3 გასამართლებული და სახელმწიფოსთვის დაბრუნებული 1,5 მლნ–ის ქონება

მთავარისამართალი 18.05.2016
ბაკურიანის ტყეში დანაშაულებრივი გზით დასაკუთრებული მიწის ნაკვეთები სამ ადგილობრივს სასამართლოს განაჩენით ჩამოართვეს. მილიონ ნახევარი ლარის ქონება სახელმწიფოს დაუბრუნეს, ბაკურიანელები კი გაასამართლეს; პროკურატურაში ამბობენ, რომ ძიება გრძელდება და შესაძლოა, სხვების პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს.

3 გასამართლებული და სახელმწიფოსთვის დაბრუნებული 1,5 მლნ–ის ქონება

ბაკურიანის მიწების გახმაურებულ საქმეზე პასუხისგებაში პროკურატურამ ოთხი პირი მისცა: კ. დიაკონაშვილი, მ. რობაქიძე, რ. გვალია და ე. ჩახალიანი. ოთხივე მათგანი იმ სიაშია, რომლის მიხედვითაც ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ტყეში 27 ნაკვეთი დააყადაღა.

ოთხი პირიდან სამს განაჩენი უკვე გამოუტანეს, ერთს, ჩახალიანს კი ამ დროისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა აქვს შეფარდებული. ყველა მათგანს ბრალი თაღლითობასა (სსკ–ის 180–ე მუხლი) და ყალბი დოკუმენტის შეძენა–გამოყენებაში (362–ე მუხლებით) ედება.

დანაშაულებრივი გზით მიწის დასაკუთრების გამო, პროკურატურამ ბრალი პირველს კ. დიაკონაშვილს, 6 აპრილს წარუდგინა. მას გამოძიება სსკ–ის 180–ე და 362–ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ორ ეპიზოდში ედავებოდა. გამამტყუნებელი განაჩენი ახალციხის რაიონულმა სასამართლომ მას ბრალის წარდგენიდან მეორე დღესვე გამოუტანა. შესაბამისად, ბაკურიანის ტყეში რეგისტრირებული 10 000 კვადრატული მეტრი, რომლის ღირებულებაც 575 400 ლარს შეადგენდა, ჩამოერთვა.

დიაკონაშვილის შემდეგ, 14 აპრილს, პროკურატურამ იგივე მუხლებით ბრალი რ.გვალიას, წარუდგინა, ოღონდ ოთხ ეპიზოდში. ასევე, იმავე დღეს გამოუტანა გვალიას გამამტყუნებელი განაჩენი სასამართლომ. მას საკუთრებაში რეგისტრირებული ორი მიწის ნაკვეთი ჰქონდა. ერთის ოდენობა 4 502 კვადრატული მეტრი იყო, მეორესი კი 5 509; ამ ფართობების საერთო ღირებულება 545 004 ლარია.

ასევე ორი მიწის ნაკვეთი ჩამოერთვა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულ მ. რობაქიძეს. იგი პასუხისგებაში 12 მაისს მისცეს. სასამართლომ რობაქიძე დამნაშავედ ოთხ ეპიზოდში, მეორე დღეს, 13 მაისს სცნო. ამდენად 4 510 და 4 000 კვადრატული მეტრი მიწის ფართობები, რომელთა ღირებულებაც 345 952 ლარი იყო, ჩამოართვეს.

სამივე მათგანთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. ბრალდებული ჩახალიანის საქმეს კი ახალციხის რაიონული სასამართლო ამ დრომდე იხილავს. ბრალდებულს საკუთრებაში რეგისტრირებული ორი მიწის ნაკვეთი აქვს, მათი ღირებულება 577 817 ლარია.

„ჩახალიანი მზადაა საპროცესო გაუფორმონ, მაგრამ არ უფორმებენ. მას უნდოდა, რომ მისი ადვოკატი ვყოფილიყავი, მაგრამ შეაშინეს. ამ ადამიანებმა მხოლოდ ის დააშავეს, რომ ბაკურიანელები არიან. პროკურატურას ისე გამოჰყავს საქმე, რომ თითქოს მათ ბორჯომის გამგეობის თანამშრომლები და სხვა პირები მოატყუეს და მიწები ისე დაისაკუთრეს. ეს სიმართლეს არ შეესაბამება“, – ამბობს ადვოკატი ირაკლი ბარძიმაძე.

რას გადაწყვეტს სასამართლო ჩახალიანთან მიმართებაში, ჯერ უცნობია. დანარჩენ სამ ბრალდებულს კი გამამტყუენებელი განაჩენი არ გაუსაჩივრებია.

„ეს იმას ნიშნავს, რომ ბრალს ეთანხმებიან“, – აცხადებენ პროკურატურაში.

