FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთს ევროინტეგრაციის მინისტრი სტუმრობს

მთავარიპოლიტიკა 20.05.2016
ევროპის დღეების ფარგლებში, სამცხე ჯავახეთს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე სტუმრობს. მინისტრი სტუდენტებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წევრებს ევროინეტგრაციის შესახებ საჯარო ლექციას უკითხავს.

სამცხე–ჯავახეთს  ევროინტეგრაციის მინისტრი სტუმრობს

შეხვედრა სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსში მიმდინარეობს. ლექციის დაწყებამდე მინისტრმა უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში მდებარე გრიგოლ ხანძთელისა და ივანე ჯავახიშვილის ბიუსტები ყვავილებით შეამკო, შემდეგ კი სამცხე–ჯავავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მემორანდუმი გააფორმა.

მემორანდუმის თანახმად, სამინისტრო უზრუნველყოფს რეგიონში სხვადასხვა მომხსენებლების ჩამოსვლას ევროინტეგრაციის თემაზე.

„რათა სტუდენტებს მივაწოდოთ პირველი ხელიდან ინფორმაცია იმ განვითარებების შესახებ, რაც უკავშირება ქვეყნის ევროპულ არჩევანს. ასევე, ჩვენ შესაძლებლობას მივცემთ გამორჩეულ სტუდენტებს, რომ გარკევული პერიოდით პრაქტიკა, სტაჟირება გაიარონ სამინისტროში“, – განაცხადა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ.

სამცხე–ჯავახეთს  ევროინტეგრაციის მინისტრი სტუმრობს

მისივე განცხადებით, საუბარი რეგიონებში ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია: „მოხარული ვარ, რომ დღეს ახალციხეში ვართ და მოგვეცა საშუალება გვქონდეს საუბარი, რა კონკრეტული სარგებელი მოაქვს საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის ევროპულ კურსს, არჩეულ საგარეო პილიტიკურ პრიორიტეტს“.

სამცხე–ჯავახეთს  ევროინტეგრაციის მინისტრი სტუმრობს

სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მერაბ ბერიძის განმარტებით, მსგავსი სახის ურთიერთობა სამინსიტროსა და უნივერსიტეტს შორის ძალიან მნიშვნელოვანია.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს ნატოს კუთხე, ჩვენ ვხვდებით ნატოს წარმომადგენლებს და ატარებენ ლექციებს, ევროინტეგრაციის სამინისტროსთან ურთიერთობა სგანსაკუთრებით წაადგება ჩვენს უნივერსიტეტს“, – განაცხადა მერაბ ბერიძემ.

სამცხე–ჯავახეთს  ევროინტეგრაციის მინისტრი სტუმრობს

უნივერისტეტის საკონფერენციო დარბაზში შეხვედრა ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდება, შემდეგ კი მინისტრი ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის ეპარქიას ესტუმრება. რეზიდენციაში მიმდინარე შეხვედრა მედიისთვის დახურული იქნება. სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, სახელმწიფო მინისტრი და სასულიერო პირები ევროინტეგრაციის პროცესში მართლმადიდებელი ეკლესიის როლსა და მნიშვნელობაზე იმსჯელებენ.

სამცხე–ჯავახეთს  ევროინტეგრაციის მინისტრი სტუმრობს

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


13.08.2019 რას მოუტანს Erasmus + სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტს

13.08.2019 ახალციხელმა თამთა პეტაშვილმა ლიეტუვის სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა

12.08.2019 ჯილდოს მსურველი პენსიონერი პედაგოგები სკოლაში ახალი კადრის შერჩევამდე დარჩებიან

10.08.2019 ახალციხელი მასწავლებელი დაჯილდოვდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.08.2019 ვინ იმღერებს 'ბორჯომობის' დღესასწაულზე

14.08.2019 დიდ პამაჯში ხანძარი ლიკვიდირებულია [ფოტო/ვიდეო]

14.08.2019 სამცხე-ჯავახეთში რაგბის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს ®

14.08.2019 ბაკურიანში სამი ახალი საბაგირო აშენდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

05.08.2019 ბუნების დაცვა და ‘რობოტიზაცია’ - ახალციხელი გამომგონებლების მიზნები

05.08.2019 ‘წუნდა’ – ანსამბლი, რომელიც მესხურ ფოლკლორს ინახავს [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტმა თსუ–სთან მემორანდუმი გააფორმა
ადიგენში ევროინტეგრაციის შესახებ შეხვედრა გაიმართა [R]
ახალციხეში საქართველოს საგარეო კურსზე იმსჯელეს
ახალციხეში ევროინტეგრაციის შესახებ იმსჯელებენ
სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტს ახალქალაქში საერთო საცხოვრებელი ექნება
ახალქალაქში ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრი გაიხსნა
დღეიდან ნატოს კვირეული დაიწყო