FM97.5 / LIVE

დავა მიწის ნაკვეთზე მუსლიმ მოქალაქესა და საკრებულოს შორის

მთავარისაზოგადოება 17.05.2016
ორი, სხვადასხვა შინაარსის განცხადება, ერთსა და იმავე საკითხზე, ადიგენის საკრებულოში, – ჭელის ყოფილი ‘რწმუნებული’ მიწის ნაკვეთის დარეგისტრირებას ითხოვს და უარს რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციას უწოდებს, საკრებულოში კი ირწმუნებიან, რომ ამ მიწაზე სტადიონის აშენება უნდათ.

დავა მიწის ნაკვეთზე მუსლიმ მოქალაქესა და საკრებულოს შორის

სოფელ ჭელაში, საკუთარ საცხოვრებელთან არსებული მიწის ნაკვეთის დარეგისტრირების თაობაზე, იური ჯიმშერაძის მიერ 6 თვის წინ შეტანილ განაცხადზე, ადიგენის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკისა და ქონების მართვის კომისიამ, დღეს, 17 მაისს იმსჯელა.

საქმე გამგებლის ყოფილი წარმომადგენლის, იური ჯიმშერაძის სახლის მომიჯნავედ მდებარე 6.200 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთს ეხება.
ჯიმშერაძე ამბობს, რომ ამ ნაკვეთს წლებია თავად ამუშავებს და ახლა მისი საკუთრებაში რეგისტრაცია უნდა, რის უფლებასაც კანონი აძლევს.

კომისიის სხდომაზე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თამაზ ძაძამიამ განაცხადა, რომ ტერიტორია სახელმწიფოს საკუთრებაა და ადიგენის გამგეობა მასზე საფეხბურთო მოედნის მოწყობას აპირებს.

„სტადიონისათვის სოფელში სხვა ალტერნატიული ფართი არ არსებობს, ახალგაზრდებს კი სპორტული მოედანი უნდათ“, - ამბობს ძაძამია და ამატებს რომ ჭელის მოსახლეობამ მოედნის მშენებლობის მოთხოვნით საკრებულოში განცხადებაც შეიტანა, რომელსაც 27 მოქალაქის ხელმოწერა ერთვის.

დავა მიწის ნაკვეთზე მუსლიმ მოქალაქესა და საკრებულოს შორის
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ ძაძამია

პარალელურად, საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკისა და ქონების მართვის კომისიაში კიდევ ერთი განცხადებაა, 38 პიროვნების ხელმოწერით. ეს არის განცხადება იმის შესახებ, რომ ამ ნაკვეთზე ადგილობრივებს პრეტენზია არ აქვთ და ეს განცხადება, რეგისტრაციის მოტხოვნასთან ერტად, საკრებულოში ჯიმშერაძემ შეიტანა.

„ეს 27 კაცის ხელმოწერით განცხადება არ ვიცი საიდან მოიტანეს, ერთი და იგივე პიროვნებების ხელმოწერები განსხვავებულია“, – ამბობს ყოფილი ‘რწმუნებული’.

იგი ეჭვობს, რომ განცხადება გამგეობამ გააყალბა და ექსპერტიზის ჩატარებას აპირებს.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კი ირწმუნება, რომ ორივე განცხადება ჭელის მოსახლეობის მხრიდან შევიდა და იური ჯიმშერაძეს მიწის ნაკვეთის დასაკუთრება თუ უნდა, ამაზე ჯერ მოსახლეობასთან უნდა შეთანხმდეს.

„სამხრეთის კარიბჭემ“ სხდომაზე მოსახლეობის მხრიდან ჯერ უარყოფილ და შემდეგ მოთხოვნილ ტერიტორიასთან დაკავშირებით შესული განაცხადების გადაღება სცადა, თუმცა ამის საშუალება არ მოგვცეს.

„გამოითხოვეთ ეს განცხადებები ოფიციალურად, ქურდულად გადაღება რა წესია“, - იყო რეპლიკა ერთ-ერთი დეპუტატისგან.

ჭელის ყოფილი რწმუნებულის მტკიცებით სადავო ტერიტორია, რომლის დარეგისტრირებასაც ცდილობს, სტადიონის მოსაწყობად საშიშია, რადგან მდინარის პირას მდებარეობას.

„ჩვენ აქ დიდი უბედურების მოწმეები გავხდებით. შვილებს სასიკვდილო განაჩენი გამოვუტანოთ, ამასაც ნუ ვიზამთ“, -მიმართა ჯიმშერაძემ კომისიის წევრებს.

დავა მიწის ნაკვეთზე მუსლიმ მოქალაქესა და საკრებულოს შორის
სოფელ ჭელაში მცხოვრები იური ჯიმშერაძე

საბოლოოდ კომისიამ საკითხის განხილვა გადადო იქამდე, ვიდრე სოფლის მოსახლეობა, სტადიონის მოსაწყობად, სხვა ალტერნატიულ ფართზე არ შეთანხმდება. ამას იური ჯიმშერაძის პროტესტი და თავმჯდომარესთან სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

„ექვსი თვე გავიდა, რაც დარეგისტრირებას ველოდები, თქვენ თუ მიწას არ დამირეგისტრირებთ, ეს ერთპიროვნული და პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება“, - განაცხადა იური ჯიმშერაძემ, რაზეც თამაზ ძაძამიამ უპასუხა, - „შენ მიწის ნაკვეთი კი არა, აქ პოლიტიკური შოუს გამართვა გინდა“.

იური ჯიმშერაძე ამბობს, რომ საკუთარი სახლის მომიჯნავედ, მიწის ნაკვეთს 1980 წლიდან ამუშავებს და ეს მისი ოჯახის შემოსავლის ერთ–ერთი წყაროა. მისივე თქმით, გამგეობა მის რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციას ახდენს და იმ, შემთხვევაში თუ მიწის ნაკვეთს არ დაურეგისტრირებენ, პროკურატურაში იჩივლებს.

[ლუბა გიორგაძე, ადიგენი]


30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

16.03.2020 განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.04.2020 4 აპრილს საქართველოში წვიმა, თოვლი და ქარბუქია მოსალოდენლი

03.04.2020 ‘სამხრეთის კარიბჭეს ტელეფონი იციან და ჩვენი არა?!’ – ადიგენის მერის პასუხი აბასთუმნის მოსახლეობას

03.04.2020 წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალს 10-15 ადამიანი დაესწრება

03.04.2020 რა შემთხვევაში გააგრძელებენ კომპანიები მუშაობას – ეკონომიკის მინისტრის განმარტება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

იური ჯიმშერაძემ სასამართლოდან სარჩელი უკან გამოიხმო
მუსლიმ მოქალაქეს ადიგენის საკრებულომ მიწა არ დაურეგისტრირა
იური ჯიმშერაძის სარჩელი საკრებულოს წინააღმდეგ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა
იური ჯიმშერაძე სადავო მიწაზე სასამართლოში მეორედ ჩივის
ახალციხის საკრებულოში მიწის დაკანონების კომისია ორმა წევრმა დატოვა
ელგუჯა მაზმიშვილს დაპირებულ  მიწის ნაკვეთს არ აძლევენ
‘მიწის კომისიის’ თავმჯდომარემ ახალციხეში ნაკვეთი დაიკანონა