FM97.5 / LIVE

ხშირად დასმული კითხვები დისკრიმინაციის შესახებ

მთავარისაზოგადოება, რეკლამა 19.05.2016
რა არის დისკრიმინაცია, აკრძალულია თუ არა დისკრიმინაცია საქართველოში, ვინ შეიძლება განახორციელოს დისკრიმინაცია, ვინ შეიძლება გახდეს დისკრიმინაციის მსხვერპლი და რა ფორმით შეიძლება მოხდეს პირის დისკრიმინაცია – ნახეთ პასუხები დისკრიმინაციის შესახებ კითხვებზე.

ხშირად დასმული კითხვები დისკრიმინაციის შესახებ

– რა არის დისკრიმინაცია?
დისკრიმინაცია (ლათ. Discriminatio- განსხვავება) - ნიშნავს რაიმე ნიშნით განსხვავებული პირის ან პირთა ჯგუფის მიმართ უთანასწორო მოპყრობას ან უპირატესობის მინიჭებას. დისკრიმინაციად ითვლება როგორც არსებითად თანასწორ პირთა მიმართ უთანასწორო მოპყრობა, ასევე პირიქით, არსებითად უთანასწორო პირთა მიმართ თანასწორი მოპყრობა.

დისკრიმინაცია შეიძლება იყოს რასობრივი, რელიგიური, ეთნიკური, ეროვნული, გენდერული, სექსუალური ორიენტაციის, სოციალური კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის გამო.
დისკრიმინაცია შესაძლებელია გათვალისწინებული იყოს კანონით (დე იურე - სამართლებრივი დისკრიმინაცია), ან მხოლოდ და მხოლოდ გაბატონებულ მორალურ ნორმებს ეფუძნებოდეს - დე ფაქტო.

– აკრძალულია თუ არა დისკრიმინაცია საქართველოში?
საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი განმარტავს, რომ ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა.

კონსტიტუციის მე-14 მუხლში დისკრიმინაციის კონკრეტული ნიშნებია მითითებული, მიუხედავად ამისა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა,რომ კონსტიტუცია კრძალავს და იცავს ადამიანებს ნებისმიერი საფუძვლით დისკრიმინაციისაგან და მე-14 მუხლი ჩამოთვლილი ნიშნები არ არის ამომწურავი.

მაგალითად, დისკრიმინაციად შესაძლებელია განვიხილოთ მოქალაქეობის, შეზღუდული შესაძლებლობების, აზრისდა სხვა ნიშნით პირთა მიმართ უთანასწორო, უსამართლო მოპყრობა.

კონსტიტუციისგან განსხვავებით დისკრიმინაციის ნიშნებს ფართოდ განმარტავს 2015 წლის 2 მაისს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“. კანონის მიზანია დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრა და ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფა.

დისკრიმინაციისთვის საქართველოს კანონმდებლობა პასუხისმგებლობის უკიდურეს ზომას - სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობასაც ითვალისწინებს. სისხლის სამართლის კოდექსის 142-ე მუხლით სისხლის სამართლებრივი წესით ისჯება დისკრიმინაციის რაიმე ნიშნის მიხედვით „ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევა“. ამავე კოდექსის 1421 მუხლი კი უფრო მკაცრ სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას აწესებს „რასობრივი დისკრიმინაციისთვის“. თუმცა, დისკრიმინაცია რომ სისხლის სამართლის წესით დაისაჯოს ორივე შემთხვევაში ქმედებამ უნდა გამოიწვიოს უფლების არსებითი ხელყოფა.

– ვინ შეიძლება განახორციელოს დისკრიმინაცია?
დისკრიმინაციის წყარო შესაძლებელია იყოს სახელმწიფო თავისი დისკრიმინაციული კანონმდებლობით. ასევე, სახელმწიფო მმართველობის თუ თვითმმართველობის დაწესებულებები.

დისკრიმინაცია შესაძლებელია განახორციელოს ნებისმიერმა კერძო სამართლის სუბიექტმა/დაწესებულებამ და ფიზიკურმა პირმა.

– ვინ შეიძლება გახდეს დისკრიმინაციის მსხვერპლი?
საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის სუბიექტია „ყველა ადამიანი“. ამასთანავე, კონსტიტუციის 45-ე მუხლი განმარტავს, რომ კონსტიტუციაში მითითებული ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ვრცელდება აგრეთვე იურიდიულ პირებზე. შესაბამისად იურიდიული პირიც შეიძლება გახდეს დისკრიმინაციის მსხვერპლი რაიმე ნიშნის მიხედვით მისდამი განსხვავებული მოპყრობის გამო.

მაგალითად, რელიგიური ორგანიზაციები, რომლებიც თავისი შეხედულებისამებრ რეგისტრირდებიან საჯარო სამართლის (სსიპ) ან არასამეწარმეო არაკომერციულ იურიდიულ პირებად (ააიპ) რეგისტრირდებიან სახელმწიფოს მხრიდან მათდამი განსხვავებული რეგულაციის დაწესებით შესაძლოა განხილულ იქნეს დისკრიმინაციად.

რა ფორმით შეიძლება მოხდეს პირის დისკრიმინაცია?
პირის დისკრიმინაცია შესაძლებელია განხორციელდეს, როგორც სახელმწიფოს/საჯარო დაწესებულებების წარმომადგენლების, ასევე სხვა კერძო პირების მიერ. არსებობს დისკრიმინაციის ორი ფორმა - პირდაპირი და ირიბი.

პირდაპირი დისკრიმინაცია არის ისეთი მოპყრობა ან პირობების შექმნა, რომელიც პირს დადგენილი უფლებებით სარგებლობისას დისკრიმინაციის რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით.

მაგალითად, პირდაპირია დისკრიმინაცია თუ კანონი პირდაპირ და გაუმართლებლად ზღუდავს რასის, კანისფერის, სქესის, ეროვნული თუ ეთნიკური წარმომავლობის და სხვა ნიშნით პირთა მონაწილეობას პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. აგრეთვე, თუ იზღუდება უცხო ქვენის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირების სოციალურ-პოლიტიკური და კულტურული უფლებები.

ირიბი დისკრიმინაცია არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც ფორმით ნეიტრალური და არსით დისკრიმინაციული დებულება, კრიტერიუმი ან პრაქტიკა პირს რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს.

ხშირად დასმული კითხვები დისკრიმინაციის შესახებ

[sknews.ge]


30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

16.03.2020 განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.04.2020 4 აპრილს საქართველოში წვიმა, თოვლი და ქარბუქია მოსალოდენლი

03.04.2020 ‘სამხრეთის კარიბჭეს ტელეფონი იციან და ჩვენი არა?!’ – ადიგენის მერის პასუხი აბასთუმნის მოსახლეობას

03.04.2020 წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალს 10-15 ადამიანი დაესწრება

03.04.2020 რა შემთხვევაში გააგრძელებენ კომპანიები მუშაობას – ეკონომიკის მინისტრის განმარტება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

კითხვები და პასუხები თანასწორობის შესახებ [R]
კითხვა – პასუხი დისკრიმინაციის შესახებ [R]


გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია და სექსიზმი - კითხვა–პასუხი [R]
ტრენინგი: გენდერული თანასწორობა და დღევანდელი გამოწვევები
საქართველოს ახალი კონსტიტუცია ამოქმედდა
TDI : სამინისტრო მუსლიმი მოსწავლისთვის თავსაფრის ტარების აკრძალვას ამართლებს
ავანგარდი: მოსწავლეები დისკრიმინაციის წინააღმდეგ [აუდიო]