FM97.5 / LIVE

ქართულის გამოცდაზე ორი პირი ჩაიჭრა

მთავარისაზოგადოება, განათლება 21.05.2016
ქართულ ენასა და ლიტერატურაში გამოსაშვები გამოცდა დასრულდა. ახალციხის საჯარო სკოლებში დარეგისტრირებული ახალგაზრდებიდან ტესტირებაში ორი მათგანი ჩაიჭრა.

ქართულის გამოცდაზე ორი პირი ჩაიჭრა

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე მეხუთე საჯარო სკოლაში ყველაზე მეტი, 123 მოსწავლე იყო დარეგისტრირებული, მათგან მეთორმეტეკლასელი – 117, დანარჩენი ექვსი კი გასულ წლებში ჩაჭრილი და ექსტერნის ჩაბარების მსურველი ახალგაზრდები იყვნენ.

დარეგისტრირებული მოსწავლეებიდან გამოცდაზე ერთი მათგანი არ გამოცხადდა, ერთმა კი მინიმალური ქულა – 5.5, ვერ გადალახა.
ქულათა საჭირო რაოდენობა ვერ დააგროვა პირველ საჯარო სკოლაში დარეგისტრირებულმა კიდევ ერთმა მოზარდმა.

,,მე–12 კლასელი არ არის, წინა წლებში ვერ დააგროვა საჭირო რაოდენობის ქულები და კიდევ ერთხელ გავიდა გამოცდაზე“, – განმარტავს პირველი საჯარო სკოლის დირექტორი ჟუჟუნა გოგოლაური.

პირველ საჯარო სკოლაში სულ რეგისტრირებული იყო 87 მოსწავლე, მათგან 78 მეთორმეტეკლასელი.

ქალაქ ახალციხეში არსებულ დანარჩენ სკოლებში ბარიერი ყველა მოსწავლემ გადალახა.

გამოცდა ჩააბარეს:

#2 საჯარო სკოლის დამამათვარებელი კლასის 34–მა მოსწავლემ;
#3 საჯარო სკოლაში დარეგისტრირებულმა 40–მა მონაწილემ (2 ექსტერნის მსურველი);
#6 საჯარო სკოლის 18–მა მოსწავლემ;
კერძო სკოლა "მზექას“ 19–მა მოსწავლემ.

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შემდეგ, მოსწავლეები ტესტირებას კიდევ 3 საგანში: უცხო ენაში, ისტორიასა და მათემატიკაში ჩააბარებენ. გამოსაშვები გამოცდები 25 მაისს დასრულდება.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


19.02.2020 შრომატევადი და დაძლეული საქმე - მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლები სამცხე-ჯავახეთიდან

13.02.2020 ჟვანიას სკოლამ ახალციხეში 'სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის' კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა

10.02.2020 ესეების კონკურსში ახალციხელმა სტუდენტებმა გაიმარჯვეს

10.02.2020 ახალქალაქში, ბურნაშეთისა და ბარალეთის სკოლებში ბიბლიოთეკები მოეწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.02.2020 ‘ტაო’ გასვლითი მატჩისთვის ემზადება

20.02.2020 ‘ორნამენტები ქართულ მეჩეთებში’ - 25 თებერვალს კატალოგის პრეზენტაცია გაიმართება

20.02.2020 დაგვეხმარეთ მაუწყებლის გადარჩენაში – აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტები დიპლომატებს მიმართავენ

19.02.2020 ახალციხის სამუსიკო სკოლას რეაბილიტაციისთვის ამზადებენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

15.02.2020 თისელის ამბებს გიყვებით [ფოტო]

14.02.2020 გორგული – გორებს შორის მოქცეული სოფლის ისტორია [ფოტო/ვიდეო]

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სკოლებში საატესტატო გამოცდები დაიწყო
ახალციხეში 284 მეთორმეტეკლასელიდან გამოსაშვები გამოცდა 25–მა ვერ ჩააბარა
სკოლებში გამოსაშვები გამოცდები მიმდინარეობს
დღეს სკოლის გამოსაშვები გამოცდები მოსწავლეებმა ისტორიასა და ფიზიკაში ჩააბარეს
საჯარო სკოლებში მე–11 კლასის გამოსაშვები გამოცდები დასრულდა
ახალციხის სკოლებიდან ქიმიის გამოცდაში 5 მეთერთმეტე კლასელი ჩაიჭრა
რამდენი მოსწავლე ჩაიჭრა მათემატიკასა და ფიზიკაში ახალციხის სკოლებში