FM97.5 / LIVE

გამგეობა ახალციხის ციხის მშენებლობის საკითხების შესწავლას იწყებს

მთავარისაზოგადოება » მოქალაქე ჟურნალისტები 20.12.2012
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ რაბათის უბნის რესტავრაციის საკითხის შესწავლა დაიწყო. გამგეობაში ამბობენ, რომ პროექტების ნაწილზე თანხა გადარიცხულია, სამუშაოები კი შესრულებული არ არის

გამგეობა ახალციხის ციხის მშენებლობის საკითხების შესწავლას იწყებს
აღნიშნულთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ გუშინ სპეციალური ბრიფინგი გამართა და ოფიციალურად განცხადა, რომ რაბათთან დაკავშირებით საქმეების მოკვლევას იწყებს.

”არის რიგი ხელშეკრულებები, სადაც წინმსწრებად გადახდილია თანხები, მუშაობა უკვე დასრულებული უნდა იყოს და ჯერ არ დასრულებულა. მაგალითად, ახალ უბანში ავანსის სახით გაცემულია თანხა კაფესთვის მობილური ვიტრაჟების მოწყობაზე. გამგეობაში 5 ნოემბრამდე უნდა წარმოედგინათ შესაბამისი დოკუმენტაცია, თუმცა ამ დრომდე წარმოდგენილი არ არის, - აცხადებს ბესიკ ხითარიშვილი და ამატებს, რომ ახალციხის ისტორიული უბნის რაბათის რესტავრაციაზე დაახლოებით 128 კომპანია მუშაობდა, შესაბამისად, მიმდინარეობს კონკრეტული ფირმების საქმიანობის შესწავლა: ძნელია ერთ კვირაში ჩვენ გვქონოდა დეტალური ინფორმაცია, მაგრამ განცხადების გაკეთების საფუძველი ნამდვილად გვაქვს”.

მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ავთანდილ თელიაშვილი განმარტავს, რომ 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის გაკეთებას ვერ ახერხებენ, რადგან თანხები გადარიცხულია, შესრულებული სამუშაოები კი არ ჩანს.

”უხეშად რომ ვთქვათ, გასული წლის ბიუჯეტი არის გაბერილი ახალციხის ციხის სამუშაოთა შესრულების ხარჯზე. 45-მილიონიანი ბიუჯეტი ეთვლებოდა მწირი შესაძლებლობების მქონე ახალციხის გამგეობას. სამსახურების, ხელშეკრულებებისა და მათი შესრულებების მიხედვით, ჩვენ ვსწავლობთ ამ საკითხს, - განმარტავს თელიაშვილი და ამატებს, რომ ჯერ მშენებლობები სრულდებოდა, შემდეგ კი პროექტები დგებოდა: ამაზე საჭიროა სერიოზული სპეციალისტების მოწვევა. ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას”.

ბესიკ ხითარიშვილის განცხადებით, ახალციხის ციხის რეაბილიტაციის პროექტი აშენების შემდეგ დამტკიცდა: ”მშენებლობა მიმდინარეობდა, თანხები ირიცხებოდა და პროექტი შემდეგ დამტკიცდა”.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი თენგიზ ზედგინიძე განმარტვას, რომ ერთიანი სახე, რა უნდა გაკეთებულიყო, იმ ეტაპზე არ არსებობდა, რადგან ყველა ობიექტი ცალკ-ცალკე შენდებოდა.

”საბოლოოდ, მივედით იქამდე, რომ ციხის ტერიტორია 2012 წლის 13 ივლისს ეკონომიკის სამინისტროსგან მუნიციპალურ საკუთრებაში გადმოგვეცა. ივლისის თვეში გაკეთდა ერთიანი სახე, ხელშეკრულება გაფორმდა ორგანიზაციასთან, რომელმაც ჩაატარა აზომვითი ნახაზები. საბოლოო სახით პროექტი 19 სექტემბერს დარეგისტრირდა. ასე რომ, ერთიანი წარმოდგენა ამ აზომვითი ნახაზის გაკეთების შემდეგ შეგვექმნა”, - განმარტავს თენგიზ ზედგინიძე.

ახალციხის მუნიციპალუტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი აცხადებს, რომ აღნიშნული საკითხის მოკვლევა გაგრძელდება.

”ვსწავლობთ მშენებლობების დროს დაშვებულ დარღვევებს. ჯერ ჩვენი რესურსებით ვცდილობთ გავერკვეთ ამ სიტუაციებში, თუ საჭირო იქნება, მომავალი კვირიდან ჩამოვიყვანთ სპეციალისტებს, რომლებიც დეტალურად შეისწავლიან”, - ამბობს ბესიკ ხითარიშვილი.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ოლეგ სანდროშვილი განმარტავს, რომ მართალია ხელშეკრულებებს საკრებულო აფორმებს, თუმცა ეს ყველაფერი აღსრულებაში გამგეობას მოჰყავს.

”არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, თუ ხელშეკრულება გააფორმა საკრებულომ, პასუხისმგებლობა მის შესრულებაზე, კონტროლზე და ყველა მექანიზმზე ბოლო ხელის მოწერამდე, ეკისრება გამგეობას. ყველა ეს დოკუმენტაცია უნდა იყოს გამგეობაში და შესაბამისად, გამგეობა უნდა უზრუნველყოფდეს მათ ზედამხედველობას”, - განმარტავს სანდროშვილი და ამატებს, რომ ამ შემთხვევაში უნდა მოიწვიონ აუდიტი, რომელიც ახალციხის ციხესთან დაკავშირებულ ყველა ფინანსურ და ეკონომიკურ საქმიანობას შეისწავლის.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

13.01.2020 რომელ საგანში გაუჭირდათ მასწავლებლებს გამოცდის ჩაბარება

13.01.2020 რომელი ფაკულტეტები იქნება უფასო სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

16.01.2020 სამცხე–ჯავახეთში გაზრდილი პენსია 30 223 ასაკით პენსიონერმა აიღო

16.01.2020 შშმ პირთა ღონისძიება ‘ტალიტა კუმში’

16.01.2020 დავით სერგეენკოს განცხადება c ჰეპატიტის ვადაგასულ წამლებთან დაკავშირებით

16.01.2020 NDI – წინა წლებთან შედარებით ეკლესიის რეიტინგი მკვეთრად შემცირდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად ბესიკ ხითარიშვილი დაინიშნა
გამგებელმა მოადგილე შეცვალა
რაში სჭირდება გამგეობას სამი იურისტი?
2012 წელს სტიქიით მიყენებულ ზარალს ხელახლა შეისწავლიან
ახალციხის ციხეში მასობრივ შემცირებებს უარყოფენ
ბესიკ ხითარიშვილი: მოსახლეობის ალბათ 90 პროცენტი დაუსაქმებელია
ახალციხის ადგილობრივ ხელისუფლებაში ყველა პოსტი ვაკანტურია