FM97.5 / LIVE

პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერებს ასპინძაშიც აგროვებენ

მთავარიპოლიტიკა 20.12.2012
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერებს ასპინძაშიც აგროვებენ.

პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერებს ასპინძაშიც აგროვებენ
არასამთავრობო ორგანიზაციის ”ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის” ასპინძის ოფისის ხელმძღვანელი გოჩა პარუნაშვილი ამბობს, რომ ამ დროისთვის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 3000-ზე მეტი ხელმოწერა შეგროვდა.

არასამთავრობო ორგანიზაციამ ”ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის” კარავი ასპინძაში 14 დეკემბერს დადგა.

”კარავი მანამდე იდგება, ვიდრე პრეზიდენტს არ გადავაყენებთ”,- ამბობს გოჩა პარუნაშვილი.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ხელმოწერის მსურველი ძალიან ბევრია.

ასპინძაში გამოკითხული 15 მოქალქიდან, თხუთმეტივემ გვითხრა, რომ პრეზიდენტის გადადგომის მომხრეა. თუმცა, ბევრმა მათგანმა ვინაობის გამხელაზე უარი განგვიცხადა.

”პრეზიდენტი თვითონ უნდა მიხვდეს და გადადგეს, მაგრამ გუშინ განვითარებული მოვლენების შემდეგ, მიხვედრის არაფერი ემჩნევა. თუ არ გადადგა, კარგი არაფერი მოხდება,ა სე შესაძლებელია სამოქალაქო ომამდე მივიდეთ”, - გვითხრა ასპინძელმა ია თაქთაქიძემ.

”უნდა გადადგეს, ხალხის არჩეულია და ხალხს უნდა დაემორჩილოს. თუ მოსახლეობის 50-მა პროცენტმა გადაწყვიტა მისი გადადგომა, უნდა წავიდეს.დასრულდეს ორხელისუფლებიანობა, წინააღმდეგ შემთხვევაში კატასტროფულ შედეგებამდე მივალთ”, - გვითხრა შუახნის მამაკაცმა.

შეგახსენებთ, რომ სამცხე-ჯავახეთი პირველი რეგიონია, სადაც პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შესაგროვებლად აღნიშნულმა ორგანიზაციამ კარავი დასცა. პირველი კარავი ახალციხეში დაიდგა.

[თინათინ ზაზაძე, ასპინძა]


28.07.2020 საფეხური: პანდემია და სტრესი ბავშვებში [აუდიო]

25.07.2020 ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება სავარაუდოდ, აგვისტოს პირველი ნახევრიდან დაიწყება

23.07.2020 ახალქალაქის 8 სკოლაში ბიბლიოთეკები მოეწყო

22.07.2020 22 ივლისიდან მასწავლებელთა გამოცდები დაიწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

30.07.2020 აღადგენენ თუ არა თეა ბაღდოშვილს და ეკა ტატალაშვილს სამსახურში?

30.07.2020 ახალციხის უნივერსიტეტის მეორე კორპუსში შშმ პირებისთვის ლიფტი გაკეთდება

30.07.2020 30 ივლისს წმინდა მარინეს ხსენების დღე აღინიშნება

30.07.2020 აბასთუმანში ‘გლაზენაპის’ კოშკს სრულად აღადგენენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ასპინძაში პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება გრძელდება
”ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის” ასპინძაში დღეს აქციას გამართავს
პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით ახალციხეში 1850 ხელმოწერა შეგროვდა
პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერები კარავში გროვდება
პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება გრძელდება [Video]
ორგანიზაციამ ”ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის” ახალციხეში ოფისი გახსნა
”ერთსულოვნებამ” დაგეგმილი აქცია გადადო