FM97.5 / LIVE

სამინისტრო: ბორჯომში ბრაკონიერები რეინჯერებს დაესხნენ თავს

მთავარისამართალი 20.05.2016
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ცნობით, დღეს, 20 მაისს სამინისტროს სამ თანამშრომელს: ბორჯომის სატყეო უბნის ტყის მცველს, სატყეო უბნის უფროსსა და უფროს რეინჯერს, თავს ბრაკონიერები დაესხნენ.

სამინისტრო: ბორჯომში ბრაკონიერები რეინჯერებს დაესხნენ თავს
სამინისტროს ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის ბორჯომის სატყეო უბნის ტყის მცველს ზურაბ ბლიაძეს ბრაკონიერებმა პირადი ავტომანქანა გადაუწვეს; ამავე უბნის უფროსის - მიხეილ ცხაკაიას საცხოვრებელ სახლს ქვები დაუშინეს. ასევე, ფიზიკური ზეწოლა განხორციელდა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის უბნის უფროს რეინჯერზე რეზო ქიმაძეზე.

„სამინისტრო არ შეეგუება სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების პროცესში თანამშრომლებზე ნებისმიერი სახის, მათ შორის ფიზიკური ზეწოლის მცდელობას. ყოველი ასეთი ფაქტი იქნება აღკვეთილი და გამოძიებული შესაბამისი ორგანოების მიერ“, - ნათქვამია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქმესთან დაკავშირებით, შსს-მ ძიება უკვე დაიწყო. როგორც „სამხრეთის კარიბჭეს“ უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლითა და ამავე კოდექსის 187–ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცემასა და ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებული ჯერ არავინაა.

რა მოხდა ბორჯომში, „სამხრეთის კარიბჭე“ საქმის დეტალებს იკვლევს. თვალი ადევნეთ ვებგვერდს, მასალას აუცილებლად შემოგთავაზებთ.

[ლუბა გიორგაძე, ბორჯომი]


24.01.2020 რა გზით შეუძლიათ პედაგოგებს გამოცდაზე დაკლებული 5 კრედიტქულის შევსება

22.01.2020 სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებში 39 ვაკანტური ადგილია

20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.01.2020 საუკუნის წინანდელი ზეიმი ახალციხეში

24.01.2020 ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

24.01.2020 ხაშური-ბორჯომის მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

24.01.2020 მებაჟეებს ხელფასი გაეზრდებათ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

მსგავს თემაზე

ქრთამის აღების ბრალდებით ბორჯომის სატყეო უბნის ტყის მცველი დააკავეს
სამცხე-ჯავახეთში სატყეო უბნის სპეციალისტი სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ამხილეს
ქრთამის აღების ფაქტზე ბორჯომში სატყეო სამსახურის თანამშრომელი დააკავეს
რატომ უპირისპირდებიან ერთმანეთს რეინჯერები და ბანიხეველები
სატყეო უბნის უფროსი: წლები დასჭირდება ბორჯომში დაზიანებული ტყის აღდგენას
ქრთამის აღების ფაქტზე ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის რეინჯერი დააკავეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სამ თვეში უკანონო ჭრების 2250 ფაქტი გამოავლინა