FM97.5 / LIVE

ახალგაზრდა მუსიკოსთა ეროვნული კონკურსი ბორჯომში

მთავარისაზოგადოება 19.05.2016
ბორჯომში თენგიზ ამირეჯიბის სახელობის ახალგაზრდა მუსიკოსთა მეორე ეროვნული კონკურსის ჩატარებისთვის ემზადებიან. ღონისძიების ორგანიზებისთვის ტენდერი 25.000 ლარზე გამოცხადდა.

ახალგაზრდა მუსიკოსთა ეროვნული კონკურსი  ბორჯომში

ბორჯომში კლასიკური მუსიკის კონკურსი მეორედ ტარდება, მასში მონაწილეობის მიღება 6-დან 25 წლის ჩათვლით საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუძლია.

კონკურსი ორ სპეციალობაში ჩატარდება: ფორტეპიანო და კამერული ანსამბლი. ფორტეპიანოს კატეგორია ხუთ ასაკობრივ კატეგორიად დაიყოფა, ხოლო კამერული ანსამბლის - ოთხ ასაობრივ კატეგორიად.

ფორტეპიანო:
„ა“ კატეგორია - 6-დან 9 წლის ასაკამდე;
„ბ“ კატეგორია - 10-დან 13 წლის ასაკამდე;
„გ“ კატეგორია - 14-დან 17 წლის ასაკამდე;
„დ“ კატეგორია - 18-დან 21 წლის ასაკამდე;
„ე“ კატეგორია - 22-დან 25 წლის ასაკამდე;

კამერული ანსამბლი:
„ა“ კატეგორია - 10-დან 13 წლის ასაკამდე;
„ბ“ კატეგორია - 14-დან 17 წლის ასაკამდე;
„გ“ კატეგორია - 18-დან 21 წლის ასაკამდე;
„დ“ კატეგორია - 22-დან 25 წლის ასაკამდე;

ყველა ასაკობრივ კატეგორიაში გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სიგელებითა და ფულადი პრემიებით, კერძოდ: I პრემია – 250 ლარი, II პრემია - 150 ლარი, III პრემია - 100 ლარი, პრემია გამარჯვებულისთვის გრან-პრი - 1000 ლარი;

ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ტენდერი 25.000 ლარზე გამოაცხადა. წინადადებების მიღება 2 ივნისს დაიწყება და 7 ივნისს დასრულდება.

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს კონკურსის ჩასატარებლად შესაბამისი სივრცის შერჩევა; საერთაშორისო პრემიების ლაურეატებით დაკომპლექტებული ჟიურის მოწვევა (მინიმუმ 4 კაცი), რომლის თავმჯდომარეები იქნებიან მსოფლიო დონის ქართველი ვარსკვლავები, ასევე სამხატვრო ხელმძღვანელების (3 კაცი) მოწვევა; მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ისინი სასტუმროს მომსახურებით და კვებით 6 დღის განმავლობაში.

ასევე უნდა დაამზადოს 100 სიგელი კონკურსანტებისთვის, 1 ბანერი და 250 ტირაჟის 40 გვერდიანი საინფორმაციო ბროშურა. ბროშურები გადაეცემა მონაწილეებს, დამსწრე საზოგადოებას და ბორჯომის მუნიციპალიტეტს სამახსოვროდ;

შეგახსენებთ, რომ მსგავსი ღონისძიება ბორჯომში პირველად 2015 წელს ჩატარდა. 15–დან 20 ივნისის ჩათვლით ბორჯომმა თენგიზ ამირეჯიბის სახელობის პიანისტთა ეროვნულ კონკურსს უმასპინძლა. მასში მონაწილეობა საქართველოს მასშტაბით 80–მდე კონკურსანტმა მიიღო.

[თინათინ ზაზაძე, ბორჯომი]


30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

16.03.2020 განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.04.2020 4 აპრილს საქართველოში წვიმა, თოვლი და ქარბუქია მოსალოდენლი

03.04.2020 ‘სამხრეთის კარიბჭეს ტელეფონი იციან და ჩვენი არა?!’ – ადიგენის მერის პასუხი აბასთუმნის მოსახლეობას

03.04.2020 წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალს 10-15 ადამიანი დაესწრება

03.04.2020 რა შემთხვევაში გააგრძელებენ კომპანიები მუშაობას – ეკონომიკის მინისტრის განმარტება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ბორჯომი მუსიკოსთა ეროვნულ კონკურსს მასპინძლობს
ბორჯომში თენგიზ ამირეჯიბის სახელობის პიანისტთა კონკურსი ჩატარდება
ბორჯომი პიანისტთა ეროვნულ კონკურსს მასპინძლობს
ბორჯომში თენგიზ ამირეჯიბის სახელობის პიანისტთა მესამე საერთაშორისო კონკურსი დასრულდა
ბორჯომში ახალგაზრდა პიანისტთა კონკურსი  დასრულდა
ბორჯომში პიანისტთა მესამე საერთაშორისო კონკურსი ჩატარდება
ვინ გაიმარჯვა ‘ახალციხის ციხეზე’  გამართულ სპორტულ ღონისძიებებში