FM97.5 / LIVE

ინკლუზიური განათლების პოლიტიკა საქართველოში

მთავარისაზოგადოება » განათლება 21.05.2016
როგორ სრულდება „შშმ პირთა უფლებების კონვენცია“; ახალციხეში სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის ექსპერტების მიერ მომზადებული ალტერნატიული ანგარიში განიხილეს;

ინკლუზიური განათლების პოლიტიკა საქართველოში
„სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის“ ექსპერტმა თამარ მოსიაშვილმა, რომელიც აღნიშნული ანგარიშის ერთ–ერთი ავტორია, ინკლუზიურ განათლებაში 2006 წლიდან დღემდე მიღწეულ შედეგბსა და პრობლემებზე ისაუბრა.

მისი თქმით, თუ ათი წლის წინ, ანუ მაშინ როცა ინკლუზიური განათლების რეფორმა იწყებოდა, ამ მიმართულებით საგანმანათლებლო სფეროში არაფერი არსებობდა, ახლა ვითარება შეცვლილია: „1000–ზე მეტი სკოლაა ქვეყანაში, სადაც ინკლუზიური განათლება დანერგილია, გვყავს გადამზადებული კადრები. დღეს სპეციალური საჭიროების მქონე, შედარებით მეტი ბავშვი დადის სკოლაში, ვიდრე ეს 2006 წლამდე იყო“.

მიუხედავად დადებითი მხარეებისა, რეფორმას თან საკმაოდ ბევრი ნეგატიური პროცესი ახლავს. ეს ისევ კადრების სიმცირეს და იმ ბავშვებს ეხებათ, რომლებიც არაადაპტირებული გარემოსა და სხვა მიზეზების გამო, განათლების მიღმა რჩებიან.

„შშმ პირების უფლებები აღიარებულია, მაგრამ სამწუხაროდ რეალურად ამ უფლებების დაცვა ვერ ხერხდება“, – ამბობს მოსიაშვილი.

მისი თქმით, დღეს იმ სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების ოდენობა, რომლებიც სკოლაში ან საბავშვო ბაღებში არ დადიან, აღურიცხავია: „სამწუხაროდ არ ვიცით რამდენი ასეთი ბავშვია ქვეყანაში“.

ამის მიზეზი, როგორც თემის განხილვისას გაირკვა, ხშირად მშობლების ცნობიერებაცაა, მათ არ სურთ შშმ ბავშვების საზოგადოებაში გამოჩენა. თუმცა, პრობლემა მხოლოდ ეს არაა, ხშირად, მაგალითად, ყრუ–მუნჯებისთვის სკოლებში ჟესტების ენის მცოდნე სპეციალისტი არ ჰყავთ.

ამ და სხვა პრობლემების შესახებ თავმოყრილ ანგარიშს „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი“ გაეროს წარუდგენს.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


28.07.2020 საფეხური: პანდემია და სტრესი ბავშვებში [აუდიო]

25.07.2020 ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება სავარაუდოდ, აგვისტოს პირველი ნახევრიდან დაიწყება

23.07.2020 ახალქალაქის 8 სკოლაში ბიბლიოთეკები მოეწყო

22.07.2020 22 ივლისიდან მასწავლებელთა გამოცდები დაიწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

30.07.2020 აღადგენენ თუ არა თეა ბაღდოშვილს და ეკა ტატალაშვილს სამსახურში?

30.07.2020 ახალციხის უნივერსიტეტის მეორე კორპუსში შშმ პირებისთვის ლიფტი გაკეთდება

30.07.2020 30 ივლისს წმინდა მარინეს ხსენების დღე აღინიშნება

30.07.2020 აბასთუმანში ‘გლაზენაპის’ კოშკს სრულად აღადგენენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში  ინკლუზიური განათლების შესახებ რეგიონული კონფერენცია მიმდინარეობს
გადაცემა 'საფეხური' – ინკლუზიური განათლება სკოლებში [Audio]
მომავალი პედაგოგები ინკლუზიური განათლებისთვის ემზადებიან
რეგიონის ინკლუზიური განათლების სპეციალისტებისთვის კონკურსი ცხადდება
კვირის აქცენტი: პრობლემები და მიღწევები ინკლუზიურ  განათლებაში [Video]
შშმ პირთა უფლებების კონვენციის ანგარიშის განიხილვა
ახალციხეში ეთნიკური უმცირესობის პრობლემებსა და უფლებებზე მსჯელობენ