FM97.5 / LIVE

ბაკურიანელები პროკურორთან შეხვედრას ითხოვენ

მთავარისაზოგადოება, სამართალი 18.05.2016
დაბა ბაკურიანის ის მცხოვრებლები, რომლებსაც მიწები დაუყადაღეს, ახალციხეში, საოლქო პროკურატურასთან არიან შეკრებილი და ოლქის პროკურორთან, მალხაზ კაპანაძესთან შეხვედრას ითხოვენ.

ბაკურიანელები პროკურორთან შეხვედრას ითხოვენ

პროკურატურის შენობასთან დაახლოებით 30–მდე ბაკურიანელი იმყოფება. ისინი ამბობენ, რომ პროკურორთან შეხვედრა და იმის გარკვევა სურთ, რატომ დაუყადაღეს საკუთრებაში არსებული მიწები.

როგორც შეკრებილებს განუცხადეს, ამ წუთებში პროკურორს მათთან შესახვედრად არ სცალია. ბაკურიანის მცხოვრებლებს სთხოვეს, შეხვედრის თაობაზე პროკურატურას წერილობით მიმართონ.

შეკრებილებთან იმყოფება სამი მათგანის ადვოკატი ირაკლი ბარძიმაძე. ადვოკატმა წერილი უკვე გაამზადა და პროკურატურაში შეიტანა. წერილში ბარძიმაძე შეხვედრის მიზანს განმარტავს.

როდის შეხვდება პროკურორი ბაკურიანის მცხოვრებლებს, ჯერ უცნობია. პროკურატურაში აცხადებენ, რომ პასუხს ასევე წერილობით აცნობებენ.

„არ ვიცით შეხვედრა როდის იქნება, დღეს თუ ხვალ. შესაძლოა ამ წუთებში პროკურორი მართლაც დაკავებულია. ვფიქრობთ, როგორც კი შეძლებს, მოისმენს მათ აზრს“, – ამბობს ადვოკატი ირაკლი ბარძიმაძე.

შეგახსენებთ, ტყის ნაწილი ბაკურიანში, რომელიც დაახლოებით ერთი თვის ვადაში ადგილობრივებმა დაისაკუთრეს და ნაწილმა გაყიდა კიდეც, დაყადაღებულია. ამ დროისთვის ყადაღა მიწის 27 ნაკვეთს ადევს. ბაკურიანის მიწების საქმეზე დაწყებულია გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 332–ე მუხლით. პროკურატურა ბორჯომის გამგეობის თანამშრომლების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტს იძიებს.

[sknews.ge]


15.09.2020 საფეხური: როგორ იცავენ რეკომენდაციებს ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

15.09.2020 ქალაქ ახალციხის სკოლებში 366 პირველკლასელი მივიდა

15.09.2020 სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

14.09.2020 15 სექტემბერს სწავლა ბორჯომის ყველა საჯარო სკოლაში განახლდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

16.09.2020 ‘მამის შემდეგ ჩემზე ძალადობა ქმარმა განაგრძო’– მსხვერპლი

15.09.2020 ‘2 თვეა წყალი არ გვაქვს’ - ვარევანის მოსახლეობა

15.09.2020 ‘ისევ შემოსავლის გარეშე ვრჩებით’ - მეყვავილეები ქორწილებისა და ღონისძიებების აკრძალვაზე

15.09.2020 ახალციხესა და მიმდებარე სოფლებში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია იწყება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

03.09.2020 SKამბები: თუთუნიდან – სოფლის დაცლამდე [აუდიო]

26.08.2020 SKამბები: წირელი პეტროსიანები [აუდიო]

მსგავს თემაზე

პროკურატურასთან შეკრებილი ბაკურიანელები დაიშალნენ
ბაკურიანელები პროკურორს დახურულ კარს მიღმა შეხვდნენ
ბაკურიანის მიწების საქმეზე კომპანია „X ჯგუფის“ მფლობელი დააკავეს
ბაკურიანის მიწების საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს
3 გასამართლებული და სახელმწიფოსთვის დაბრუნებული 1,5 მლნ–ის ქონება
ბაკურიანის მიწების საქმეში ბრალდებულთან საპროცესო გაფორმდა
ბაკურიანის საქმეზე ბრალი მერვე პირს წაუყენეს