საგამოძიებო უწყება „სამხრეთის კარიბჭეში“ გამოქვეყნებულ სტატიასაც ეხმაურება: „აქ რომ აცხადებენ, თითქოს მიწებს უკან აბრუნებენ, ასე არაა. მათ, გამოძიების პროცესში, თავიანთი ინიციატივით მიმართეს საჯარო რეესტრს მიწის მიტოვებასთან დაკავშირებით, მაგრამ მიწას უკვე ყადაღა ედო და ის ვერც სახელმწიფოს და ვერც ვერავის სხვას ვერ გადაეცემოდა. ეს ნაკვეთები ახლაც მათ საკუთრებაშია რეგისტრირებული და განკარგვის უფლება არ აქვთ“, – ამბობს სამცხე–ჯავახეთის საოლქო პროკურორის მოადგილე გიორგი ბახტაძე.

მისივე თქმით, ასევე არ შეესაბამება სიმართლეს ადგილობრივების განცხადება იმის შესახებ, რომ თითქოს ის მიწები, რომლებიც ყადაღის დადებამდე დაირეგისტრირეს, გასულ წლებში მიწის რეფორმის დროს მათ გადაეცათ: „აქ მაშინაც ტყე იყო და ახლაც ტყეა. ამიტომ ამ ფართობებს მათ საკუთრებაში არავინ გადასცემდა“.

პროკურატურა ბაკურიანში მიწების დანაშაულებრივი გზით დასაკუთრების საქმეს 2007 წლიდან იძიებს. ძიება ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომელბის მიერ უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე სსკ–ის 332–ე მუხლით დაიწყო. სწორედ აღნიშნული მუხლით დაწყებული ძიებისას გამოვლინდა ბაკურიანელების მხრიდან თაღლითობის ფაქტები.

„ძიება გრძელდება და პასუხისგებაში კიდევ არა ერთი პირი შეიძლება მიეცეს“, – აცხადებს ბახტაძე და ამატებს, რომ ძიება არა მხოლოდ იმ პირებთან მიმართებაში მიმდინარეობს, რომელთა მიწებსაც ყადაღა ადევს ,– „ძიება გრძელდება ბაკურიანში სხვა მიწების თაღლითურად დასაკუთრების შესაძლო ფაქტებზეც“.

შეგახსენებთ, ტყის ნაწილი ბაკურიანში, რომელიც დაახლოებით ერთი თვის ვადაში ადგილობრივებმა დაისაკუთრეს და ნაწილმა გაყიდა კიდეც, დაყადაღებულია. ამ დროისთვის ყადაღა მიწის 27 ნაკვეთს ადევს.

დღეს კი 18 მაისს, ბაკურიანში მცხოვრებლები პროკურატურასთან იმ მოთხოვნთ შეიკრიბნენ, რომ ოლქის პროკურორს შეხვედროდნენ. პროკურატურამ ამის შესახებ მათ წერილობით მიმართვა სთხოვა და დაპირდა, რომ პასუხს აუცილბელად მიიღებენ.

[თამუნა უჩიძე, ბორჯომი]


23.02.2017 ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია დღეიდან დაიწყო

21.02.2017 აბიტურიენტთა ცნობარის ბეჭდური ვერსია გამოიცა

21.02.2017 ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია 23 თებერვლიდან დაიწყება

18.02.2017 სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.02.2017 "აუტიზმი და საზოგადოება" – დისკუსია ახალციხეში

23.02.2017 NASA-ს ასტრონომებმა 7 ახალი პლანეტა აღმოაჩინეს

23.02.2017 ნიკოლოზ ანთიძე: 'ვარძიაში სარესტავრაციო სამუშაოები მარტიდან განახლდება'

23.02.2017 ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია დღეიდან დაიწყო

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

03.02.2017 ადიგენის სოფლებში უამინდობის გამო გზა ჩაიკეტა [video]

28.01.2017 ახალციხის სოფლების მოსახლეობა დასუფთავების გადასახადს გადაიხდის [Video]

06.01.2017 სომეხთა სამოციქულო ეკლესიამ ქრისტეშობა იზეიმა [Video]

28.12.2016 გზა მცირე მეწარმეობიდან ევროპული ბაზრისაკენ [Video]

მსგავს თემაზე

ბაკურიანის მიწების საქმეში ბრალდებულთან საპროცესო გაფორმდა
ბაკურიანის მიწების საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს
პროკურატურასთან შეკრებილი ბაკურიანელები დაიშალნენ
ბაკურიანელები პროკურორს დახურულ კარს მიღმა შეხვდნენ
პროკურორი: 'მიწაზე ყალბი დოკუმენტები ბრალდებულის თხოვნით შედგა'
ბაკურიანის მიწების საქმეზე კომპანია „X ჯგუფის“ მფლობელი დააკავეს
ბაკურიანელები პროკურორთან შეხვედრას ითხოვენ