩნევს, რომ „ქართული ღვინის სახლის“ რაოდენობის ზრდა ჩინეთში ხელს შეუწყობს ქართული ღვინის პოპულარიზაციას, სადაც დაინტერესებული მომხმარებელი არა მარტო ღვინოს, არამედ ქართულ კულტურასა და ისტორიასაც გაეცნობა.

ქალაქ იუს ლოჯისტიკურ ცენტრში, ასევე გაიხსნა ქართული ღვინის საწყობი, საიდანაც „ქართული ღვინის სახლის“ ქსელი სისტემატიურად მომარაგდება ღვინოებით. ქართული ღვინის საწყობის გახსნას ესწრებოდნენ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს სპეციალური წარმომადგენელი ჩინეთში მაია ცქიტიშვილი და სხვა დელეგატები.

ჩინეთში უკვე 15 „ქართული ღვინის სახლია“ (მაღაზია, სალონი, პავილიონი, ცენტრი), რომელიც სხვადასხვა კომპანიამ ბოლო ორ წელიწადში გახსნა.

2015 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ქართული ღვინის ექსპორტის კუთხით - ზრდამ 2014 წელთან შედარებით 122%-ს მიაღწია, ექსპორტმა ჯამში 2 672 154 ბოთლი (0,75 ლ) შეადგინა. ჩინეთმა ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში მეოთხე ადგილი დაიმკვიდრა რუსეთის, ყაზახეთისა და უკრაინის შემდეგ. ზრდის ტემპები წელსაც შენარჩუნებულია - იანვარ-აპრილის მონაცემებით, ჩინეთი ექსპორტირებულია 779 425 ბოთლი, ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედართებით 58% შეადგინა.

ჩინეთში ქართული ღვინის ექსპორტის ასეთი მატება განაპირობა სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებულმა აქტიურმა მარკეტინგულმა ღონისძიებებმა. 2015 წლის ივლისში პეკინში, გაიხსნა ქართული ღვინის პოპულარიზაციის ცენტრი, ქართული ღვინო მონაწილეობს ჩინეთში გამართულ ყველა მნიშვნელოვან საერთაშორისო გამოფენაზე, ჩინელი ღვინის პროფესიონალების, მედიისა და მოყვარულებისთვის საქართველოში ეწყობა ღვინის ტურები და ა.შ.

[sknews.ge]


07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

04.11.2019 ახალციხეში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

14.11.2019 თამარაშვილის ქუჩაზე სანიაღვრე არხის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა

14.11.2019 რა გაკეთდება რეგფონდიდან მიღებული 1 158 695 ლარით ნინოწმინდაში

13.11.2019 ახალციხის სკვერში ატრაქციონის ჩამოვარდნის დროს საქანელაზე ბავშვი იჯდა [ვიდეო]

13.11.2019 თბილისში ნანი მანველიშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

პეკინში ქართული ღვინისა და ჩინურ-ქართული ფოლკლორის დღე აღინიშნა [R]
ქართული ღვინის ფესტივალი ჰონგ-კონგსა და შანხაიში [R]
22 სექტემბერს "ქართული ღვინის კვირეული“ იწყება [R]
ღვინის სააგენტო - ღვინის წლიური ექსპორტი 38%-ით გაიზარდა
„ივნისი - ქართული ღვინის თვე“ აშშ-ში [R]
ქართული ღვინის პრეზენტაციები აშშ-ში  [R]
ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ღვინის ექსპორტი 85%–ით გაიზარდა