FM97.5 / LIVE

სკოლები უექიმოდ [Video]

მთავარისაზოგადოება » განათლება 20.12.2012
რატომ გაუქმდა სკოლებში ექიმის შტატი; ვის მიმართავენ დახმარებისთვის მოსწავლეები და რას ითხოვენ მშობლები.

სკოლები უექიმოდ [Video]
ახალციხის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლემ, ანა მინასიანმა, ორი დღის წინ სკოლაში ხელი დაიწვა. თუმცა, იმის გამო, რომ სკოლაში ექიმი არ ჰყავთ, დახმარებისთვის ვერვის მიმართა. ახალციხის მეორე საჯარო სკოლაში არც ექიმი ჰყავთ და არც ექთანი.

”მიმაჩნია, რომ აუცილებლად უნდა გვყავდეს ექიმი ან ექთანი მაინც. როცა რაიმე დახმარება გვჭირდება, მასწავლებელს მივმართავთ, ან საერთოდ არ ვამბობთ“, -გვეუბნება ამავე სკოლის მოსწავლე ემა ნაზარიანი.

მეორე საჯარო სკოლის დირექტორი მარინა ზედგინიძე ამბობს, რომ ექთნის საშტატო ადგილი სკოლაში მაშინ გაუქმდა, როცა განათლების სამინისტრომ შტატების შემცირება დაიწყო.

„ვის აღარ მივმართეთ, მაგრამ ყველამ უარი განგვიცხადა დახმარებაზე. რამდენიმე დღის წინ მასწავლებელი გახდა ცუდად, ისე დავიბენით, სასწრაფოს მოსვლამდე მასწავლებელი ლამის მოგვიკვდა. ექიმი რომ გვყოლოდა, ასეთ დღეში არ ჩავვარდებოდით. როგორი აუცილებელიც სკოლაში მასწავლებელია, ასევე აუცილებელია ექიმი. ასე ჩვენც უფრო დაზღვეულები ვიქნებით და მოსწავლეებიც“, - ამბობს იგი.

მეორე სკოლის მსგავსად, ორი წელია, არც ექიმი ჰყავთ და არც ექთანი ახალციხის მეექვსე საჯარო სკოლაშიც.
დირექტორის მოადგილე ეკა დალალიშვილი ამბობს, რომ საჭიროების შემთხვევაში მოსწავლეებს პედაგოგები ეხმარებიან.

„განათლების სამინისტრომ ოფიციალურად გაგვიუქმა ექთნის ადგილი. ჩვენც ამ ბრძანებას ვემორჩილებით. აუცილებლად მიმაჩნია სკოლაში ექიმის ყოფნა, რადგან ის ჩვენზე კარგად მიხედავს მოსწავლეებს“, - ამბობს იგი.

შტატი გაუქმებულია პირველ საჯარო სკოლაშიც. თუმცა, აქ მოსწავლეებს დახმარებისთვის ექთანი მაინც ჰყავთ. ყოფილი ექთანი ამჯამად სკოლაში დამლაგებლად მუშაობს.

სკოლებში ექიმის აუცილებლობაზე მოსწავლეებიც საუბრობენ და მათი მშობლებიც.

„ჩემი შვილი მეხუთე საჯარო სკოლაში სწავლობს. ხშირად მიუმართავს სკოლის ექთნისთვის და ყოველთვის გაუწევია დახმარება. ცხადია, უკეთესი იქნება ექიმი თუ ეყოლებათ, მას უფრო დიდი პასუხისმგებლობა ექნება აღებული და ჩვენც უფრო მშვიდად ვიქნებით“, - ამბობს ხათუნა მაღრაძე.



[ნუკა სტეფნაძე, ახალციხე]


19.02.2019 ‘მომავლის თაობამ’ ტექნიკის კონკურსში გამარჯვებული სკოლები გამოავლინა

17.02.2019 ახალციხეში 'ევერესტის' მონაწილეები დააჯილდოეს

16.02.2019 საქართველოს სკოლებში ჩინური ენის შესწავლა შესაძლებელი იქნება

15.02.2019 ახალციხეში, სკოლის მოსწავლეებს შორის შაშსა და ჭადრაკში ტურნირი მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.02.2019 მერია საკირეში მცხოვრებ ზეზვა თოფურიანს მკურნალობას დაუფინანსებს

19.02.2019 შავაძეები და ძეგლთა დაცვა ისტორიული აბანოების ერთობლივ მოვლა–პატრონობაზე შეთანხმდებიან

19.02.2019 ცხოველების წამებაზე სასჯელი მკაცრდება

18.02.2019 ‘სტრატეგია რომ მუშავდება, საკრებულომ უნდა იცოდეს’– დეპუტატის საყვედური მერიას

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

მსგავს თემაზე

სკოლები ექიმის გარეშე
შესაძლოა სკოლებში ექთნის შტატი აღდგეს
სამი სოფელი ერთი ექთნის იმედად [Video]
ახალციხის მეორე საჯარო სკოლის პედაგოგებს  ხელფასის დანამატი ისევ არ აუღიათ
სოფლებში ექთნის დანიშვნას ითხოვენ
პირველ ეტაპზე ახალციხის სკოლებში 130 პირველკლასელი დარეგისტრირდა
ახალციხის საჯარო და კერძო სკოლებში 330 პირველკლასელი დარეგისტრირდა